x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94937
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
და ეს ხდება პირდაპირ მანჰეტენზე – "უღმერთო" ამერიკის გულისგულში

image

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რამდენიმე თვეში მანჰეტენის მთავარი მშვენება მართლმადიდებლური ტაძარი გახდება! დაიწერა და ზოგიერთმა ალბათ იცის იმ გასაოცარი მოვლენის შესახებ, რასაც ცოტა ხნის წინ საფუძველი ჩაეყარა ნიუ-იორკში. კერძოდ, 11 სექტემბრის ტერაქტისას განადგურებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. დღეს ეს პროცესი ფინალურ სტადიაზე გადავიდა და ჩვენც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის პერიპეტიები, რაც ამ ყველაფერს უსწრებდა წინ.


ნიუ-იორკში, მანჰეტენზე 1972 წლიდან თავს იწონებდა ორი 110 მეტრიანი ცათამბჯენი, რომელთაც აბსოლუტური იდენტობის გამო "ტყუპები" შეერქვათ.image

ეს ლამაზმანები არაერთ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმს ამშვენებდნენ და ამის წყალობით მათ თითქმის მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ სამხრეთ ცათამბჯენიდან სულ რამოდენიმე ათეულ მეტრში აღმართული იყო საუკუნოვანი პატარა ნაგებობა, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, image

სადაც მიუხედავად ადგილმდებარეობისა უწყვეტ რეჟიმში ტარდებოდა ღვთისმსახურება და აღევლინებოდა ლოცვები. ეს იყო ერთადერთი შენობა, რომელიც ტყუპებთან ერთად სრულიად განადგურდა ავიაიერიშების შემდეგ.

წმინდა ნიკოლოზის პიროვნულ სიდიადეზე ბევრი თქმულა და დაწერილა. რად ღირს მარტო სანტა-კლაუსის ფენომენი, რომელიც თავიდან ბოლომდე მისი პროტოტიპია.image

მორწმუნეთათვის ალბათ განსაკუთრებით სანუგეშო იყო, რომ სწორედ მისი სახელობის ეკლესია და თავად წმინდა ნიკოლოზი მოხვდა ამ უდიდესი ტრაგედიის ეპიცენტრში და ის შეეწეოდა მათ გარდაცვლილ ახლობელთა სულებს. ძალიან მალე ეს ნუგეში ყველასათვის თვალსაჩინო და ხელშესახები გახდა. გავლენიან ბიზნესმენთა ბევრი მცდელობის მიუხედავად, ტაძარი ტერიტორიის გარეშე დაეტოვებინათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მორწმუნე საზოგადოების ინტერესები უფრო წინ დააყენა და ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის ჯორჯ პეტაკის პირადი ჩართულობით(და სურვილით)გადაწყდა აქ კვლავაც ღვთის სახლი აშენებულიყო. მეტიც, ახალი პროექტის მიხედვით ეკლესია აღნიშნული ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში შემაღლებულ ფუნდამენტზე განთავსდება და ის იქნება 11 სექტემბრის მემორიალური ძეგლი.image

შეიქმნა მშენებლობის ფონდი და გამოცხადდა საპროექტო კონკურსი. პროექტის შერჩევისას გათვალისწინებული იქნა ორი ძირითადი პირობა: ტაძარი უნდა ყოფილიყო თანამედროვე იერსახის, მაგრამ აუცილებლად ტრადიციულ-კლასიკურ-სტილში კონსტრუირებული. კომისიამ ერთხმად აირჩია სახელგანთქმული ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას ესკიზი, რომლის მიხედვითაც შენობის ძირითადი ბირთვი აია-სოფიას ანალოგიური იქნება, ხოლო ექსტერიერის დეკორირებით ჰარმონიულად ჩაჯდება მანჰეტენის არქიტექტურულ წყობაში. 2014 წელს იკურთხა ტაძრის საძირკველი და მშენებლობაც დაიწყო.

image

image

image

image

ძალიან მალე ეს დიდებული ტაძარი უფლის სამსახურში ჩადგება და ქრისტიანული თანაგრძნობით შეავედრებს ტერაქტისას გარდაცვლილ ადამიანთა სულებს, მიუხედავად მათი სარწმუნოებრივი კუთვნილებისა.

11 სექტემბერი ერთერთი უმძიმესი თარიღია ქრისტიანულ სამყაროში. ამ დღეს სიკვდილით დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი, უფლის წინამორბედი, რომელიც ყველას სინანულისა და განწმენდისაკენ მოუწოდებდა, რადგან ღვთისათვის ყველაზე ძვირფასი ტაძარი თვითონ ადამიანია.


პ.ს. "ნეტარ ხარ შენ მართალთა ეკლესიაო, რამეთუ მეფეთა მეფემ დაიდგა შენში თავისი საყდარი. შენი საძირკველი არასოდეს შეირყევა, რამეთუ უფალია მცველი შენი. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგერევიან და მტაცებელი მგლები ვერ შემუსრავენ შენს სიმტკიცეს. ო, რა დიდებული და მშვენიერი ხარ შენ სახლო ღვთისაო!!!"

წმ: ეფრემ ასური


image



0
1797
შეფასება არ არის
ავტორი:კალიფორნიელი
კალიფორნიელი
1797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0