დიეტოლოგია ქიტინური დიეტა: ვჭამთ მწერებს წონაში დასაკლებად 2019, 13 სექტემბერი, 10:33 ეგზოტიკური დიეტები მთელ მსოფლიოში პოპულარობას იძენს. ერთ-ერთი მათგანია ქიტინური დიეტა, რომელიც გულისხმობს იმ პროდუქტების ჭამას, სადაც ნივთიერება ქიტინი გვხვდება.
ქიტინი - რა არის? ქიტინის ქიმიური ფორმულაა (С₈H₁₃NO₅)n, და ასე გამოიყურება: ამ ნივთიერებას ფეხსახსრიანების ჩონჩხის გარე გარსი შეიცავს: კიბორჩხალები, ომარი და კრევეტები, ხოჭოები, კუტკალიები და სხვა მწერები. ასევე რთულად ათვისებადი ნახშირწყალი ქიტინი სოკოს, საფუარის და წყალმცენარის გარსის უჯრედში მდებარეობს. ქიტინის ერთ-ერთი ფორმა წყალში ხსნადი პოლისაქარიდი ქიტოზანია, რომელსაც ქიტინთან შედარებით უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა გააჩნია. ქიტოზანს კიბოსნაირების ჭურვის გადამუშავებით, მიღებულ ფხვნილზე ტუტე და ტემპერატურის ზემოქმედებით იღებენ. ქიტოზანი ეფექტური ენტეროსორბენტი და ნივთიერებათა ცვლის აქტივატორია. ეს პოლისაქარიდი სისხლის ნაკადს აძლიერებს, ორგანიზმიდან შხამების და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს, მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს და შიდა უჯრედულ იმუნიტეტს აძლიერებს. დავუბრუნდეთ ქიტინს, მისი ერთ-ერთი მთავარი თვისება ისაა, რომ წონაში დაკლებას ხელს უწყობს. ქიტინური დიეტა 2. ქიტინი საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს, კუჭის წვენის მჟავიანობას ამცირებს და სასარგებლო ბიფიდო ბაქტერიების ზრდას სტიმულირებს. ეს ნაწლავების მიკროფლორის დარეგულირებას, მისი მოძრაობის გაუმჯობესებას და ყაბზობის თავიდან აცილებას ხელს უწყობს. 3. ქიტინის შემცველი პროდუქტები უხსნადი საკვები ბოჭკოების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც კუჭში სივდებიან და დიდი ხნით დანაყრების შეგრძნებას გვიტოვებენ. ასე წახემსების და ბევრი ჭამის სურვილი დაგეკარგებათ. 4. ქიტინი სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს. გლუკოზა ორგანიზმს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის სჭირდება. თუმცა თუ ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით მივიღებთ, პანკრეასი ინსულინის დიდი რაოდენობით წარმოებას დაიწყებს, რომ გლუკოზის დონე შეამციროს. ამით ცხიმების და ნახშირწყლების ცვლა ირღვევა, ცხიმების დაშლის პროცესი ნელდება და წონა მატულობს. ეს რომ არ მოხდეს, სისხლში შაქრის დონეს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამაში ქიტინური დიეტა დაგეხმარებათ. რომელი პროდუქტები შეიცავენ ქიტინს? როგორ მოვამზადოთ მწერები? საკმარისია მოხარშოთ ან ტაფაზე შეწვათ. არ შეგიძლიათ მათი ჭამა? ამ შემთხვევაში მდუღარე წყალი დაასხით, ღუმელში გამოაცხვეთ, დაფქვით და სანელებლის სახით კერძებს დაუმატეთ. გამოიყენეთ როგორც დანამატი პურ-ცომეულის ნაწარმის დროს, სოუსებს და პაშტეტს დაუმატეთ. სხვათა შორის, მისი გემო შემწვარ კაკალს მოგაგონებთ. კვებითი ღირებულების ზოგიერთი მაგალითი 100 გრ პროდუქტზე: კუტკალია: 21 გრ ცილა და 6 გრ ცხიმი ფუნდურა: 17 გრ ცილა და 4 გრ ცხიმი ტერმიტი: 14 გრ ცილა და 2 გრ ცხიმი ფუტკარი: 13.5 გრ ცილა და 1, 5 გრ ცხიმი ჭიანჭველა: 14 გრ ცილა შედარებისთვის: 100 გრ ძროხის ხორცი 23, 5 გრ ცილას და 21 გრ ცხიმს შეიცავს. მწერებით დანაყრება საკმაოდ რთულია. შედარებისთვის: 60 გრ ცილის მისაღებად შეგიძლიათ 300 გრ კუტკალია ან 250 გრ მოხარშული ქათმის ფილე ახალი ბოსტნეულის სალათთან ერთად მიირთვათ. ქიტინური დიეტა დაბალკალორიულია, მხოლოდ მისი მიღებით ვერ შემოიფარგლებით. თუმცა თუ ქიტინურ ფხვნილს დიეტურ კერძებში გამოიყენებთ, წონაში შემცირებას თავისუფლად შეძლებთ.
სად ვიპოვოთ? სპეციალურ ინტერნეტ მაღაზიებში შეგიძლიათ ქიტინის მაღალი შემცველობის მქონე დიდი ტარაკნები და სხვა მწერები შეიძინოთ. ამასთან, ასეთ მწერებს მომზადების ინსტრუქციაც ახლავს. თუ მწერების მოხმარება არ გსურთ, შეგიძლიათ ქიტინის შემცველი სხვა პროდუქტები მიირთვათ, რომლებიც გულის არ აგირევთ.ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება: კალმარი თეთრი სოკო ხრაშუნა სოკო ხავსა სოკო ქამა სოკო მჭადა სოკო კიბოსნაირები ანტაქტიკული კრილი კიბორჩხალა კრევეტი ხმელი ჭიანჭველა რამდენი ქიტინი უნდა მივირთვათ დღეში? კიდევ რა სარგებელს შეიცავს ქიტინი? ქიტინის უკუჩვენება ასევე დაგაინტერესებთ: კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს როგორ ვიკვებოთ ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ: 2 წესი და 8 პრინციპი 17 ყველაზე ნოყიერი პროდუქტი - ანუ როგორ დავივიწყოთ შიმშილის გრძნობა 4 ბალახის ჩაი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებს ეს საშუალება საღამოს 7 საათზე დალიეთ, რომ დილით 7-ზე მსხვილი ნაწლავიდან ყველა ცხიმი გამოდევნოთ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
280 შეფასება არ არის |