x
image
alex999
Mediator image
საიდან,,, როგორ? აღმოჩენილია მინერალი, რომელიც დღემდე არავის უნახავს!

ახალი აღმოჩენების მოყვარულებო, ეს სტატია თქვენთვისაა. ოფიციალური წყარო: Science Alert და uk Popular Science .


აღმოჩენილია მინერალი, რომელიც დღემდე არავის უნახავს - ედსკოტიტი

image









1951 წელს ავსტრალიის გზისპირა სოფელში ჩამოვარდა მეტეორიტი, რომელსაც სოფლის საპატივსაცემოდ ვედერბარნის მეტეორი უწოდეს. ძველად, პატარა სოფელი ვედერბარნი ოქროსმაძიებელთა ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო და დღემდეც ასეა. თუმცა, ისეთი თვითნაბადი მასალა, რომლის შესახებაც სტატიაში გიამბობთ, ამ ქალაქში არავის არასოდეს აღმოუჩენია.


კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მინერალოგმა ჩი მამ და მისმა გუნდმა ოფიციალურად განაცხადეს ახალი აღმოჩენის შესახებ. ისინი ადასტურებენ, რომ ის არის მინერალი, რომელიც დედამიწაზე პირველად გამოჩნდა. უიშვიათეს მინერალს ექსპერტებმა "ედსკოტიტი" უწოდეს.

image




მინერალ ედკოსტიტს სახელი ჰავაის უნივერსიტეტის კოსმოქიმიკოსის, ედუარდ სკოტის პატივსაცემად ეწოდა. მისი აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან მეცნიერები ამ დრომდე ვერ ადასტურებდნენ, რომ ბუნებაში არსებობდა რკინის კარბიდის (ცემენტიტი) ასეთი განსხვავებული ატომური ფორმულირება.

image




ვიქტორიას მუზეუმის დედამიწის მეცნიერის, სტიუარტ მილსის განცხადებით, ამ დრომდე ლაბორატორიულ პირობებში აღმოჩენილია 500 000 — 600 000 მინერალი, მაგრამ ბუნებაში მხოლოდ 6000. უცნობია, საიდან არის მოსული ეს უცნაური მეტეორიტი, მაგრამ მეცნიერთა აზრით, მასშ არსებული მინერალი ედსკოტიტი სავარაუდოდ წარმოქმნილია რომელიღაც უძველესი პლანეტის ცხელ ბირთვში.


ავსტრალიელი მეცნიერის ჯოფრეი ბონინგის აზრით, მინერალი ანტიკურ პლანეტას ეკუთვნის, რომელიც უკვე განადგურებულია და აღარ არსებობს. ამ კატასტროფის პროცესში, მეტეოერიტის სახით დედამიწაზე პატარა ნაწილი ჩამოვარდა. ბონინგი ასევე ამტკიცებს, რომ შესაძლოა ეს პირველი დიდი ნაბიჯი იყოს ახალი პლანეტის აღმოსაჩენად.

image









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ტესტი - რამდენად კარგად გახსოვთ მნიშვნელოვანი მოვლენები?


image





და მაინც რას ნიშნავს იღბალი? - ყველაზე "შეშლილად" იღბლიანები...

image





20 ფოტო, რომლის ნახვასაც მეორედ არ ისურვებთ

image





ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ

image





იდუმალებით მოცული ადამიანი, რომელიც ათასობით ადამიანს ესიზმრება!

image





1
295
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
295
  
2019, 13 სექტემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1