x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" ( ბევრი კურიოზული ფოტო)

ყველა პროფესიასა და საქმიანობას ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, თუმცა ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ არაპროფესიონალები “განსაცვიფრებელ" შედეგებს დებენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ არქიტექტორებისა და მშენებლების “ზე-პროფესიონალურ" ნამუშევრებს.

image

ამ ადგილას, ალბათ, ბევრი იქნება საკამათო სიტუაცია, თუ ვინ რომელ ფერზე გაიარა. არადა, შუქნიშანი ნამდვილად დგას. ბევრი ვეცადე გამართლება მომეძებნა ამ “შედევრისათვის", მაგრამ ამაოდ.


imageეს კი არქიტექტურული ოკუპაციის სახეა, უცნაური ისაა, რომ ოკუპანტი ამ შემთხვევაში უფრო პატარაა, ვიდრე ოკუპირებული.


image

ეს ბანკომატი უმეტესწილად სავსეა. მისი მოხმარება მხოლოდ 2.2 მეტრი სიმაღლის ადამიანების ბედნიერებაა.


imageეს, ალბათ, საოჯახო ტიპის ტუალეტია, ხოლო მუქი ფერის უნიტაზი, სავარაუდოდ, ოჯახის უფროსს ეკუთვნის.


image“სიკვდილის კარი". აქედან ალბათ არასასურველ სტუმრებს ისტუმრებენ ბინის პატრონები.


imageაქ კედელი “ამოვიდა?!"


imageამ კარს ერთი პლიუსი აქვს, შიგნით იღება.


imageამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მშენებლებმა დაინახეს პროექტი სხვა თვალით.


imageუჭკუოდ გაკეთებული პანდუსი. ერთი კია გასახარი, ბუნებას გაუფრთხილდნენ.


image“გონიერი" მუშები. ფაქტიურად, პარკინგის ადგილი გამოყვეს.


imageამ იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ძალიან საინტერესოა, უყურო, როგორ ისაქმებს სხვა?! ძალიან შემცდარან.


image

ამ ფოტოზე ფილმი “მოჩვენება" გამახსენდა, მთავარი გმირი კედელში რომ გადის. ნუთუ, ესეც მოჩვენებებისთვის გააკეთეს?!

imageარა, ეს სპორტის სასახლის მიმდებარე კორპუსები არაა, უბრალოდ გავს.

imageგრანდიოზული მისასვლელი კედელთან.

imageვფიქრობ, ამ სიაში ერთადერთი ფოტოა, რომელსაც გამართლება აქვს.

ვიმედოვნებ, კარგად იხალისეთ.თუ ასეა, იხილეთ მსგავსი სტატიები:

გიჟური ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში (+ ბევრი სახალისო ფოტო)

image

მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი შენობა-ნაგებობები (ფოტოებით -ნაწილი III)

გინესის წიგნის ყველაზე უცნაური რეკორდები (ფოტოებით

მსოფლიოს ექსტრემალური და სახალისო სელფები

ასეთი გიჟური ფობიები რეალურად არსებობს

0
278
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0