x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ყველაფერი, რაც ვიტამინების შესახებ უნდა ვიცოდეთ – A, B1, B2, B6, B12, C, D, და ა.შ. ...
image

ვიტამინები ეს ის ნივთიერებებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება. “ვიტა“ – ლათინურად სიცოცხლეს ნიშნავს.

ვიტამინებზე ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება განისაზღვრება გარემოთი, კლიმატური პირობებით, კვების ხარისხით და თვითონ ადამიანის მუშაობის რეჟიმით.

მოდით გავიცნოთ თითოეული ვიტამინი ცალცალკე:


image

ვიტამინი A

ვიტამინ A -ს შეიცავს: ყველი, რძე, ხაჭო, კვერცხი, თევზი, გოგრა, სტაფილო, ქაცვი. ნაღების კარაქი, თევზის ქონი, მწვანე და ყვეთელ ბოსტნეული, ყვითელი ხილი.

სასარგებლოა:

  • მხედველობისათვის და ძვლების რეგენერაციისათვის;
  • იცავს ქათმის სიბრმავისაგან;
  • ხელს უწყობს როდოპსინის სინთეზს თვალში;
  • ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ;
  • გარე კანის საფარველს ინახავს ჯანმრთელ მდგომარეობაში;
  • ხელს უწყობს ძვლების ზრდას და გამაგრებას, კანის, თმების, კბილების და ღრძილების ჯანმრთელობას;
  • გარე გამოყენების დროს გამონაყარის, ფურუნკულების, კარბუნკულების მკურნალობას შველის;
  • ხელს უწყობს ემფიზემას და ჰიპერთირეოზის მკურნალობას.

ასევე:

  • ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლი აფერხებს A ვიტამინის ათვისებას;
  • A ვიტამინი უკეთესად მუშაობს B კომპლექსთან, D ვიტამინთან, E ვიტამინთან, კალცთან, ფოსფორთან და ტყვიასთან შეთავსებით;
  • A ვიტამინი ასევე იცავს ც ვიტამინს დაჟანგვისაგან;
  • თუ ადამიანი იღებს ქოლესტერინის დამწევ პრეპარატებს, ამ დროს ქვეითდება A ვიტამინის ათვისება და მისი მიღება უფრო მეტი რაოდენობითაა საჭირო.

image

ვიტამინი B1

ვიტამინ B1 -შეიცავს: მშრალი საფუარი, ბრინჯის ჩენჩო, ხორბალი, შვრიის ღერღილი, არაქისი, ღორის ხორცი, ბოსტნეულის უმეტესობა, ქატო.

სასარგებლოა:

  • ხელს უწყობს ზრდას;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ნახშირწყლების;
  • აუმჯობესებს გონებრივ მონაცემებს;
  • ახდენს ნერვული სისტემის, კუნთების და გულის მუშაობის ნორმალიზებას;
  • შველის ზღვის ავადმყოფობის და რყევის შეგრძნების დროს;
  • ამცირებს კბილის ტკივილს სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ;
  • ეხმარება ჰერპეს ზოსტერის მკურნალობის დროს.
ასევე:

  • წყალში ხსნადია. ნებისმიერი ჭარბი რაოდენობა არ გროვდება ორგანიზმში და გამოიყოფა, ამიტომ ის ყოველდღიურად უნდა ანაზღაურდეს;
  • მასზე მოთხოვნილება იზრდება ავადმყოფობის, სტრესის და ქირურგიული ჩარევის შემდეგ. აქვს სუსტი შარდმდენი ეფექტი;
  • ვიტამინი B1 ადვილად იშლება სითბური დამუშავების შედეგად.

image

ვიტამინი B2

ვიტამინ B2 შეიცავს : რძე, ღვიძლი, თირკმელები, საფუარი, მწვანე ფურცლიანი ბოსტნეული, თევზი, კვერცხი.

