x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვინც შეესწარით, ვერ მიხვედით ამ უზრდელ კაცთან და აუხსენით, რომ ერთ ერთი ლიდერი პარტიის წარმომადგენელია?-იუნა შაფათავა
image"ვაიმე.....ყველაფერი მესმის მაგრამ ეს get out from here i dont know who you are-ს(გადი აქედან, არ ვიცი ვინ ხარ) ვინც შეესწარით, ვერ მიხვედით ამ უზრდელ კაცთან და აუხსენით, რომ ერთ ერთი ლიდერი პარტიის წარმომადგენელია? როგორ უბედავს ასე ლაპარაკს ირმას? ვინც არ უნდა იყოს? კიდევ კარგი მისი საკუთრება არ იყო, იარაღს ამოიღებდა და დაკლავდა ირმას.


ამაზრზენია ასეთი უსაქციელობა. კონფერენციაა, ელემენტარული ხამობაა, რაც გააკეთა.
უნდა გაეცნო ჯერ და მიეღო ირმა.
ეს უადგილოა, უტაქტოა და არადიპლომატიური ამ კაცის მხრიდან.
ეს არის ელემენტარული ადამიანის უფლებების დარღვევა და დისკრიმინაცია იდეური ნიშნით.


დაუშვებელია, ასეთმა დისკრიმინაციით და სიძულვილით აღსავსე უცხოელებმა რაიმე სახის "ანალიზი" და "დასკვნები" დადონ საქართველოზე. ჩამოაშორონ ყველანაირ საქმიანობას საქართველოსთან დაკავირებით."-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა.

image


შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო რუმსში გაიმართა, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.განსაკუთრებით გამოირჩეოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი.



მოგვიანებით კრამერმა ინციდენტთან დაკავშირებით ასეთი განმარტება გააკეთა:


"ყველაფერი ძალიან მარტივია, მე არ ვიცოდი, ვინ იყვენ ეს ადამიანები. მე ვნახე ვიღაც მიკროფონით, რომელიც უხეშად შემოიჭრა კონფერენციაზე. შემდეგ ის ქალი შემოვიდა, არც მის შესახებ ვიცოდი, ვინ იყო. ყველა კამერა მასზე იყო კონცენტრირებული. მე გადავწყვიტე, რომ სიტუაცია უნდა განემუხტა, სხვანაირად კონფერენცია ვერ გაგრძელდებოდა. ჩემი ინტერესი კონფერენციის განახლება იყო. მას შეუძლია, აქ იყოს. არ ვიცოდი, ვინ იყო, შეუძლია დარჩეს. კაცი მიკროფონით განსაკუთრებით უხეში და ნაგავი იყო"

0
466
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0