x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94858
  • ვიდეო:342595
  • სურათი:456881
პონტოს სამეფო

პონტოს სამეფო


პონტოს სამეფო არსებობდა ძვ.წ. 281-ახ.წ. 64 წლებში. ეს იყო ელინისტურ-კოლხური სახელმწიფო, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ კოლხები (ლაზ-მეგრელები) შეადგენდნენ. პონტოს მოსახლე კოლხური ტომები გახლდათ: ტაოხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, სკვითინები, ხალიბები, კარდუხები და ა.შ. ოფიციალური ენა ვინაიდან ეს იყო ელინისტური ანუ ბერძნული კულტურის სახელმწიფო იყო ბერძნული ენა, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა კოლხურად (ლაზურად, ჭანურად) ლაპარაკობდა. მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის რელიგია იყო კოლხურ-ბერძნული წარმართული ღმერთების პანთეონის თაყვანისცემა. ძალიან კარგად იყო განვითარებული გემთმშენებლობა, მიწათმოქმედება, მეტალურგია, მევენახეობა (სწორედ ლაზებმა მოიგონეს ჩურჩხელა), მესაქონლეობა და მებაღეობა. კოლხებმა ამ სახელმწიფოში თავის მონათესავე კაპადოკიელებთან და ასევე ბერძნებთან ერთად მოახერხეს და დიდი იმპერია შექმნეს. პონტოს სამეფოს მოსახლეობის გენეტიკური შემადგენლობა მამაკაცის ხაზით, დომინანტურად გახლდათ შემდეგი ჰაპლოჯგუფები: G2a, R1a, J2a, E1b1.


პონტოს სამეფო




პონტოს სამეფოს მმართველები:



1. მითრიდატე I ქტისტესი - პონტოს მეფე ძვ.წ. 281-266 წლებში.


მითრიდატე I ქტისტესი - პონტოს მეფე




2. არიობარზანი - პონტოს მეფე ძვ.წ. 266-250 წლებში.


არიობარზანი




3. მითრიდატე II - პონტოს მეფე ძვ.წ. 250-220 წლებში.


მითრიდატე II - პონტოს მეფე




4. მითრიდატე III - პონტოს მეფე ძვ.წ. 220-185 წლებში.


მითრიდატე III




5. ფარნაკე I - პონტოს მეფე ძვ.წ. 185-170 წლებში.


ფარნაკე I



6. მითრიდატე IV ფილოპატორი - პონტოს მეფე ძვ.წ. 170-150 წლებში.


მითრიდატე IV ფილოპატორი - პონტოს მეფე




7. მითრიდატე V ევერგეტი - პონტოს მეფე ძვ.წ. 150-120 წლებში.


მითრიდატე V ევერგეტი - პონტოს მეფე




8. მითრიდატე VI ევპატორი - პონტოს მეფე ძვ.წ. 120-63 წლებში.


მითრიდატე VI ევპატორი




9. ფარნაკე II - პონტოს მეფე ძვ.წ. 63-47 წლებში.


ფარნაკე II - პონტოს მეფე




10. დარიოსი - პონტოს მეფე ძვ.წ. 47-37 წლებში.


დარიოსი - პონტოს მეფე



11. არშაკი - პონტოს მეფე ძვ.წ. 37 წელს.


12. პოლემონ I - პონტოს მეფე ძვ.წ. 37 წლიდან ახ.წ. 8 წლამდე.


პოლემონ I - პონტოს მეფე




13. პითოდორიდა - პონტოს დედოალი ახ.წ. 8-38 წლებში.


პითოდორიდა - პონტოს დედოფალი




14. პოლემონ II - პონტოს მეფე 38-64 წლებში.


პოლემონ II - პონტოს მეფე







კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი მეორე)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
510
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
510
  
13 სექტემბერი, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 სექტემბერი, 17:26
პილატე ?
12 სექტემბერი, 14:34
1 ნაწილი

პონტოს ეპოქა ძალიან საინტერესო ეპიზოდია რომელიც „ქართველ მეცნიერებს“ არ აინტერესებსთ გასაგები მიზეზების გამო... პონტოს სამეფო იყო იმ დროისთვის ერთ–ერთი მთავარი მოწინააღმდეგე როგორც რომისთვის ისე პართიისთვის და ის ბევრად დიდ ტერიტორიებს ფლობდა ვიდრე ჩვენ ვიცით.

