x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თათრეთის რესპუბლიკაში დედამ ახალშობილი სუპერმარკეტთან დააგდო და მიიმალა(ვიდეო)
image

თათრეთში სამი შვილის დედა დააკავეს მას შემდეგ, როდესაც ბუჩქებში იმშობიარა, თვითინვე გადაჭრა ჭიპლარი, ხოლო ახალშობილი სუპერმარკეტის უკანა კედელთან დატოვა.


36 წლის ქალის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სტატიით:ახალშობილის მიმართ მკვლელობისთვის მომზადება.

ინციდენტი სოფელ ჩერემშანში მოხდა, ბრალდებულის განცხადებით, იგი ქუჩაში იყო, როდესაც ჭინთვები დაეწყო.ამის შემდეგ ქალმა ბუჩქებში გადაინაცვლა და დამოუკიდებლად იმშობიარა ბიჭი.



ახალშობილი ცელოფანის პაკეტში ჩადო და სუპერმარკეტის უკანა მხარეს დადო, სათვალთვალო კამერაში კარგად ჩანს, რომ ქალმა თითქოს გადაიფიქრა ჩვილის დატოვება, დაბრუნდა უკან, ცოტა ხანი იდგა, თუმცა შემდგომ ისევ წავიდა.


როგორც ცნობილი გახდა, 36 წლის ქალს, სახელად ლაისანს(იხ.მთავარი ფოტო -ქმარ-შვილთან ერთად) ჰყავს ქმარი და 2 შვილი- 8 ბიჭუნა და 10 წლის ქალიშვილი.მესამედ ჯერჯერობით გამოძიებისთვის დაუდგენელი მამაკაცისგან დაფეხმძიმდა, სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა ბავშვის მოშორების მიზეზი.აღსანიშნავია, რომ ქალი თვითონ მუშობდა გამყიდველად ამავე მაღაზიაში.



ახალშობილი ბიჭუნა მაღაზიის დირექტორმა იპოვა.ამჟამად ბავშვი ალმეტევსკის სამედიცინო ცენტრში იმყოფება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


0
70
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0