x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მიხაელ შუმახერი გონზე მოვიდა
imageლეგენდარული გერმანელი ავტომრბოლელი მიხაილ შუმახერი გონზე მოვიდა, იგი პარიზის პომპიდუს ჰოსპიტლიდან გუშინ, 11 სექტემბერს გაწერეს.


9 სექტემბერს მიხაილ შუმახერი შვეიცარიიდან პარიზში გადაიყვანეს. სპორტსმენის ტრანსპორტირება საგულდაგულოდ იყო გასაიდუმლოებული, ავტომრბოლელს 10 ექიმი ახლდა თან.

შუმახერს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა ჩაუტარდა.



"ჩვენ ვადასტურებთ, რომ შუმახერი ჩვენთან იმყოფება და ამჟამად უკვე გონზეა მოსული-"-ციტირებს ჰოსპიტლის მედპერსონალის ნათქვამს გამოცემა Le Parisien-ი.


image

როგორც ცნობილი გახდა, შუმახერი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა, ჟან ტოდტმაც მოინახულა. მან სპორტსმენის პალატაში 45 წუთი გაატარა.



შეგახსენებთ, "ფორმულა 1“-ის მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთში თხილამურებით სრიალისას დაშავდა, რა დროსაც თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში სრულ კომაში იყო.


1
504
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
504
  
2019, 13 სექტემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1