x
image
Yoona
ნამდვილი დაქალის 10 ნიშანი. თქვენ გაგიმართლათ და ასეთი მეგობარი გყავთ?
ქალთა მეგობრობა დიდი ხანია მრავალი სტერეოტიპით და ცრურწმენებით არის გარშემორტყმული, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ცხადია - ის არსებობს. ადამიანების, რომლებმაც ნამდვილი დაქალის პოვნა შეძლეს, შეგვიძლია გვშურდეს. ხშირად ის არის ადამიანი, რომელიც რთულ პერიოდში დაგეხმარებათ. თქვენი მეგობარი ასეთია?


ნამდვილი დაქალის 10 ნიშანი

image

1. ის თქვენ ზურგს უკან არასდროს იჭორავებს.

2. თქვენ მსგავსი იუმორის გრძნობა გაქვთ. ზოგიერთი ხუმრობა მხოლოდ თქვენ ორს გესმით.

image


3. ნამდვილი მეგობარი კამათის დროს ყოველთვის თქვენს მხარეს დაიჭერს, მაშინაც კი, თუ მართალი არ ხართ. განმარტოების დროს გეტყვით, რომ თქვენს აზრს არ იზიარებს, მაგრამ სხვებთან ყოფნისას თქვენი ადვოკატი იქნება.

4. ყოველთვის მზადაა მოგისმინოთ, მაშინაც კი, თუ თქვენი მონოლოგი მხოლოდ წუწუნს მოიცავს. მას ესმის, რომ ემოციებისგან დაცლა ძალიან მნიშვნელოვანია.

image

5. ნამდვილი დაქალი თქვენთვის დროს ყოველთვის იპოვის. მაშინაც კი, თუ მას გადაუდებელი საქმეები აქვს, რამდენიმე წუთს გამოყოფს, რომ ტელეფონით დაგელაპარაკოთ, მხარი დაგიჭიროთ და რჩევა მოგცეთ.

6. თუ დახმარება გჭირდებათ, ის ღამითაც კი თქვენთან მოვა. უკიდურეს შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზებს შემოგთავაზებთ.

image

7. ნამდვილი მეგობარი არასდროს წაგართმევთ მამაკაცს, რომელიც მოგწონთ. მასთან უბრალო ფლირტსაც კი არ დაიწყებს.

8. მასთან შეგიძლიათ საათობით ნებისმიერ თემაზე ისაუბროთ - ახალ სერიალზე, წაკითხულ წიგნზე, ბიჭსა თუ კაბაზე.

image

9. ნამდვილი მეგობარი გეტყვით სიმართლეს მაშინაც კი, თუ სხვები ჯიუტად გეპირფერებიან.

10. ის ყოველთვის საჭირო რჩევას მოგცემთ. კარგ მეგობარს კვალიფიციური ფსიქოლოგის, ფიტნეს მწვრთნელის, დიეტოლოგის და სტილისტის ჩანაცვლება შეუძლია, რადგან ყველაზე კარგად გიცნობთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

10 შესაძლო მიზეზი, თუ რატომ აშინებს ადამიანებს თქვენი პიროვნება

image

ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს

image

ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს

image

3 კრიტერიუმი, რითაც ადამიანი პირველი შეხვედრისას გაფასებთ

image

მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

image

ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
95