x
image
ეკა ლაცკა
ჩარლზ ბუკოვსკი: რატომ მივატოვე სამსახური და დავიწყე იმის კეთება,რაც მიყვარდა
image

***

"თუ გინდა პოპულარული მწერალი ან პოეტი იყო ადექი და წერე სირობები, რომელიც ტრივიალურია და ყველას ესმის - ხალხი შენზე ჭკუას დაკარგავს.
მაგრამ, თუ გინდა უკვდავყო შენი და შენი ნამუშევრების სახელი - ადექი შე ნაბიჭვარო და მეტი მოინდომე, გაძვერი ტყავიდან. ჩაუღრმავდი შენ თავს.... წერე ის, რასაც გრძნობ და არა ის, რასაც საზოგადოება მოგიწონებს და რაზეც ტაშს დაგიკრავენ"- ჩარლზ ბუკოვსკი


....


49 წლის ასაკამდე ფოსტის უბრალო კლერკად მუშაობდა.

1969 წელს გამომცემლობა “Black Sparrow Press”-ის დამფუძნებელმა ჯონ მარტინმა მას შესთავაზა მიეტოვებინა სამსახური და მთელი თავისი დრო მხოლოდ წერისთვის დაეთმო. რისკის გაწევის სანაცვლოდ მარტინი მას 100 დოლარიან ანაზღაურებას დაჰპირდა დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.

ჩარლზ ბუკოვსკი შემოთავაზებას დათანხმდა და 2 წლის შემდეგ მისი პირველი წიგნიც გაიცნო საზოგადოებამ.

image

1986 წელს წელს ჩარზ ბუკოვსკიმ ჯონ მარტინს წერილი მისწერა:


...

1986 წელი, 8 დეკემბერი

გამარჯობა ჯონ,

დიდი მადლობა კარგი წერილისთვის. ვფიქრობ არ არის მტკივნეული, გაიხსენო ხოლმე საიდან მოხვედი. შენ კარგად იცი ადგილი, სადაც მე ვიყავი. თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამის შესახებ წერენ ან ფილმის გადაღებას ცდილობენ კარგად ვერ აანალიზებენ მას. ისინი ამას “ცხრიდან ხუთამდე” პერიოდს ეძახიან. ვფიქრობ “ცხრიდან ხუთამდე” არასწორი განმარტებაა – ასეთ ადგილებში არ არსებობს შესვენებები და უფასო სადილები.

ფაქტია, ბევრი უფროსი წინააღმდეგიც კია ამ პერიოდში დაისვენო და მუშაობა შეწყვიტო.

ასევე არსებობს ზედმეტი სამუშაო საათებიც და თუ ამის გამო დაიწყებ წუწუნს, დარწმუნებული იყავი, რომ გამოჩნდება ვიღაც ხელმოცარული, რომელიც შენს ადგილს დაიკავებს.

image

ალბათ გახსოვს ჩემი ძველი გამოთქმა:

“მონობა არასდროს გაუქმებულა, უფრო ფართო მასშტაბი მიიღო იმისათვის, რომ ყველა ფერი და რასა მოეცვა.”

მტკივნეულია როცა უყურებ როგორ კნინდება მათი ადამიანობა, ვინც ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი სამსახური, რაც არ უყვარს, მაგრამ რისკი ვერ გაუწევია, რადგან უარესი ალტერნატივის ეშინია.

ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი ი ფ ი ტ ე ბ ი ა ნ.

უბრალოდ არსებობენ სხეულები შეშინებული და დაბნეული გონებით.

თვალებში ნაპერწკალი ქრება, ხმა იცვლება, სხეულის ფორმები, თმის ფერი, თითის ფრჩხილებიც კი – ყველაფერი იცვლება.

image

ახალგაზრობაში ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ასეთი პირობებისთვის გასწირავდნენ და მიუხედავად ყველაფრისა, ახლაც კი არ მჯერა.

