x
მეტი
  • 21.10.2019
  • სტატია:95779
  • ვიდეო:343132
  • სურათი:457742
ის, რაზეც არ საუბრობენ - რაშია ქალური ენერგიის დამანგრეველი ძალა

image


ქალურობა მოდური გახდა! ქალებმა, რომლებმაც ტონობით მამაკაცური ვალდებულება იტვირთეს, უცებ აღმოაჩინეს, რომ მათაც აქვთ ბუნება, რომელთან ბრძოლაც უაზრობაა. სხვადასხვა ფსიქოლოგიური კურსები, ასევე ვედური პრაქტიკისა და ოჯახის განვითარების თემისადმი მიძღვნილი სემინარები, საქმიანი და თავდაჯერებული ქალებისთვის, ნამდვილ მექად იქცა. და ეს შესანიშნავია! თუმცა ამ დაძაბულ თანამედროვე სამყაროში დაკარგული ადამიანისთვის დამახასიათებელი უკიდურესობები არსადაც არ გაუჩინარებულა. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა! ნაცვლად იმისა, რომ ბალანსი შეენარჩუნებინათ და სამყაროზე სხვადასხვაგვარი წარმოდგენებიდან საუკეთესო შეეთვისათ, ქალებმა საკუთარი ქალური "მეს" გაცხოველებული ძიება დაიწყეს…



image


უნდა იყოს თუ არა ქალი ყოველთვის მორჩილი, კეთილი, მშვიდი, მომთმენი და ყველაფრის მიმტევებელი? ალბათ, კი, თუ ის რობოტია. ქალი, პირველ რიგში, ადამიანია და ამიტომაცაა, რომ მისთვის ასეთი ახლობელია ყველაფერი ადამიანური - არასრულყოფილი, მაგრამ ძალიან საინტერესო. მართალია, ქალური ბუნების არსი ახალი სიცოცხლის შექმნაა, მაგრამ თვით ყველაზე ანგელოზებრივი ხასიათის ქალსაც კი აქვს მეორე საინტერესო მხარე – დამანგრეველი ენერგია, რომელსაც, როგორც წესი, მალავენ. საგანგებო შემთხვევებში ეს ენერგია ქალს უდიდესი საქმეების ჩადენისკენ უბიძგებს, მაგალითად, მას შეუძლია გადაარჩინოს ბავშვი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ელვისებური რეაგირება, ემოციების გარეშე, "მამაკაცურად"… ქალი ოჯახური კერის მოსავლელად არისო შექმნილი, და განა ეს კერა რომ დაიცვა, ზოგჯერ ნამდვილ ვეფხვად გადაქვეცა არ არის საჭირო?! თუ ქალი ამ ფაქტს უარყოფს, გარეგნული სირბილისთვის მას ძვირის გადახდა მოუწევს…



ქალები, რომლებიც ქალურობის წესებს მისდევენ, ხშირად მამაკაცებს მათთან შეუფერებლად მოქცევის უფლებას აძლევენ. ამით ქალი არამარტო საკუთარ თავს აყენებს ტკვილის - გათავხედებულ პარტნიორს პასუხისგება თავადაც უწევს, თუმცა ამას შესაძლოა ვერც ამჩნევდეს. ენერგეტიკული კავშირი ადამიანთა შორის მუდმივ მოძრაობაშია, ცუდი და კარგი ქცევები, დადებითი და უარყოფითი ენერგია ადამიანს უკან ბუმერანგივით უბრუნდება. ქალები, რომლებსაც უარის თქმა არ შეუძლიათ, საკუთარ თავსა და დროს არ აფასებენ და არ გააჩნიათ პირადი სივრცე - "ქალურობის ვირუსის" ნამდვილი მსხვერპლი არიან. ეს არასწორი გზაა. ამ გზაზე ქალი სრულფასოვნად ვერ ვითარდება, საკუთარი სისუსტით იზღუდავს თავს, თვადაც იტანჯება და გარშემომყოფთაც აუბედურებს.



image


ქალურობის საკითხს გონივრულად უნდა მივუდგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა უბრალო ქალური ბედნიერება ცხოვრებაში გარანტირებული გქონდეთ - იზრუნეთ საკუთარ თავზე და ახლობელ ადამიანებზე, იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, სახლზე, დაკავდით შემოქმედებით და ბავშვებთან ურთიერთობით. მაგრამ, ამავე დროს, საპასუხისმგებლო მომეტებში მყარი “არას” თმა უნდა ისწავლოთ, თავი უნდა შეიკავოთ უსარგებლო საქმეებისგან, რომელთა კეთებასაც უბრალოდ კეთილშობილების გამო მიეჩვიეთ, უფლება არავის უნდა მისცეთ თავზე დაგასხდნენ და გამოგიგეყნონ. საკუთარი თავის პატივისცემა და საკუთარი თავის სიყვარული - პირველი ნაბიჯია იქითკენ, რომ სხვების რეალური სიყვარული შეძლოთ, ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს.



image


image


ნუ შეიკავებთ უარყოფით ემოციებს - ილაპარაკე იმაზე, რაც არ მოგწონს, მიეცით საკუთარ თავს ცუდ ხასიათზე ყოფნისა და ახირებულობის უფლება. თუ გამუდმებით ისეთი პოზა გიჭირავთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა და მუდამ აკონტროლებთ საკუთარ თავს, ადრე თუ გვიან, კატასტროფა მოხდება. ისეტრიკა, ნევროზი, ფსიქიკური დაავადებები, ნარკომანია და ალკოჰოლიზმი ძალიან გავრცელებულია ქალებში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში იდეალური ქალის როლი ჰქონდათ მორგებული. პრობლემის მოგვარება კონსტრუქციულად სჯობს, ემოციემი მათი წარმოქმნისთანავე გარეთ გამოუშვით და საკუთარ თავში სტრესის შხამი წვეთ-წვეთად არ დაიგროვოთ. ყველა ქალს აქვს შინაგანი საყრდენი და საკუთარი ღირსების შეგრძნება. ამის განადურება არ ღირს - ეს საკუთარი თავისა და პირადი ბედნიერების ღალატია.



image


დამანგრეველი ენერგია კეთილი მიზნებით გამოიყენეთ, რათა საკუთარი სული ტრავმებისგან იხსნათ, საყვარელი ადამიანები - წინდაუხედავი და სულელური ქმედებებისგან, ბავშვები კი - აღზრდის დეფიციტისგან. რეგულარულად ალაგეთ სახლი, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, იცხოვრეთ ისე, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ თუ რამე ახლის აშენება გინდა, ჯერ ძველი უნდა დაანგრიო. გულში სიყვარულითა და სწორი განწყობით ნგრევა მხოლოდ სასარგებლო იქნება. ძალიან რთულია “კარგი გოგონას” კომპლექსისგან გათავისუფლება, რომელიც ცდილობს ყველას ასიამოვნოს და ეშინია, რომ ცუდი თვისებების გამოვლენის გამო, მას მკაცრად დასჯიან. ეს ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ სრულფასოვნად მოახდინოთ საკუთარი ქალურობის რეალიზება! ეს საოცარი პარადოქსია, რომელზეც ყველა ქალი უნდა დაფიქრდეს.



image




ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გოგონას ეძებენ თანამედროვე ბიჭები - ტომ ჰარდის გულწრფელი პასუხი


როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი




ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
343
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0