x
image
Yoona
ქიტინური დიეტა: ვჭამთ მწერებს წონაში დასაკლებად
ეგზოტიკური დიეტები მთელ მსოფლიოში პოპულარობას იძენს. ერთ-ერთი მათგანია ქიტინური დიეტა, რომელიც გულისხმობს იმ პროდუქტების ჭამას, სადაც ნივთიერება ქიტინი გვხვდება.


image

ქიტინი - რა არის?

image

ქიტინი აზოტშემცველი პოლისაქარიდია, რომელიც ფიზიკური და ქიმიური თვისებებით მცენარეულ უჯრედებს ჰგავს.

ამ ბუნებრივი ნაერთის ქიმიური დასახელებაა პოლი-N-აცეტილ-D-გლუკოზამინი.


ქიტინის ქიმიური ფორმულაა (С₈H₁₃NO₅)n, და ასე გამოიყურება:


image

ამ ნივთიერებას ფეხსახსრიანების ჩონჩხის გარე გარსი შეიცავს: კიბორჩხალები, ომარი და კრევეტები, ხოჭოები, კუტკალიები და სხვა მწერები. ასევე რთულად ათვისებადი ნახშირწყალი ქიტინი სოკოს, საფუარის და წყალმცენარის გარსის უჯრედში მდებარეობს.

ქიტინის ერთ-ერთი ფორმა წყალში ხსნადი პოლისაქარიდი ქიტოზანია, რომელსაც ქიტინთან შედარებით უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა გააჩნია. ქიტოზანს კიბოსნაირების ჭურვის გადამუშავებით, მიღებულ ფხვნილზე ტუტე და ტემპერატურის ზემოქმედებით იღებენ.

ქიტოზანი ეფექტური ენტეროსორბენტი და ნივთიერებათა ცვლის აქტივატორია. ეს პოლისაქარიდი სისხლის ნაკადს აძლიერებს, ორგანიზმიდან შხამების და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს, მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს და შიდა უჯრედულ იმუნიტეტს აძლიერებს.

დავუბრუნდეთ ქიტინს, მისი ერთ-ერთი მთავარი თვისება ისაა, რომ წონაში დაკლებას ხელს უწყობს.


ქიტინური დიეტა

image

1. ქიტინი საკვებ ლიპიდებს (ანუ ცხიმებს) აერთიანებს და ნაწლავებში მათ შეწოვას ამცირებს. ამის წყალობით მავნე ქოლესტერინის რაოდენობა მცირდება და ტრიგლიციდების რაოდენობა ნორმაში მოდის.

კუჭში მოხვედრისას ქიტინი სივდება და კუჭის წვენისა და წყლის ზემოქმედებით გელის მსგავს მასად გარდაიქმნება. სწორედ ეს გელი ცხიმებს იწოვს და შემდეგ ორგანიზმიდან გამოაქვს. ქიტინის დახმარებით საკვებიდან მიღებული ცხიმების ნახევარი გამოდის, რის წყალობით ორგანიზმი ცხიმების საკუთარ მარაგს იყენებს, რომ ენერგია აწარმოოს. ეს წონაში დაკლებას ხელს უწყობს.


2. ქიტინი საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს, კუჭის წვენის მჟავიანობას ამცირებს და სასარგებლო ბიფიდო ბაქტერიების ზრდას სტიმულირებს. ეს ნაწლავების მიკროფლორის დარეგულირებას, მისი მოძრაობის გაუმჯობესებას და ყაბზობის თავიდან აცილებას ხელს უწყობს.


3. ქიტინის შემცველი პროდუქტები უხსნადი საკვები ბოჭკოების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც კუჭში სივდებიან და დიდი ხნით დანაყრების შეგრძნებას გვიტოვებენ. ასე წახემსების და ბევრი ჭამის სურვილი დაგეკარგებათ.