რისთვის აკეთებენ ისინი ამას?

სექსისთვის?

ტელევიზორისთვის?

ავტომობილისთვის?

შვილებისთვის?

შვილებისთვის რომლებიც იგივეს კეთებას გააგრძელებენ?

image

ადრე როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სამსახურს წამდაუწუმ ვიცვლიდი, იმდენად სულელი ვიყავი რომ შემეძლო ახალგაზრდა მუშებისთვის მეთქვა:

“ეი თქვენ, რას აკეთებთ შეიძლება ბოსი ნებისმიერ წამს დაგვადგეს თავს, ვერ ხვდებით როგორ იქცევით?”

ისინი არც კი შემომხედავდნენ, მე ისეთ რამეს ვამბობდი რისი გაგებაც მათ გონებას არ სურდა.

დღეს ინდუსტრიაში დიდი შემცირებებია (ტექნოლოგიური განვითარებისა და სხვადასხვა ფაქტორების გამო). ხალხს სამსახურიდან უშვებენ და მათ შეშლილ სახეებზე მარტივად ამოიკითხავთ:

“მე 35 წელი ვმუშაობდი..”

“ეს არ არის სწორი..”

“არ ვიცი რა ვაკეთო..”

ისინი მონებს საკმარისად არასდროს უხდიან იმისათვის, რომ გათავისუფლდნენ. უხდიან მხოლოდ იმდენს რომ იცოცხლონ და სამუშაოს უკან დაუბრუნდნენ.

მე ვხედავ ამ ყველაფერს და რატომ ვერ უნდა ხედავდნენ ისინი?

image

მე ვწერდი ამ ზიზღის ქვეშ და ეს იყო ძირითადი მიზეზი რის გამო თავი დავაღწიე ამ სისტემას. ახლა კი აქ ვარ, თქვენს წინაშე პროფესიონალი მწერალი, რომელმაც 50 წელი მონობაში გაატარა.

მახსოვს ერთხელ როდესაც შემფუთავად ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, ერთ მუშას მოულოდნელად წამოცდა: “მე ვერასდროს ვიქნები თავისუფალი.”

ამ დროს ერთ-ერთი უფროსი შორიახლოს დადიოდა და გულიანად გადაიხარხარა, იმისგან მიღებული მორალური სიამოვნების გამო, რომ ეს ახალგაზრდა ცხოვრებისეულ ჩიხში მოექცა.

ბედის წყალობით, მე საბოლოოდ დავაღწიე თავი ამ ადგილებს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დასჭირდა ამას, მაგრამ მე ამით უდიდესი სიამოვნება მივიღე.

image

დღეს უკვე მოხუცი ვარ

და ამას მათთვის ვწერ ვინც ჯერ კიდევ ისეთ საქმეს აკეთებს, რაც ეზიზღება. გვიანი არასოდეს არაა, მეც ძალიან გვიან დავიწყე…

და ახლა როცა სიტყვებს გაუბედაობა ეპარებათ, და დახმარება მჭირდება იმისათვის, რომ კიბეზე ავიდე, მაინც ვგრძნობ რომ არის რაღაც ჩემში, რაც ყოველთვის ემახსოვრებათ. არა აქვს მნიშვნელობა როგორ მოვედი აქამდე, მე გადავურჩი სიკვდილს, არეულობას, ტანჯვა- წამებას და შევძელი ღირსეულად სიკვდილი.

თუკი მთლიანად არ გაგიფლანგავთ ცხოვრება, ესეც მშვენიერი მიღწევაა. თუნდაც ჩემთვის.

გულწრფელად თქვენი,

ჩალზ ბუკოვსკი


...

ასევე შეიგიძლიათ იხილოთ სტატია:

" მოთმენის დედაც! რაც არ მოგწონთ მოიშორეთ და გაშორდით", რადგან... - ჩარლზ ბუკოვსკი და მისი წერის აბსოლიტურად განსხვავებული მანერა

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0