x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
"სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია... ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს"

image
თბილისის მერიის პიარის სამსახურის თანამშრომელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ ფინანსთა მინისტრზე, ნოდარ ხადურზე ემოციურ პოსტს წერს.


როგორც თოქმაჯიშვილი წერს, ნოდარ ხადური მან 2012 წლის გაზაფხულზე გაიცნო და მან რთული პერიოდის მიუხედავდ გუნდში სილაღე და პოზიტივი შეიტანა.


"ნოდარი გავიცანი 2012 წლის გაზაფხულზე, რთული პერიოდი იყო. მოვიდა და შემოტანა გუნდში სილაღე, პოზიტივი, გულწრფელობა. დღეში ასჯერ რომ მოეთხოვა მედიას კომენტარი, ასივეჯერ მთელი გულით და პასუხისმგებლობით აკეთებდა საქმეს.
რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ. მაგრამ, არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ (სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია).
არ ვიცი ამას რატომ ვწერ ახლა, არც იმის მჯერა, რომ სხვა დროსაც ასევე არ ჩავქოლავთ და არ გავიმეტებთ ადამიანებს...
უბრალოდ მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა ნოდარ ხადურს მეგობრობისთვის, გულწრფელობისთვის, საერთო საქმის ერთგულებისთვის, ადამიანობისთვის!"- წერს ხადური.


საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

ნოდარ ხადურის ცხედარი ოჯახის წევრებმა ნახეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.


ფინანსთა მინისტრობის შემდეგ ნოდარ ხადური ამ დრომდე კონკურენციის სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

1
577
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
577
  
13 სექტემბერი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1