x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
მეცნიერები შოკში არიან: დედამიწისკენ ვარსკვლავთშორისი სტუმარი მოემართება

image
მეცნიერები გაოგნებულები არიან შოკისმომგვრელი აღმოჩენით: აღმოჩენილია ახალი კომეტა, რომელიც დედამიწისკენ მოდის. მას მიენიჭა კოდი სახელი C / 2019 Q4. სავარაუდოდ, ვარსკვლავთშორისი სტუმარი 300 მილიონი კილომეტრით მოგვიახლოვდება. ასტრონომებმა შექმნეს მოდელი, რომელიც აჩვენებს კომეტის ტრაექტორიას. ითვლება, რომ იგი მზის სისტემის გარედან შემოვიდა.


კომეტა აღმოაჩინეს მიმდინარე წლის 30 აგვისტოს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს კომეტა ჯერ კიდევ მზის სისტემის გასასვლელთან იმყოფება, შესაძლებელია, რომ კომეტა მარსის ორბიტას არ გასცდეს. არსებობს კიდევ ერთი სცენარი, მეცნიერები თვლიან, რომ თუ ის რეალიზდება, კომეტა დედამიწას დაახლოებით 300 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის.


კომეტას აკვირდებიან ნასას ლაბორატორიის ექსპერტები. თანამედროვე აღჭურვილობამ შესაძლებელი გახადა დაედგინათ, რომ კოსმოსური ობიექტი შეიძლება ვარსკვლავთშორისი იყოს. ახლა კომეტა C / 2019 Q4 მდებარეობს მზიდან დაახლოებით 420 მილიონ კილომეტრში, ხოლო, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს ეს კომეტა დედამიწიდან 300 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაივლის.


მეცნიერები ამბობენ, რომ კომეტის სიჩქარე მზის გარშემო მბრუნავი ობიექტების ჩვეულებრივ სიჩქარეს ბევრად აღემატება. სწორედ ეს ფაქტორი გახდა მკვლევარებისთვის მნიშვნელოვანი დეტალი: ობიექტის უჩვეულოდ მაღალი სიჩქარე მიგვითითებს იმაზე, რომ ასეთი სიჩქარე შეიძლება განვითარდეს მზის სისტემის გარეთ. არსებობს ვარაუდი, რომ კომეტამ შეიძლება დატოვოს ვარსკვლავთშორისი სივრცე და უკან დაბრუნდეს.

0
394
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0