x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სურამს განვითარების გენერალური გეგმა ექნება

სურამი

„გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარებს გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად უკვე სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ...

... სივრცითი მოწყობის ფარგლებში ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ტურისტულად მნიშვნელოვანი და საინტერესო ლოკაციების სივრცითი მოწყობის გეგმებს, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებასაც, ასევე რსებული ფუნქციების აღდგენას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ტერიტორიებზე განაშენიანების ისეთი სახის რეგულირებას, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, იქ სრულფასოვანი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტები ჩამოყალიბდეს.

ამასთან ერთად, განვითარების გეგმების შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე დონორების დახმარებით, ან სახელმწიფო ბიუჯეტით ახორციელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც არის საჭირო ამა თუ იმ დასახლების კურორტად ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ სურამის განვითარებს გეგმას დავიწყებთ, განვახორციელებთ და შესაბამისად, უკვე სურამის განვითარებაზეც ერთობლივად ვიმუშავებთ“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0