x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მონიკა ბელუჩის ახალი ფოტოსესია - მისმა სხეულმა "კიდევ ერთხელ" გაგვაოცა

სექს-სიმბოლო, მილიონობით მამაკაცის საოცნებო ზმანება და მრავალი ქალის შურის ობიექტი მონიკა ბელუჩი 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში დაიბადა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე და სწავლის ფული რომ ეშოვნა, ის 16 წლიდან მუშაობდა მოდელად, რის შემდეგაც უფრო დაინტერესდა სამოდელო კარიერით. 1988 წელს კი ის ქალაქ მილანში გადავიდა საცხოვრებლად და მალევე გააფორმა კონტრაქტი „Elite Model Management“-თან. 1989 წელს ის უკვე განთქმული მოდელი იყო პარიზში და ნიუ-იორკში და პოზირებდა ისეთ ცნობილ სამოდელო სახლებთან, როგორებიც არიან „Dolce & Gabbana“ და პოზირებდა ასევე ჟურნალისთვის „ELLE“.



image


სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მონიკამ კინემატოგრაფიაშიც დაიწყო მოღვაწეობა. მისი დებიუტი ერთ-ერთ იტალიურ ფილმში 1990 წელს შედგა. მართალია, თავდაპირველად მხოლოდ ეპიზოდური როლები ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით ფილმში "ბინა" ითამაშა, რამაც "კიდევ ერთი" პოპულარობა მოუტანა, სადაც მისი პარტნიორი იყო ვინსენ კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ და წლების მანძილზე წარმოადგენდნენ წყვილს, თუმცა დღეს ერთად აღარ არიან.


დღემდე, ის განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მიმზიდველი და უბრალოდ, წარმოუდგენლად მაცდური ქალი. უკვე 54 წლისაა, თუმცა კვლავ ახერხებს ნებისმიერი კაცის მონუსხვას და "გადარევას".


Marie Claire-ს ჟურნალისთვის მონიკამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და თავისი სხეულის ფორმებით მხოლოდ კაცები და ქალები კი არ გადარია, ახალგაზრდა გოგონებშიც კი შური გამოიწვია. ის მართლაც შესაშურ ფორმაშია!




გთავაზობთ მონიკა ბელუჩის ახალ ფოტოსესიაში, რომელმაც "კიდევ ერთხელ" გააოცა მნახველები



imageimageimageimageimageimageimage




0
469
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0