x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორია 13-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი და შაბათის სავსემთვარეობა - "შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენა"
image
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:



"პარასკევი, 13 სექტემბერი


მერკური-ვენერას შეერთება დიდი ხნის სასურველი ნივთების შეძენის, კარგი ფინანსური გარიგების გაფორმების საშუალებას იძლევა, ძალიან კარგი დღეა სიყვარულის ასახსნელად, ხელის სათხოვნად. ამ დღეს აგრეთვე ზუსტი ხდება მზისა და პლუტონის ტრინი რომელიც ენერგიითა და ენთუზიაზმით აგვავსებს. ეს ის დღეა, როდესაც მთების გადატრიალებაც კი შეგვიძლია. მშვენიერი პერიოდია ბიზნეს-წამოწყებებისათვის, ასევე იმ საკითხების გადასაჭრელად რომელიც ეხება ბანკებს, კრედიტებს, სესხებს, სადაზღვევო საქმეს, საბაჟოსთან ან სხვა მაკონტროლებელ ორგანოსთან ურთიერთობას. ეს დღე მიწის ნიშნების წარმომადგენლებს წაადგებათ ყველაზე მეტად.


შაბათი, 14 სექტემბერი


ეს დღე საკმაოდ დატვირთულია, თუმცა შაბათის ყველაზე გამოკვეთილი მოვლენა სავსემთვარეობაა, რომელიც თევზების 22°-ზე ხდება. მთვარე, რომელიც შეერთებულია ნეპტუნთან და ლილიტთან ოპოზიციაში მოდის მზისა და მარსის შეერთებასთან. ვერ ვიტყვი, რომ იოლი იქნება. მეტიც, საკმაოდ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც განვლილი 1 თვის მანძილზე პლანეტარულ რიტმებს ყურს არ უგდებდა და გაფრთხილებებს ყურად არ იღებდა. ეს სავსემთვარეობა მათთვის ილუზიებიდან გამოფხიზლების ტოლფასი იქნება და ისინი დაინახავენ იმ შეცდომების საფასურს, რაც უახლოეს წარსულში დაუშვეს. ჯერ კიდევ პარასკევიდან შეიძლება, რომ ეს ენერგეტიკა ვიგრძნოთ და კვირასაც გადაჰყვეს. შესაძლოა სწორედ ამ დღეებში გახმაურდეს რაღაც არასახარბიელო საიდუმლო. შესაძლოა ეს აურზაური უშუალოდ თქვენ არ გეხებოდეთ, მაგრამ მიიღეთ როგორც მინიშნება და გადაავლეთ თვალი საკუთარ ცხოვრებას, თქვენ რა ჩონჩხებს მალავთ როგორც იტყვიან კარადაში. ეს სავსემთვარეობა გვაძლევს საშუალებას რაღაც შევცვალოთ, გავისუფთავოთ სულები, ასევე ამ დღეებში ეცადეთ დაიცვათ დიეტა, სჯობს იმარხულოთ, ილოცოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლს და თრობის სხვა საშუალებებს. იყავით ფხიზლად, რომ რაიმე თაღლითობაში არ გაებათ. ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალება იქნება თვითკონტროლი, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გააზრება.


შაბათს ასევე მერკური და ვენერა იცვლიან ნიშანს და სასწორში გადადიან, მერკური აქ 3 ოქტომბრამდე, ვენერა კი - 8-მდე გაჩერდება. ეს ინგრსია ადამიანებს უფრო მეტად დიპლომატიურებს და კეთილმოსურნეებს გაგვხდის, გაიზრდება ჩვენი მოთხოვნიელება უფრო ახლო და თბილ კონტაქტებზე. თუმცა სალონური საუბრებიც საკმაოდ აქტიური იქნება და ხანდახან მოჩვენებითი ელიტურობაც. მთელი ეს პერიოდი ხელსაყრელი დროა საქმიანი თუ პარტნიორული კონტაქტების დასამყარებლად, ახალი ძალზე სასიამოვნო ადამიანების გასაცნობად, გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება ძველი ურთიერთობების აღდგენაც და გაფუჭებილის გამოსწორებაც. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებაც, აუცილებელ კომპრომისებზე წასვლაც. უნდა გავიაზროთ, რომ არ შეიძლება ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნო...


არ დაგვავიწყდეს, შაბათს ასევე მარსი - ნეპტუნის ოპოზიციაა, მარსი ქალწულის ნიშანს სტუმრობს და ამის წყალობით უფრო მეტი პრაქტიკულობა, ლოგიკა და რეალობის სწორი შეფასებები უნდა იყოს ჩვენს ქმედებებში გამოკვეთილი. თუმცა ამ პრაქტიციზმს გარკვეულზილად შესაძლოა მისი და ნეპტუნის ოპოზიციამ შეუშალოს ხელი, რადგან ის თავის მხრივ, ცოტა არ იყოს, ოცნებებში გადავარდნისაკენ და ფაქტების არაობიექტური შეფასებებისაკენ გვიბიძგებს. ეცადეთ ზედმეტად არ აყვეთ ფუჭ მეოცნებეობას, აღიჭურვეთ მეტი ქალწულური პრაქტიციზმით და ყველაფერი კარგად იქნება!


კვირის ბოლო დღე 15 სექტემბერი ასტრომოვლენების გარეშე ჩაივლის. მთვარე კლების ფაზაშია გადასული და ენერგიის დაზოგვა გვმართებს ჩვენც".

ასევე ნახეთ:



როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები

1
689
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
689
  
2019, 13 სექტემბერი, 2:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1