x
მეტი
  • 02.04.2020
  • სტატია:100900
  • ვიდეო:345610
  • სურათი:463570
გოგონა აფხაზეთიდან

image
მეგობრებო! როგორც იქნა, ოცნება ამისრულდა-უკვე სტამბაში ჩასაშვებად მზადაა ჩემი რომანი: "გოგონა აფხაზეთიდან:. "მინდა გულრწფელი მადლობა ვუთხრა წიგნის გამომცემელ- რედაქტორს, გამომცემლობა"ივერიონის" დირექტორს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას. ასევე, თანარედაქტორს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს გაწეული მხარდაჭერისთვის და ჩემი რომანის კრიტიკულად (ობიექტურად) შეფასებისთვის. თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორი რუდუნებითა და პასუხისმგებლობით უნდა გამოიცეს ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურა. წიგნი მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოვა და დაახლოებით ერთ თვეში, ჩემი ერთგული მეგობრებისა და დაინტერესებული მკითხველის კუთვნილება გახდება. რომანის შეფასება მკითხველისთვის მომინდვია! აქვე გთავაზობთ წიგნის რედაქტორების წინასიტყვაობას. p.s. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება საბერძნეთში: ქალაქ ათენში. თუ როდის ჩატარდება, ამას დამატებით გაცნობებთ წიგნის გამოსვლისთანავე. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ რედაქტორებისგან წარმატებული დებიუტი (ორიოდე სიტყვა სოფო იმერელის რომანზე: `გოგონა აფხაზეთიდან~) საქართველოში მიმდინარე მწვავე სოციალურ-პოლიტიკურმა მოვლენებმა, არსებითი ასახვა ჰპოვა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაშიც. ნიშანდობლივია, რომ ქართველი ერის მოუშუშებელი ტკივილი _ აფხაზეთის ძმათამკვლელი ომი არაერთი ქართველი ავტორის შთაგონების წყარო ყოფილა _ ისინი ცდილობენ თავისებური ემოციით გადმოსცენ ის არაადამიანური განცდები, რაც გადაიტანა მშობლიური ბუდიდან აყრილმა ადგილობრივმა ქართველებმა და არა მარტო ქართველებმა! აქსიომაა, მხატვრული ნაწარმოები ნათლად გამოხატავს მწერლის შინაგან სამყაროს და ამზეურებს მის შემოქმედებით პოტენციალსაც. ამჯერად მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ ახალგაზრდა ავტორის, სოფო იმერელის რომანზე `გოგონა აფხაზეთიდან. რომანი რეალისტური ჟანრის ჭეშმარიტი ნიმუშია. ავტორი რეალობის მხატვრულად გადმოცემით, ცდილობს კიდევ ერთხელ შეგვახსენოს ძმათამკვლელი ომის მოუშუშებელი იარები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ორიგინალურია მისი აზროვნების სტილი და წერის მანერა. თვალსშისაცემია მწვავე საკითხების თამამად დასმის უნარიც _ ამაღელვებელი სცენებისა და დრამატული მოვლენების ფონზე მწერალი ოსტატურად ახერხებს დარჩეს მიუკერძოებელი... იგი მხატვრული ფორმით მოგვითხრობს იმ ენით უთქმელ გაჭირვებასა და ქაოსზე, რომელიც ომის თანმდევი მოვლენაა. ასევე ორიგინალურად გვაჩვენებს, თუ რა დამღუპველი გავლენა აქვს ომს ადამიანთა ურთიერთობაზე და მათ ფსიქიკაზე. რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა აფხაზი გოგონაა, რომელიც ძალიან დააბნია მშობლიურ ქალაქში შექმნილმა ქაოსმა და თავის გადასარჩენად, ინსტიქტურად ყველაზე ახლობელ ადამიანებს მიეკედლა. ეს ადამიანები მისი ქართველი მეზობლები არიან... იმ საშინელი დღიდან ისიც ლტოლვილთა ბანაკის განუყოფელი წევრი გახდა და მათთან ერთად გაიარა სიკვდილის გზა _ საკუთარი თვალით იხილა და შეიგრძნო ძმათამკვლელი ომის საზარელი შედეგებიც... ადიცას `აქეთა საქართველოში ყველაფერი აოცებს: დიადი ბუნება, ბუმბერაზი მთები და მათი უზადო სილამაზე. განსაკუთრებით მოხიბლული რჩება ქართველთა დიდბუნებოვნებით, რასაც იქ, აფხაზეთში სამწუხაროდ, ვერ ამჩნევდა. ნაწარმოების მთავარი გმირი თავისთვის სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრობს. იგი განცვიფრებულია იმ სითბოთი და სიყვარულით, რასაც მთელი სისავსით გრძნობს მათგან. ამ საოცარ ხალხს ძარღვებში თითქოს კაცობრიობის სიყვარული უდუღს _ თვითონაც გაჭირვებულები, უანგაროდ ეხმარებიან სრულიად უცხო ადამიანებს. დიახ, ატარო `მტრის შვილი იმ გზით, განაცდევინო ის ტანჯვა და ტკივილი, რომელიც საკუთარი მიწიდან მისი ჯიშის და ჯილაგის უგუნურებით გამოდევნილმა ჩაგრულმა ხალხმა განიცადა, ალბათ ყველაზე უნიკალური საშუალებაა, შეაგრძნობინო მას, რომ ქართველი კაცის ტკივილი საკუთარი სუსტი მხრებით უნდა ატაროს. ოჯახი, რომელსაც ადიცა შეეკედლა, იშლება და ადიცა მათ ჩვილ გოგონასთან ერთად მარტო რჩება. გოგონა გრძნობს, რომ უნდა დაიცვას და დაიფაროს პატარა... ავტორი სხვადასხვა ადამიანების პირით კიდევ ერთხელ გვახსენებს ომის ტრაგიკულ ისტორიას. მწერალი ისე ოსტატურად ახერხებს ამის გადმოცემას, გეგონება, თითქოს ამ ტრაგიკული ისტორიის თანამონაწილე იყავი და შენს მხრებზეც გადაიარა ყველაფერმა... კითხულობ თრთოლვით და ძარღვებში სისხლი გეყინება! რა გახდა ომის მიზეზი, რატომ იქცა მოულოდნელად ორი მოძმე ერი ერთმანეთის დაუძინებელ მტრად? ეს ის საკითხებია, რომლებიც თავისთავად იბადება. ამ კითხვებს უსვამენ ერთმანეთს ნაწარმოების გმირებიც. მათი აზრით, მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ „მათ“ ყველაფრის უფლება მივეცით. ამ `ყველაფრის უფლებაში უდაოდ ქართველი ერის უდარდელობა და ზედმეტი ტოლერანტობა იგულისხმება! მართალია, აფხაზეთის ომზე ყველას საკუთარი და თითქოს განსხვავებული ვერსია აქვს, მაგრამ ერთ მაინც თანხმდებიან: თავს მოხვეული ძმათამკვლელი ომი მესამე _ უცხო ძალის ავანტიურის შედეგია. ეს მესამე ძალა კი რუსეთია! ნიშანდობლივია ისიც, რომ წინამდებარე რომანის ავტორს სურს გვიჩვენოს ისტორიული კანონზომიერება. წლობით ნაგროვები სიყვარული და პატივისცემა ერთი ხელისმოსმით არ ნადგურდება! ახალგაზრდა აფხაზი გოგონა ჯერჯერობით ვერ ხვდება, რომ ჩვილის სახით ქართველი და აფხაზი ხალხის სიყვარულის გადარჩენა არგუნა ბედმა. მართალია, იგი ჯერ თვითონაც ახალბედაა _ ცოტა ეგოისტი, ცოტაც დაუდევარი, მაგრამ მაინც გაცნობიერებული სიყვარულით უყვარს პატარა არსება, მიუხედავად იმისა, რომ მას ყოფითი მიზეზით უპატრონოთა სახლში ჩააბარებს... აქსიომაა: უნდა დაკარგო, რომ შეიცნო დაკარგულის ფასი. უპატიებელი შეცდომა უნდა დაუშვა, რათა ისწავლო პატიება _ ამბობს ავტორი და მართებულადაც. ადიცაშიც თანდათან გაიღვიძებს მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა და მისი ცხოვრება უსასრულო ძიებისა და სიკეთის კეთების ჯაჭვად იქცევა! ნაწარმოების ფინალი ოპტიმისტურია. ადიცა პოულობს დაკარგულ გოგონას და მას საკუთარ დედას უბრუნებს, რაც სიმბოლურად გვაფიქრებინებს, რომ აფხაზი ხალხი საკუთარ თავში იპოვის ძალას მოინანიოს დაშვებული შეცდომა და ბოროტი (საერთო) მტრის ძალისხმევით გამოყრილი ქართველები ისევ ჩაიხუტოს! ამრიგად, ავტორმა სინამდვილის ასახვის სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ხერხი წარმოგვიდგინა. იგი გამოირჩევა როგორც იდეური მრავალფეროვნებით, ასევე მხატვრული თავისებურებით. მწერალი ყურადღებას იპყრობს ლიტერატურული ფორმების შერჩევის სისადავით. საკმაოდ საინტერესოდ და ლოგიკურად ვითარდება სიუჟეტური ქარგაც, რომელიც ნაწარმოებს ტკივილნარევი ემოციით გაკითხებს. ერთი სიტყვით, სოფო იმერელის სახით თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ნიჭიერი რომანისტი შეემატა. წარმატებებს ვუსურვებთ მას საკმაოდ ეკლიან და საპასუხისმგებლო გზაზე. ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი თამარ სვანიძე, ლიტერატორი

2
93
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
93
  
2019, 1 ნოემბერი, 22:43
ჩემს ფეისბუქ გვერდზე დევს საკონტაქტო ნომერი. იქნებ ნახოთ და დაუკავშირდეთ. სოფო იმერელი.
2019, 30 ოქტომბერი, 17:30
გამარჯობათ ქუთაიში სსად შეიძლება ამ წიგნის შეძენა
0 1 2