სასარგებლოა:

  • ხელს უწყობს ზრდას;
  • იცავს კანს, ფრჩხილებს, თმებს;
  • შველის პირზე, ტუჩებზე, ენაზე გამონაყარის მკურნალობას;
  • აუმჯობესებს მხედველობას;
  • სხვა ნივთიერებებთან ერთად მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში;
ასევე:

  • წყალში ხსნადია, ადვილად შეიწოვება;
  • არ გროვდება ორგანიზმში და მისი მარაგის შევსება მუდმივადაა საჭირო;
  • ორსულებს და მეძუძურებს უფრო მეტი დოზა ესაჭიროებათ;
  • მისი საჭიროება იზრდება სტრესულ სიტუაციებში;
  • თუ ადამიანი ხანგრძლივ დიეტაზეა კუჭის წყლულის ან დიაბეტის გამო, დიდია ამ ვიტამინის დეფიციტის შექმნის ალბათობა.

image

ვიტამინი B6


ვიტამინ B6 -ს შეიცავს: ლუდის საფუარი, ხორბლის ანაცერი, ხორბლის ბუტკო, ღვიძლი, თირკმელები, გული, ნესვი, კომბოსტო, შავ ბადაგი, რძე, კვერცხი, ძროხის ხორცი.

სასარგებლოა:

  • ანტისხეულების და სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებისთვის;
  • ხელს უწყობს ცხიმის და ცილების ათვისებას;
  • ხელს უწყობს ტრიპტოფანის – შეუცვლელ ამინომჟავის ნიაცინად გადაქცევად;
  • ეხმარება სხვადასხვა ნერვული და კანის დაავადებების თავიდან არიდებას;
  • ამსუბუქებს გულის რევის შეგრძნებას;
  • ხელს უწყობს დაბერების შემაფერხებელი ნუკლეინის მჟავების სწორი სინთეზის პროცესს;
  • ამცირებს ღამის განმავლობაში წვივის კუნთების სპაზმს, კრუნჩხვას და კიდურების გარკვეული ნევრიტებს გამოვლინებას;
  • მოქმედებს როგორც ბუნებრივი შარდმდენი საშუალება.
ასევე:

  • სჭირდებათ მათ, ვინც დიდი რაოდენობით ცილებს ღებულობს;
  • ართრიტით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც გადიან მკურნალობას პენიცილამინით, სჭირებათ ამ ამ ვიტამინის დანამატები.

image

ვიტამინი B12

ვიტამინ B12 -ეს შეიცავს: ღვიძლი, ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, კვერცხი, რძე, ყველი, თირკმელები.

სასარგებლოა:

  • არიდებს ანემიის განვითარებას;
  • ბავშვებში ხელს უწყობს ზრდას და მადის გაუმჯობესებას;
  • ზრდის ენერგიას;
  • ხელს უწყობს ნერვული სისტემის ჯანმრთელობას;
  • ხსნის გაღიზიანებადობას;
  • აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას და წონასწორობას;
ასევე:

  • ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიცავს შეუცვლელ მინერალურ ელემენტებს და ეფექტურია მცირე დოზებში;
  • ვეგეეტარიანელობის შემთხვევაში, როცა რაციონიდან ამოღებულია კვერცხი და რძის პროდუქტები, საჭიროა ბ12-ის დანამატების მიღება;
  • ფოლიუმის მჟავასთან შეხამებით ბ12 ეფექტური საშუალებაა სასიცოცხლო ძალების აღსადგენად;
  • როგორც ბ კომპლექსის შემადგენელი ნაწილი ვიტამინი ბ12 სასარგებლოა ქალებისათვის მენსტრუალურ და პრემენსტრუალურ პერიოდში.

image

ვიტამინი B13

ვიტამინ B13 -ს შეიცავს: ძირხვეულა, შრატი, მჟავე რძის თხევადი ნაწილი.

სასარგებლოა:

  • ღვიძლის პრობლემების და ნაადრევი დაბერების პროცესის შეფერხებისათვის.


image

ვიტამინი B17

ვიტამინ B17 შეიცავს: ვაშლის, ალუბლის, ატმის, ქლიავის კურკებში.


სასარგებლოა:

  • აფერხებს სიმსივნური დაავადებების წარმოქმნას.
ასევე:

  • დღის განმავლობაში გარგარის რამდენიმე კურკის ჭამა, ოღონდ არა ერთ მიღებაზე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
  • B17-ის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიტამინი მოიხსენიება როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, აშშ-ს სამედიცინო ასოციაციის მიერ ის უარყოფილია, იმ საფუძველზე, რომ შეიძლება მომწამვლელი იყოს ციანიდის შემცველობის გამო.



image

ვიტამინი C ვიტამინ С -ს შეიცავს: ციტრუსები, ასკილი, კივი, შავი მოცხარი, მწვანე ბოსტნეული, მჟავე კომბოსტო, კენკრა, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი, ჩვეულებრივი კარტოფილი.


