x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
ანტარქტიდის ტყვეობაში
ყველაზე უცნაური და მკაცრი კონტინენტი დედამიწის ზურგზე - ანტარქტიდა. მიუხედავად ჯოჯოხეთური სიყინულისა, მშრალი ქარისა და თითქმის მცენარეების სრული არარსებობისა, აქ მაინც არის საცხოვრებელი-ცოცხალი არსებებისთვის. ანტარქტიდა მალე შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს არის ბოლო ხელუხლებადი რესურსი რომელიც ვერ იქნა მიღწეული მთავრობის და კორპორაციების ხელამდე!. გარდა ამისა გლობალურმა დათბობამ გამოიწვია რელიეფის შეცვლა და ბალახეულობების დიდი რაოდენობით აღმოცენება. მეცნიერების აზრით შესაძლოა 100 წლის შემდეგ პირველი ხეები გამოჩნდნენ ყინულის ზეაპირზე. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა და ჩვენ შეგვიძლია ამ ესტეტიური სილამაზით დავტკბეთ!!!

1. ანტარქტიდის ნაპირთან მყოფი დიდი აიზბერგი.

image



2.სამხრეთ პოლუსი. კარვის თავზე პოლარული ნათება. (1912 წლის 17 იანვარს რობერტ სკოტმა და კიდე 4-მა მონაწილემ მიაღწიეს სამხრეთ პოლუსს, მაგრამ აღმოჩნდა რომ რამოდენიმე თვის წინ აქ იმყოფებოდა რუალ ამუნდსენი. რობერტ სკოტი და მისი თანმხლებნი უკან წამოსვლისას გარდაიცვალნენ საკვების ამოწურვისა და სიცივის შედეგად).


image


3. მემორიალი ''koru''. (1978 წლის 28 ნოემბერს ახალი ზელანდიიდან გამოფრენილი თვრითმფრინავი ავიაკატასტროფაში მოხვდა. ცუდი ხილვადობის გამო თვრითმფრინავი ერებუსის მთას შეეჯახა, რასაც 257 ეკიპაჯის წევრი შეეწირა).

image


4. ''Перламутровые'' ღრუბლები. (ისინი წარმოიქმნებიან სტრატოსფეროს მაღალ ფენებში, რომხებიც მზის შუქს ღამითაც კი იჭერენ).

image


5. სამხრეთი ცის 20 წუთიანი ექსპოზიცია.

image


6. პაპუასური ჯიშის პინგვინები, რომლებიც ტერიტორიას იცავენ.

image


7. მაკ-მერდოს სადგურთან, დასაფრენი ბილიკის ზედმეტი ყინულისგან გასუფთავება.

image


8. წყვლის ზედაპირზე ამოსული მკვლელი ზვიგენი. ''კასატკა''- დელფინის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სხვა დელფინებისგან გამოირჩევა კონტრასტული შავი და თეთრი შეფერილობით. იგი იკვებება სხვა სახეობის დელფინებით, ზღვის ლომებით, სელაპებით და აშ.

image


9. პინგვინები ყინულის კიდესთან.

image


10. თვრითმფრინავიდან გადაღებული მაკ-მერდოს სადგური.

image


11. ''South Pole'' ტელესკოპი. რომელიც ანათებს წითელ ფრად, რადგან მომუშავეებმა არ მოიწყინონ :) .

image


12. ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე აღმართული მთები.

image


13. ანტარქტიდის ნახევარკუნძული.

image


14. ლუის პარდო ვილანოლას ბიუსტი, რომელმაც 1916 წელს 22 ადამიანი გადაარჩინა გაყინვისგან.

image


15. სამხრეთ პოლუსზე მყოფი სადგური ''ამუნდსენ-სკოტ''.

image


16. შტორმი კუნძულ ''elefant''-თან.

image


17. ''შენ სასიკვდილოდ ლამაზი ხარ'' ასე დაარქვა ფოტოგრაფმა როდესაც სავსე მთვარე იხილა ანტარქტიდაზე.

image

5
735
4-ს მოსწონს
ავტორი:19alika93
19alika93
735
  
2012, 29 ივლისი, 22:34
მეც ეგრე ვარ "დაკომპლექსებული" , მაგრამ მართლა მიხარია რომ დაკვირვებული გავხდი.... ჩემი მუდმივი პრობლემააა... ყოველთვის ვჩქარობ და ...
2012, 29 ივლისი, 22:23
სტატია ერთი 5 ჯერ გადავამოწმე სინტაქსური შეცდომა რო არ გამომპარვოდა :D:D არ მინდა კიდე 161 საათიანი ბანი :((((
2012, 29 ივლისი, 22:21
პირიქით, მართლა ლამაზი და საინტერესოა
2012, 29 ივლისი, 22:08
მადლობ :* :)
2012, 29 ივლისი, 21:54
+++++++++++++++++++++++++
0 1 5