x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94858
  • ვიდეო:342595
  • სურათი:456881
კიმ კარდაშიანმა რამდენიმე წამში შეძლო 2 მილიონი დოლარის გამომუშავება

image

რეალითი შოუს ვარსკვლავმა, მაკიაჟის გურუმ და მომავალმა იურისტმა კიმ კარდაშიანმა რამდენიმე წამში შეძლო 2 მილიონი დოლარის გამომუშავება თავისი ახალი ტანსაცმლის ხაზის მეშვეობით.

image

კიმს განზრახული ჰქონდა ახალი ბრენდის შექმნა, დასახელებით კიმონო, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხალხში და მას სახელწოდების ქურდობაც კი დააბრალეს, ვინაიდან კიმონო იაპონიის ნაციონალური ტანისამოსის დასახელება გახლავთ. ამის შემდეგ ტანსაცმლის ხაზს კიმოჯი დაერქვა. კიმმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც დასახელებასთან დაკავშირებით იდეებს აწვდიდნენ და განაცხადა, რომ ის ყოველთვის უსმენს მათ.

image

კიმმა 10 სექტემბერს დააანონსა საკუთარი ბრენდით წარმოებული სხეულის მაკორექტირებელი საცვალის გაყიდვა. ტანსაცმლის ზომის შერჩევა XXS-დან 5XL-მდე შეგეძლოთ. TMZ-ის განცხადებით, გაყიდვების დაწყებისთანავე კარდაშიანის ოფიციალურმა საიტმა არნახული რაოდენობის მომხმარებელთა მხრიდან ნამდვილი თავდასხმა გამოსცადა და მისი მუშაობა მნიშვნელოვნად შეფერხდა. სამოსი ელვის სისწრაფით გაიყიდა და კიმის მოგებამ სულ რამდენიმე წამში 2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, Spanx-ის გაყიდვებიდან მიღებული მოგება 12 თვის განმავლობაში 4 მილიონი აშშ დოლარი იყო. ხოლო კიმმა 1 დღეში მისი წლიური მოგების 50% შეასრულა.

image


0
352
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0