ამასთან ყველზა მნიშვნელოვანი ეპიზოდია მითრიდატე ჭანის (ევპატორის) ეპოქა, რომელიც იმ დონემდე გაძლიერდა რომ საბერძნეთის (ძველად პელასგიის) ნახევარკუნძულს შეუტია და, თებე და თრაკიაც კი წაართვა რომს. აღმოსავლეთით კი პართიას გამოსტაცა არმენია (ეს სხვა არმენიაა. დღევანდელი არმენია ახ.წ. III–VI საუკუნეში ანაცვლებს ქარველურ ქალხებს „ვაჭარაკანებიდან“ (პართიაში ასე ერქვა დასახლებებს რომლებიც ვაჭრების დაარსებული იყო სავაჭრო გზების მახლობლად) შემოსული ინდოევროპელი მოსახლეობა) და თავის მფარველობაში შემოიყვანა. მითრიდატე ჭანმა დიდი როლი შეასრულა თავისი სიძის (მითრიდატემ ცოლად შერთო თავის ქალიშვილი კლეოპატრა ჭანი) ტიგრან II –ის გამეფებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია რადგან დღევანდელი „სომხები“ (მათი ძველი თვითსახელწოდება ვაჭარაკანი) ტყულად გაჰყვირიან „ველიკაია არმენიას“ რადგან ის არმენია მითრიდატე ჭანის მფარველობაში იყო რაც იყო, და როგორც კი მითრიდატე დამარცხდა არმენიაც დამთავრდა, მისი დიდი ნაწილი რომმა შეიერთა, მაწილი პართიამ მცირე ნაწილი კი იბერიას შეხვდა რომის მეკავშირეობისთვის.
12 სექტემბერი, 14:33
2 ნაწილი

რაც შეეხება პონტოელ ხალხს მათი დიდი ნაწილი G, J გენის მატარებლები იყვნენ და მხოლოდ მის უკიდურეს სამხრეთ–დასავლეთში მოიპოვებოდა R,E გენები რომლებიც იმდროისთვის მოიწევდა ცენტრალური კავკასიისკე. პონტოს სალაპარაკო ენა იყო ლაზური და მხოლოდ პოლიტიკური და სამწერლობო ენა იყო ბერძნული (ესაც გარკვეული მიზეზების გამო).

მითრიდატეს ვაჟები მახარე და ფარნაკე ყოველთვის ცდილობდენ იბერიასთან გაერთიანებას და ხშირად მოლაპარაკებებსაც მართავდნენ მაგრამ უშედეგოდ.

ბევრი საინტერესო ინფორმაცია არის ამ ეპოქის შესახებ მაგრამ „ქართველ მეცნიერებს“ არ აინტერესებთ.

მაგალითად თუნდაც ის რომ მითრიდატე ჭანი ბავშობაში რიცა სამშობლოდან განდევნილი იყო ის ფხოველმა მეცხვარეებმა გაზარდეს (ანუ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გაიზარდა). სწორედ ამიტომ იყო როდესაც არტაგი (იბერიის მეფე) პომპეუსს დაუზავდა ფხოველები ზავის მიუხედავად რომის ჯარებს „არანის(ის) ბრძოლაში“ (ანანურთან ახლოს) უთანასწოროდ შეაკვდნენ.
12 სექტემბერი, 4:55
მადლობა ზურა ;) გაიხარე. ზუსტად ეგრე ვფიქრობ, რომ ასე სტატიებით მაინც წაიკითხონ და ლამაზად გაფორმებულ ფოტოებს მაინც შეხედონ რმ დაინტერესდნენ :))
12 სექტემბერი, 2:16
ჩემო თორნიკე,ძალიან ვაფასებ თქვენს ღვაწლს ამ საიტზე ადრეული ეპოქის ძველქართული სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ეთნოსის ხალხისათვის გაცნობის საქმეში.ახალმა თაობამ,რომლებიც სამწუხაროდ წიგნებს,მითუმეტეს,სამეცნიერო თემაზე,არ კითხულობენ,შეიძლება თქვენი პუბლიკაციებით მაინც გაერკვნენ თუ ვინ ვიყავით, რომ ჩვენ ამ მიწაზე აბორიგენები ვართ და დიდი დამსახურება მიგვიძღვის კაცობრიობის განვითარების საქმეში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი დღეს მიჩქმალულია და რიგი ქვეყნების ისტორიაში ხელოვნურადაა გაზვიადებული მათი ღვაწლის შესახებ.ისტორია სუბიექტური მეცნიერებაა და ყველა ქვეყანა თავის გემოზე აყალბებს ჭეშმარიტებას.
0 1 6