4. ქიტინი სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს. გლუკოზა ორგანიზმს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის სჭირდება. თუმცა თუ ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით მივიღებთ, პანკრეასი ინსულინის დიდი რაოდენობით წარმოებას დაიწყებს, რომ გლუკოზის დონე შეამციროს. ამით ცხიმების და ნახშირწყლების ცვლა ირღვევა, ცხიმების დაშლის პროცესი ნელდება და წონა მატულობს. ეს რომ არ მოხდეს, სისხლში შაქრის დონეს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ამაში ქიტინური დიეტა დაგეხმარებათ.


რომელი პროდუქტები შეიცავენ ქიტინს?

image

ქიტინს ჩვენი ორგანიზმი არ აწარმოებს, ამიტომ მისი სხვა წყაროებიდან მიღება გვჭირდება.

იდეალური იქნება, თუ რაციონში ჩართავთ მწერებს და კიბოსნაირებს უშუალოდ თავისი ჭურვით, რომელიც ქიტინს შეიცავს.

არ ვდაობთ, ასეთი ეგზოტიკური დიეტა, რომლის დახმარებით თვეში 6 კგ-ს დაკლებას შეძლებთ, ყველას გემოვნებაში არ ჯდება.

თუმცა თუ მაინც ამ დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, თქვენ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თუ რომელი პროდუქტები, მწერები და კიბოსნაირები შეიცავენ ქიტინს?

სუფთა სახით ქიტინს შეიცავს კალია, კუტკალია, ტარაკანი, ჭიანჭველა, კოლორადოს და მაისის ბაღლინჯო, ცვილის ჩრჩილი, მატყლი, მუხლუხო, თევზის გარსი და ზოგიერთი სახეობის წყალმცენარე.


როგორ მოვამზადოთ მწერები? საკმარისია მოხარშოთ ან ტაფაზე შეწვათ.


არ შეგიძლიათ მათი ჭამა? ამ შემთხვევაში მდუღარე წყალი დაასხით, ღუმელში გამოაცხვეთ, დაფქვით და სანელებლის სახით კერძებს დაუმატეთ. გამოიყენეთ როგორც დანამატი პურ-ცომეულის ნაწარმის დროს, სოუსებს და პაშტეტს დაუმატეთ. სხვათა შორის, მისი გემო შემწვარ კაკალს მოგაგონებთ.


კვებითი ღირებულების ზოგიერთი მაგალითი 100 გრ პროდუქტზე:

კუტკალია: 21 გრ ცილა და 6 გრ ცხიმი

ფუნდურა: 17 გრ ცილა და 4 გრ ცხიმი

ტერმიტი: 14 გრ ცილა და 2 გრ ცხიმი

ფუტკარი: 13.5 გრ ცილა და 1, 5 გრ ცხიმი

ჭიანჭველა: 14 გრ ცილა


შედარებისთვის: 100 გრ ძროხის ხორცი 23, 5 გრ ცილას და 21 გრ ცხიმს შეიცავს.


მწერებით დანაყრება საკმაოდ რთულია.

შედარებისთვის: 60 გრ ცილის მისაღებად შეგიძლიათ 300 გრ კუტკალია ან 250 გრ მოხარშული ქათმის ფილე ახალი ბოსტნეულის სალათთან ერთად მიირთვათ.


ქიტინური დიეტა დაბალკალორიულია, მხოლოდ მისი მიღებით ვერ შემოიფარგლებით. თუმცა თუ ქიტინურ ფხვნილს დიეტურ კერძებში გამოიყენებთ, წონაში შემცირებას თავისუფლად შეძლებთ.

სად ვიპოვოთ? სპეციალურ ინტერნეტ მაღაზიებში შეგიძლიათ ქიტინის მაღალი შემცველობის მქონე დიდი ტარაკნები და სხვა მწერები შეიძინოთ. ამასთან, ასეთ მწერებს მომზადების ინსტრუქციაც ახლავს.