სასარგებლოა:

  • ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის გაზრდა, რკინის ათვისების გაუმჯობესება, ჰემოგლობინის დონის შენარჩუნება;
  • მთავარ როლს თამაშობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ქსოვილების უჯრედების, ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის;
  • აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას;
  • ჭრილობების შეხორცების, დამწვრობის მოშუშების და სისხლმდენი ღრძილებისათვის;
  • ოპერაციის მერე შეხორცებისათვის;
  • ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
  • იცავს მრავალი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან;
  • მოქმედებს როგორც ბუნებრივი სასაქმებელი;
  • ამცირებს ტრომბის წარმოქმნის შანსს;
  • შველის გაციებების მკურნალობას;
  • ამცირებს სხვადასხვა ალერგენების მოქმედებას.
ასევე:

  • ჭარბი რაოდენობა სახიფათოა მათთვის, ვისაც აწუხებს ნიკრისი და მარილების დაგროვება;
  • სტრესის დროს გაცილებით სწრაფად მოიხმარება;
  • მწეველებს და ღრმად მოხუცებულებს გაზრდილი დოზა ესაჭიროებათ (ერთი მოწეული ღერი სიგარეტი ანადგურებს 25მგრ. C ვიტამინს);
  • ნახშირბადის მონოოქსიდი შლის C ვიტამინს, ამიტომ დიდი ქალაქის მაცხოვრებლებმა უნდა გაზარდონ ვიტამინის დოზა;
  • თუ ადამიანი ასპირინს ღებულობს, უმჯობესია თუ გაზრდის C ვიტამინის დოზას;
  • ჟენშენის მიღების შემთხვევაში, გააკეთეთ 3 საათის შუალედი C ვიტამინის მიღებამდე ან მისი მიღების შემდეგ.


image

ვიტამინი
D
ვიტამინ D- ს შეიცავს: ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, თევზის ქონი, სარდინები, ქაშაყი, ორაგული, თინუსი.


სასარგებლოა:

  • ძვლების გამაგრებისათვის, უჯრედების მიერ ტენიანობის შენარჩუნებისათვის, კანის საფარველის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის;
  • საჭიროების მიხედვით ახდენს კალცის და ფოსფორის უტილიზაციას, რაც კბილების და ძვლების სიძლიერისთვისაა საჭირო;
  • A და C ვიტამინთან ერთად მიღებისას გაციების საწინააღმდეგოდ კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა;
  • კონიუქტივიტის სამკურნალოდ;
  • რაქიტის, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ.
ასევე:

  • D ვიტამინზე მოთხოვნილება არამზიან ამინდში იზრდება, რადგან აღნიშნული ვიტამინი ორგანიზმის მიერ სინთეზირდება მზის სხივების საშუალებით;
  • მათ, ვისაც სპეცსამსახურის ტანსაცმლის ტარება უწევთ, რომელიც არ ატარებს მზის სხივებს, ესაჭიროებათ D ვიტამინის დოზის გაზრდა.

image

ვიტამინი
E ვიტამინ E-ს შეიცავს: მწვანე ბოსტნეული, კვერცხი, რძე, მცენარეული ზეთი, გაღვივებული თესლი, ხორბლის ბუტკო, სოიოს მარცვალი, ბროკოლი, ბრიუსელური კომბოსტო, მწვანილის ფურცლები, მთლიანი მარცვლოვნები, ისპანახი, შოკოლადი.

სასარგებლოა:

  • კუნთების ქმედუნარიანობის შენარჩუნებისათვის, სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული სისტემისათვის;
  • იცავს გულის და ნერვული დაავადებებისაგან, მოწევის და დაბინძრებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისაგან;
  • ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისათვის, უჯრედების დაბერების პროცესის შენელებისათვის;
  • აფართოებს სისხლძარღვებს;
  • იცავს ფილტვებს ჰაერის დაბინძრებისაგან;
  • სისხლის ტრომბების გაჩენას აფერხებს;
  • დამწვრობის მოშუშებას აჩქარებს;
  • მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება და შეუძლია სისხლის წნევის დაწევა;
  • იცავს ნაყოფს მუცლისმოწყვეტისაგან.
ასევე:

