x
image
ელენე გუმა
" ბოდიში, რომ ასეთ ამაზრზენ რამეს გაკითხებთ. მაგრამ ეს კაცი მზად ვარ ისე გავლანძღო, რომ..."
image
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანზე წერს, რომელმაც გარდაცვლილი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურსი შესახებ ამაზრზენი პოსტი გამოაქვეყნა.


ჟურნალისტი ყველას ბოდიშის უხდის იმისთვის რომ მსგავსი ამაზრზენი სახის პოსტის წაკითხვა უწევთ, თუმცა როგორც აღნიშნავს, ისეა გაბრაზებული რომ მზად არის გალანძღოს აღნიშნული პიროვნება.


"ვერ ვიტან ამ შინაარსის პოსტების დაწერას და ადამიანების აღშფოთებას ვინმეს წინააღმდეგ, მაგრამ აი ეს კაცი მზად ვარ ისე გავლანძღო, რომ არასოდეს დაავიწყდეს. აი ასეთი კაცებიც დადიან ამ ქვეყანაში, უდროოდ გარდაცვლილ ადამიანზე მსგავს პოსტს რომ დებენ. ბოდიში, რომ ასეთ ამაზრზენ რამეს გაკითხებთ" - წერს გრიგოლია.

image





საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

ნოდარ ხადურის ცხედარი ოჯახის წევრებმა ნახეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.


ფინანსთა მინისტრობის შემდეგ ნოდარ ხადური ამ დრომდე კონკურენციის სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.



ასევე დაგაინტერესებთ:


"სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია... ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს"

0
1173
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0