თუ მწერების მოხმარება არ გსურთ, შეგიძლიათ ქიტინის შემცველი სხვა პროდუქტები მიირთვათ, რომლებიც გულის არ აგირევთ.


ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება:

კალმარი

თეთრი სოკო

ხრაშუნა სოკო

ხავსა სოკო

ქამა სოკო

მჭადა სოკო

კიბოსნაირები

ანტაქტიკული კრილი

კიბორჩხალა

კრევეტი

ხმელი ჭიანჭველა


რამდენი ქიტინი უნდა მივირთვათ დღეში?

image

ქიტინის დღიური დოზა 3 გრ. ამის შესახებ უნდა გახსოვდეთ, რომ გაუმჯობესების ნაცვლად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა არ დაარღვიოთ.

გაითვალისწინეთ, რადგან ქიტინის დღიური დოზა 3 გრამია, ქიტინური დიეტა არა სრულად მწერებზე გადასვლას, არამედ ქიტინის შემცველი პროდუქტების რაციონში დამატებას გულისხმობს.

ქიტინმა შეიძლება ნუტრიენტების, კერძოდ ცხიმში ხსნარი ვიტამინების A, D, E, K ათვისებაზე გავლენა მოახდინოს, რადგან ის ლიპიდებს (ცხიმებს) აერთიანებს და ორგანიზმიდან გამოაქვს.

ასევე შეიძლება კალციუმის მეტაბოლიზმი შეაფერხოს, რითაც შარდიდან მისი გამოყოფა დააჩქაროს.

ასე რომ არ მოხდეს, ქიტინის დღიური დოზა არ გადააჭარბოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ქიტინის რაციონში შეყვანამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.


კიდევ რა სარგებელს შეიცავს ქიტინი?

image

  • სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
  • მუცლის შებერილობას, გაზის რაოდენობას და დიარეას ამცირებს.
  • ნაწლავების მიკროფლორას არეგულირებს.
  • ძვლოვან ქსოვილს აძლიერებს და აღადგენს.
  • ფაგოციტების ფუნქციას ააქტიურებს.
  • კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • რადიონუკლიდებს აერთიანებს და ორგანიზმიდან გამოაქვს.
  • ონკოლოგიურ დაავადებებს აფერხებს.

  • ქიტინის უკუჩვენება

    image

    7 წლამდე ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ლაქტაციის დროს ქიტინის მიღება არ შეიძლება.

    ქიტინი რაციონში ფრთხილად უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც დისბაქტერიოზი, მეტეორიზმი, გასტრიტი, პანკრეატიტი, ანთებითი პროცესები აწუხებთ.

    გვერდითი ეფექტები მოსალოდნელია, თუ კიბოსნაირებსსა და ზღვის პროდუქტებს ალერგია გაქვთ.

    ქიტინის ჭარბი მოხმარება საჭმლის მომნელებელ პროცესებს ანელებს. ეს კი თავის მხრივ წყლულოვან დაავადება, ჰეპატიტს, ღვიძლის ციროზს და პანკრეასის სიმსივნეს იწვევს.

    ქიტინის დიეტის ფონზე შეიძლება გულისრევის შეგრძნება გქონდეთ.


    ასევე დაგაინტერესებთ:

    კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია

    image

    დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს

    image

    როგორ ვიკვებოთ ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ: 2 წესი და 8 პრინციპი

    image

    17 ყველაზე ნოყიერი პროდუქტი - ანუ როგორ დავივიწყოთ შიმშილის გრძნობა

    image

    4 ბალახის ჩაი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს

    image

    ეს საშუალება საღამოს 7 საათზე დალიეთ, რომ დილით 7-ზე მსხვილი ნაწლავიდან ყველა ცხიმი გამოდევნოთ

    image

    უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

    0
    279
    შეფასება არ არის
    ავტორი:Yoona
    Yoona
    279