  • ვიტამინი E და A ეფექტურად გამოიყენება ერთობლივად, ისინი აძლიერებენ ერთმანეთს;
  • E ვიტამინის უკმარისობას შეუძლია უნაყოფობის გამოწვევა;
  • აქტიური ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის ცხიმოვანი შეერთებების, A ვიტამინის, სელენის, ორი გოგირდისშემცველი ამინომჟავის და გარკვეული დოზით C ვიტამინის დაჟანგვას;
  • იშლება ჟანგბადისგან, ყინვისგან და საკვების დამუშავებისას;
  • თუ ადამიანი დიეტის დროს იღებს ნახევრად არანაჯერ ცხიმებს, შესაძლებელია დასჭირდეს E ვიტამინი;
  • შეუზღუდავი რაოდენობით რკინა შლის E ვიტამინს, ამიტომ არაა კარგი მათი ერთდროულად მიღება;
  • ორსულ და მეძუძურ ქალებს, ასევე მათ ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და ჰორმონალურ პრეპარატებს იღებს, მენოპაუზის დროს ესაჭიროებათ E ვიტამინის მეტი დოზა.

image

ვიტამინი F შეიცავს:

მცენარეული ზეთი ხორბლის ბუტკოსგან, სელის მარცვლები, მზესუმზირა, ალისარჩული, სოიოს მარცვლები, არაქისი, ნუში, პეკანი, ავოკადო.

სასარგებლოა:

  • ხელს უშლის ქოლესტერინის არტერიებში დალექვას;
  • უზრუნველყოფს კანის და თმების ჯანმრთელობას;
  • მოქმედებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აქტიურობაზე, კალცს უჯრედებისათვის ხელმისაწვდომს ხდის;
  • ხელს უწყობს წონის დაკლებას, წვავს ნაჯერ ცხიმებს.
ასევე:

  • 12 ჩაის კოვზი მზესუმზირის ზეთი ან პეკანის 18 ნაჭერს შეუძლია ამ ვიტამინის დღიური ნორმის დაკმაყოფილება;
  • არ აღინიშნება ტოქსიკურობა, მაგრამ გადაჭარბებულმა მიღებამ, შესაძლებელია სხეულის წონის ზრდა გამოიწვიოს;
  • F ვიტამინის უკეთესი ათვისებისათვის უმჯობესია მისი E ვიტამინთან ერთად მიღება. F ვიტამინის მიღება სჭირდება ყველას ვისაც ქოლესტერინის პრობლემა აწუხებს.


image

ვიტამინი
P შეიცავს:

ციტრუსების თეთრი ნაწილი და ცედრა, გარგარი, წიწიბურა, ბალი, მაყვალი, ასკილი.

სასარგებლოა:

  • აძლიერებს კაპილარების კედლებს, რითაც ხელს უშლია დალურჯებების წარმოქმნას;
  • აფერხებს და კურნავს ღრძილების სისხლდენას;
  • თავბურსხვევის, რომელიც გამოწვეულია შიდაყურის ავადმყოფობით და შეშუპეპების მკურნალობისათვის.
ასევე:

  • თუ კბილების გახეხვის დროს ღრძილებიდან სისხლდენის, დალურჯებებისადმი მიდრეკილების დროს, საჭიროა ამ ვიტამინის მიღება.
ვიტამინი T შეიცავს:

კუნჟუტის თესლში და კვერცხის გულში.

სასარგებლოა:

  • ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ტრომბოციტების წარმოქმნას. ამის გამო, ის მნიშვნელოვანია ანემიის და ჰემოფილიის ზოგიერთი ფორმის არიდებისათვის.

image

ვიტამინი
K შეიცავს:

ბოსტნეულის ფურცლები, მწვანე პომიდორი, ასკილი, ისპანახი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, ჭინჭრის ფურცლები, ჭვავი, შვრია, სოიო, ხორბლის კულტურები, ცხოველური წარმოშობის მოიპოვება ღორის ღვიძლში და კვერცხში.

სასარგებლოა:

  • K ვიტამინი ითვლება სისხლდენის საწინააღმდეგო ვიტამინად;
  • ხელს უწყობს ძვლის ქსოვილების რეგენერაციას და წარმოქმნას;
  • ხელს უწყობს ოსტეოკალცინის სინთეზს – ძვლის ქსოვილის ცილას, საიდანაც კრისტალიზირდება კალცი;
  • K ვიტამინი ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას.

ასევე:

  • K ვიტამინი ასევე სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. ეს ვიტამინი ცხიმში ხსნადია და იმისათვის, რომ მისი გადამუშვება შეფერხების გარეშე მოხდეს, საჭიროა კუჭში მცირეოდენი ცხიმის არსებობა.
0
384
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0