x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94858
  • ვიდეო:342595
  • სურათი:456881
ნინო შუბლაძემ რუსთავი 2-ში დაბრუნება უკვე დაადასტურა

image


ნინო შუბლაძე რუსთავი 2-ში ბრუნდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ამ დრომდე ეს საკადრო ცვლილება ოფიციალურად არსად დასტურდებოდა. ამჯერად კი შუბლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ იცის, კონკრეტულად რა თანამდებობას დაიკავებს. მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩამოაყალიბებს საინფორმაციო გუნდს. ერთი თვის წინ მისი არხზე მისვლა უკვე გახმაურდა, თუმცა მაშინ პროცესი შეფერხდა.
.
20 აგვისტოს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ ამ პოსტზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილებოდა.
.
ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში რუსთავი 2-ში მუშაობდა, იყო არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი. მან არხი 2014 წელს დატოვა. თანამდებობის დატოვებას წინ უსწრებდა მისსა და რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სამუშაო ოთახებში აღმოჩენილი ჩანაწერების გასაჯაროება.
.
"ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას, არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი", — წერდა თანამდებობის დატოვების შემდეგ შუბლაძე სოციალურ ქსელში.
.
რუსთავი 2-ის დატოვების შემდეგ ნინო შუბლაძე სამთავრობო პიარში გადავიდა, ის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. წლების შემდეგ TV პირველში დაიწყო მუშაობა, თუმცა, ტელევიზია გადაცემის დაწყებამდე დატოვა. ამის შემდეგ შუბლაძე ქართული ოცნების საკომუნიკაციო ცენტრში მუშაობდა.
.

“რუსთავი 2“-ს ყოფილი ჟურნალისტები უბრუნდებიან. თავის დროზე სხვადასხვა უწყებების პრეს-სამსახურებში გადასული რეპორტიორები აქტიურ ჟურნალისკიტაში დაბრუნებას გეგმავენ. ამჯერად ათ შორის არიან დავით კაკულია და ნათია მღებრიშვილი.


ნათია მღებრიშვილი, რომელიც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში მუშაობდა, "რუსთავი 2"-ს უბრუნდება. მან აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.


“გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ “რუსთავი 2“-ში ვბრუნდები. გუნდს ორშაბათიდან შევუერთდები და რეპორტიორი ვიქნები“. - აღნიშნავს მღებრიშვილი.


დავით კაკულია ცნობილია რეპორტაჟებით, რომლებსაც ის მეუღლესთან, ეკა გაგუასთან ერთად მოგზაურობის შესახებ პოსტსკრიპტუმისთვის ამზადებდა. ამჟამად დავით კაკულია ქეთევან ციხელაშვილის სამინისტროს პიარ სამსახურშია დასაქმებული, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და მიზეზად შვებულება დაასახელა.


"ამ ეტაპზე ჩემს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მსურს. ახლა შვებულებაში ვიმყოფები“, - განაცხადა დავით კაკულიამ.


შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური და შესაბამისად, "კურიერი" ეთერში 16 სექტემბერს ბრუნდება.


ჟურნალისტების გარდა არხზე მსახიობებიც დაბრუნდნენ. სხვადასხვა დროს რუსთავი 2-იდან გაურკვეველი მიზეზებით წასული მსახიობები „კომედი ჯგუფს“ უერთდებიან. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პოპულარული მსახიობები ეკა აბშილავა და სიკო ჭუმბურიძე, რომელიც „კომედი შოუს“ ერთერთი ძველი სახეები არიან, რუსთავი 2-ზე დაბრუნდნენ. ისინი განახლებულ „კომედი შოუში“ გამოჩნდებიან. ამის შესახებ მიშა ანდღულაძემ განაცხადა. აბშილავა და ჭუმბურიძე კომედი ჯგუფის სამუშაო თათბირს უკვე ესწრებოდნენ.


კომედი შოუში დაბრუნებული იუმორისტი სიკო ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ენერგიულად და შემართებით დაუბრუნდნენ საქმეს. მისი თქმით, აქცენტს ახალი პერსონაჟების შექმნაზე გააკეთებენ.


მიშა ანდღულაძეს სურს, რომ ხაზგასმით დააფიქსიროს და დიდი წარმატებებები უსურვოს „მთავარ არხს“, რადგან ერთი გუნდია და ისინი ემსახურებიან იუმორს.


კომედი შოუს გუნდი განმარტავს, რომ ახალ სეზონს სავარაუდოდ 21 სექტემბრისთვის დაუბრუნდებიან.

0
697
1-ს არ მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
697
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0