x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მივმართავ საააკაშვილს, როცა ჩემზე ლაპარაკობს, სიტყვათა წყობა შეცვალოს" - მამუკა ხაზარაძე

image


გუშინ "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქციაში" ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პირველი ვრცელი ტელე-ინტერვიუ შედგა, სადაც ყოფილმა ბანკირმა ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა და არაერთი საგულისხმო დეტალი გაახმაურა. ხაზარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსსაც გამოეხმაურა, სადაც მან ახალბედა პოლიტიკოსი ივანიშვილს შეადარა და მას მევახშე უწოდა: "მივმართავ პირდაპირ საააკაშვილს, როცა ჩემზე ლაპარაკობს, მან სიტყვათა წყობა შეცვალოს. ჩემთვის ის ადამიანი დასრულებულია, რომელიც პრეზიდენტია, მთავარსარდალია და პასპორტს იცვლის. ოდესაში ელაპარაკოს ოდესელებს" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას ეთერში სტუმრობისას.





0
338
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
338