x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გია აბაშიძე: ,,მეგალომანია [განდიდების მანია] კვლავაც აქტუალურია"
მამუკა ხაზარაძემამუკა ხაზარაძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წარდგენას სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება:

“მეგალომანია [განდიდების მანია] კვლავაც აქტუალურია. უნიჭო 'პიარშიკი' და 'მესიჯ ბოქსის' დამწერი ერთია და თუ ამას იზიარებ, გასაგებია...

დასაწყისს, პროლოგს, სურათს ['კარწინკას'], გზავნილს ['მესიჯს'] გადამწყვეტი თუ არა, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში.

ოდნავ ტალღოვანი ზღვა, ქვიშა ['პესოკი'], ხის 'პუფები', 'ტამტამ-მუსიკა' და ა.შ. ბევრს ეს კიჩი მოეწონებოდა, ბევრს - არა. გემოვნებისა და პოლიტიკური აფილიაციის ამბავია. აი, ის რაც თქვა, არის მეგალომანიის ჟანრის კლასიკა. კიდევ კარგი 12 მოციქულიც არ აღნიშნა:


"მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია, 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.
112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ..."

2
138
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
138
  
2019, 15 სექტემბერი, 16:39
ილიობა უნდა, მაგრამ ამას მერე წიწამური უნდა მოჰყვეს ლოგიკით და მზადაა?
2019, 13 სექტემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2