x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
იმ არაფრებს რა ეშველებათ,რომელბსაც ჩამოიფერთხავენ და თავისას მაინც რომ არ იშლიან?-
image

"ცხოვრება გაძაღლდა და არაფერმა კიდევ უფრო მეტად იცვალა ფერი, რომ იტყვიან ფრთები გაშალა. არაფრები, არაფრობაში ვცხოვრობთ და არ ვიმჩნევთ, როგორია?ამასობაში ეს ერბოსავთ ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გვადნება.


არაფერმა, არაფრობაში ფეხი ისე მოიკიდა „ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალაბნად“.გაჩდნენ ერთმანეთის მსგავსი არაფრის მთქმელი სახეები, არაფრის მთქმელი სიტყვა-პასუხით.არაფერს და არაფრებს სად დაემალები, როცა არაფერში და არაფრობაში ვიხარშებით.


ერთ ამბავსაც გიამბობთ -არ წვიმდა, უფრო სწორად ცრიდა.ეკლესიაში შევირბინე გამოსვენებაზე, რომ გამოვედი, ერთ ნაცნობს გამოვესაუბრე.იქეთ, კიდევ სხვა ახლობლებმა თავისკენ მიხმეს, ამასობაში „საზოგადოება“ შეტორტმანდა და დაიძაბა .ბოლოს ვინც მესაუბრებოდა ისიც აორთქლდა, სიტყვა შემაშრა.



ზურგით ვიდექი და რომ მოვიხედე, ჩინოვნიკი მძიმედ გადმოდიოდა შავი ჯიპიდან და დაცვამ დადუღრულივით ქოლგაც გაშალა, შეეშინდა პატრონი რომ არ დანამულიყო. სცენა თითქოს სტურუას დადგმული იყო, გია ყანჩელის მუსიკის თანხლებით.


რას ვხედავ, ერთი რიგითი არაფერი გავარდა და ლამის შეახტა „იმ“ ქოლგის ქვეშ მომავალ არაფერს, რომელმაც რიგითი არაფერი უმალ მოიშორა უკმაყოფილო სახით, მკერდიც ჩამოიფერთხა და მომღიმარი სახით გააგრძელა ტრიუმფალური სვლა.


ჩემს გვერდით მდგომმა დარბაისელმა ქალბატონმა ქოლგა მუშკეტერივით გააძრო, მოიმარჯვა და „იმ“ არფრისკენ გაეშურა.დაცვას კვლავ დაებერა ნესტოები.


-ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ო!


მოგეხსენებათ, მიზანი განაპირობებს ქცევას.აქ, მთავარი არ არის, რა მოიმოქმედა იმ ქალბატონმა, არც ჩინოვნიკის ქცევას გაუღიზიანებივარ, ეგეთები გვინახავს? მადარდებს, იმ არაფრებს რა ეშველებათ, რომელბსაც ჩამოიფერთხავენ და თავისას მაინც რომ არ იშლიან?" - რეზო კლდიაშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

0
173
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0