x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დავით კაკულია და ნათია მღებრიშვილი რუსთავი 2-ზე დაბრუნდნენ
image


“რუსთავი 2“-ს ყოფილი ჟურნალისტები უბრუნდებიან. თავის დროზე სხვადასხვა უწყებების პრეს-სამსახურებში გადასული რეპორტიორები აქტიურ ჟურნალისკიტაში დაბრუნებას გეგმავენ. ამჯერად ათ შორის არიან დავით კაკულია და ნათია მღებრიშვილი.


ნათია მღებრიშვილი, რომელიც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში მუშაობდა, "რუსთავი 2"-ს უბრუნდება. მან აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.


“გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ “რუსთავი 2“-ში ვბრუნდები. გუნდს ორშაბათიდან შევუერთდები და რეპორტიორი ვიქნები“. - აღნიშნავს მღებრიშვილი.



დავით კაკულია ცნობილია რეპორტაჟებით, რომლებსაც ის მეუღლესთან, ეკა გაგუასთან ერთად მოგზაურობის შესახებ პოსტსკრიპტუმისთვის ამზადებდა. ამჟამად დავით კაკულია ქეთევან ციხელაშვილის სამინისტროს პიარ სამსახურშია დასაქმებული, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა და მიზეზად შვებულება დაასახელა.


"ამ ეტაპზე ჩემს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მსურს. ახლა შვებულებაში ვიმყოფები“, - განაცხადა დავით კაკულიამ.


შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახური და შესაბამისად, "კურიერი" ეთერში 16 სექტემბერს ბრუნდება.


ჟურნალისტების გარდა არხზე მსახიობებიც დაბრუნდნენ. სხვადასხვა დროს რუსთავი 2-იდან გაურკვეველი მიზეზებით წასული მსახიობები „კომედი ჯგუფს“ უერთდებიან. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პოპულარული მსახიობები ეკა აბშილავა და სიკო ჭუმბურიძე, რომელიც „კომედი შოუს“ ერთერთი ძველი სახეები არიან, რუსთავი 2-ზე დაბრუნდნენ. ისინი განახლებულ „კომედი შოუში“ გამოჩნდებიან. ამის შესახებ მიშა ანდღულაძემ განაცხადა. აბშილავა და ჭუმბურიძე კომედი ჯგუფის სამუშაო თათბირს უკვე ესწრებოდნენ.


კომედი შოუში დაბრუნებული იუმორისტი სიკო ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ენერგიულად და შემართებით დაუბრუნდნენ საქმეს. მისი თქმით, აქცენტს ახალი პერსონაჟების შექმნაზე გააკეთებენ.


მიშა ანდღულაძეს სურს, რომ ხაზგასმით დააფიქსიროს და დიდი წარმატებებები უსურვოს „მთავარ არხს“, რადგან ერთი გუნდია და ისინი ემსახურებიან იუმორს.


კომედი შოუს გუნდი განმარტავს, რომ ახალ სეზონს სავარაუდოდ 21 სექტემბრისთვის დაუბრუნდებიან.


შეგახსენებთ, დღესვე ემოციური პოსტი მიუძღვნა გვარამიამ არხზე დარჩენილებს. ნიკა გვარამია რუსთავი 2-ში დარჩენილების რეაქციამ აღაშფოთა და ემოციური მიმართვა სწორედ ყოფილი თანაგუნდელების მისამართით გამოაქვეყნა.


რუსთავი 2-ში მყოფებს:


კარგი, 7 წელი რო დედა მოვიტყანი თქვენთვის, გკიდიათ, მარა სირცხვილი მაინც არ გაქვთ, თქვენი დაშლილი არხი რო არ გადავხნათ, ამისთვის მეტის მოხერხება რომ ვერ შეძლეს, ხალხს რომ იჭერენ?


არ გრცხვენიათ სუსის და პროკურატურის ზონდერი დირექტორი და ვიღაც ორი ყლე რო გმართავთ?


არ გრცხვენიათ, ჩემი დაჭერის გარანტიით მოთრეული ნიუსის უფროსის (მანამდე რომ ჩაისვარა და ახლა ამით დაამშვიდეს)?


ვაფშე სად გახვედით, რა განზომილებაში? ან სულ თუ იქ იყავით, 7 წელი რანაირად ემსახურებოდით იმ ფასეულობებს, რომელსაც ემსახურეთ?!


მე მრცხვენია ნამდვილად, რომ ამას ვერ გამჩნევდით და თვალებანთებული ვიბრძოდი თქვენთან, როგორც თანამებრძოლებთან ერთად, “ - წერს გვარამია.

0
855
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
855
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0