x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თითქმის ნულოვანი ზომის ბიუსტის მქონე ცნობილი მსახიობები
image თამაშობს თუ არა ბიუსტის ზომა ცნობილი მსახიობების კარიერაზე? ალბათ კი, თუმცა არიან მსახიობები, რომლებიც თითქმის ნულოვანი ზომის ბიუსტის მიუხედავად, ძალზე ცნობილი არიან კინოინდუსტრიაში და მათ ნაკლებად აღელვებთ საკუთარი ბიუსტის მცირე ზომა.
ზედა სურათზე ერთ-ერთი ასეთი ცნობილი მსახიობი კირა ნაითლია.
კირას არანაირი კომპლექსი არ აწუხებს ბიუსტის ზომასთან დაკავშირებით, კატეგორიული წინააღმდეგია მისი სურათების ფოტოშოპით დამუშავების და საკუთარ თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, არასდროს იქონიონ კომპლექსები საკუთარი გარეგნობის გამო.
"იყავით ისეთები, როგორიც ხართ"!-ასეთია კირას მოწოდება.

კამერონ დიასი

Изображение взято с видео хостинг YouTube
კამერონის თქმით, პატარა ასაკში ოცნებობდა, ჰქონოდა დიდი ზომის ბიუსტი, როგორიც მის ბებიას ჰქონდა, თუმცა ბუნებამ ასე არ ინება და მას ერგო თითქმის ნულოვანი ზომის ბიუსტი. მსახიობმა ერთთხელ პლასტიკური ქირურგიის დახმარებით გაიდიდა მკერდი, მაგრამ მალევე მოიშორა იმპლანტი და არჩია ნატურალური ზომის, პატარა ბიუსტი ჰქონოდა.

მილა იოვოვიჩი

Изображение взято с видео хостинг YouTube
შესანიშნავი მსახიობი უკრაინული ფესვებით მილა იოვოვიჩი არასდროს იყო დაკომპლექსებული მისი ძალიან პატარა ბიუსტის გამო და არც არასდროს გასჩენია სურვილი, გაეზარდა ის პლასტიკური ქირურგიის დახმარებით. მეტიც, ის ხშირად ღრმა დეკოლტეს ატარებს და სულ არ აინტერესებს სხვისი აზრი მის პატარა ბიუსტთან დაკავშირებით, ქალიშვილის შეძენის მერე მსახიობის ბიუსტმა ზომაში მოიმატა, თუმცა არცთუ დიდად.

ნატალი პორტმანი

Изображение взято с видео хостинг YouTube
ნიჭიერი მსახიობი და ლამაზი ქალი ნატალი პორტმანი გამოირჩევა ლამაზი სხეულით, თუმცა ბიუსტის მხრივ ის ნამდვილად "დაჩაგრა" ბუნებამ. მას ბევრჯერ უნდოდა მკერდის ზომის გადიდება და ამაზე საჯაროდაც საუბრობდა სოციალურ ქსელებში, მაგრამ ერთია თქმა და მეორეა გაკეთება.
ნატალიმ არ მოისურვა სილიკონის იმპლანტის ჩადგმა მკერდში, მისი თქმით, მას ურჩევნია პატარა და ნატურალური ბიუსტი ჰქონდეს, ვიდრე სილიკონის და დიდი ზომის.
პატარა ზომის ბიუსტითაც კი ეს ლამაზი ქალბატონი მსოფლიოში უამრავი ადამიანის იდეალია.

ოლივია უაილდი
Изображение взято с видео хостинг YouTube

ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე ლამაზი ქალი მსახიობი ოლივია უაილდი ის მსახიობია, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოში. არავის აწუხებს მისი ბიუსტის მინიატიურული ფორმა და ზომა, ისევე, როგორც თავად მსახიობს არ აწუხებს პატარა ბიუსტი.
მსახიობი თვლის, რომ პატარა ბიუსტი სულაც არაა მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი პირად და კარიერულ ცხოვრებაში, ის ძირითადად ღრმა დეკოლტიან ტანსაცმელს იცვამს.

0
716
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
716