x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აული ხურზუკი ყარაჩაეთ--ჩერქეზეთში, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ და ქართული არქიტექტურა ჭარბობს

image რუსი ისტორიკოსის და მოგზაურის შთაბეჭდილებები ყარაჩაეთ-ჩერქეზეთში მდებარე აულ ხურზუკზე, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ წლების მანძილზე და ყველაფერს ქართული კვალი ეტყობა.
"ყარაჩაევო-ჩერქეზეთი თითქმის მთლიანად ესაზღვრება აფხაზეთს, შესაბამისად საქართველოს.

არქიტექტურული მოტივები რაც აქაა, მიუთითებს საქართველოსთვის დამახასიათებელ არქიტექტურაზე, ის მკვეთრად განსხვავდება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ყარაჩაეთ-ჩერქეზეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურისაგან.
ერთი სიტყვით აული ხურზუკი ესაა საქართველო ყარაჩაეთ-ჩერქეზეთში. როცა ყარაჩაელები გაასახლეს შუა აზიაში მათ სახლებში ჩაასახლეს სვანები-მთიელი ქართველები, რომლებიც მთიანი ქედის გადაღმა სვანეთში ცხოვრობდნენ.
იმ დღიდან მოყოლებული ეს აული ცხოვრობდა ისე, როგორც საქართველოს პროვინციაში ცხოვრობდნენ სვანები.

ერთი რამაა განსაკუთრებით საგულისხმო, როცა დეპორტირებულ ყარაჩაელებს მშობლიურ რესპუბლიკაში და აულებში დაბრუნების უფლება მისცეს, სოფელ ხურზუკში დაბრუნებულ ყარაჩაელებს ქართველებმა უანგაროდ დაუტოვეს სახლები, რომლებიც კარგად იყო მოვლილი და მშვიდობიანად გადავიდნენ მთიანი ქედის მეორე მხარეს მშობლიურ სვანეთში.

წავიდნენ ქართველები, მაგრამ ქართული ფონი მკაფიო კვალად დარჩა აულში, დარჩა ხის ქართული არქიტექტურის სახლები.

თუმცა ქართველების მიერ დატოვებული სახლების მდგომარეობა ძალიან ცუდია, დრომ და ჟამთა სიავემ თავისი კვალი დაამჩნია ამ სახლებს.
უპატრონოდ დატოვებული სახლების სახურავზე ბალახმა მოიკიდა ფეხი, წვიმამ, თოვლმა და ყინვამაც თავისი კვალი დატოვა და ერთ დროს ულამაზესი სოფელი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია.
მე ვფიქრობ ჯერ კიდევ შეიძლება ამ სახლების გარკვეული ნაწილის გადარჩენა და ტურისტებისთვის მიმზიდველი "ოაზისის" შექმნა.


მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ხურზუკი ყარაჩაელების კულტურულ აკვნად ითვლება, სოფელი მეტწილად დატოვეს ყარაჩაელებმა. ახალგაზრდები ქალაქისკენ ან ქალაქთან ახლოს ცხოვრებისკენ მიისწრაფიან.
image

ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ არაა გვიან ამ დიდი წარსულის მქონე აულის გადარჩენა ქართული კულტურის ფართო წარმოჩენით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიხედონ სოფელს, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

0
301
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
301