x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხუთი ყველაზე გამხდარი ადამიანი მსოფლიოში

image

სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ნებისმიერი ადამიანი ცდილობს შესაძლებლობის ფარგლებში გამოიყურებოდეს.
მოდის სამყაროში მიღებული სტანდარტის ზომების დასაცავად ათასგვარ დიეტას მიმართავენ მოდელები, რაც ხშირად მათ ჯამრთელობაზეც აისახება, თუმცა არიან ისეთი ადამიანების სქესის განურჩევლად, რომლებიც გადატანილმა დაავადებამ ისინი შეუხედავ და ძალზე გამხდარ ადამიანებად აქცია.
გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე გამხდარი ადამიანების ტოპ ხუთეულს.

1. ტომ სტანიფორდი

ტომი -პროფესიონალი ველომრბოლელია, მისი სიგამხდრე სპეციფიური დაავადებითაა გამოწვეული-მისი ორგანიზმი ვერ აგროვებს ცხიმს. ტომი 1989 წლის 1 ივლისს დაიბადა. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, ის მსოფლიოში იმ 8 ადამიანს შორის ერთერთია, რომელიც იტანჯება უიშვიათესი დაავადებით, რომელსაც "MDP"-სინდრომს უწოდებენ. აღნიშნულ დაავადებაზე აქამდე თითქმის არაფერი იყო ცნობილი, ახლა დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილია, მაგრამ მისი განკურნების მეთოდს ჯერ ვერ მიაგნეს.
image2. იოანნა სპანგებბერგი

რუმინელი მოდელი. ინტერვიუების დროს ის მუდამ უარყოფს, რომ მისი ანორექსიული მდგომარეობა შიმშილობის და უნკაცრესი დიეტითაა გამოწვეული.
მისი თქმით ყოველდღიურად მიირთმევს ქაბაბს, პიცას და ჩიფსს. მას უწოდეს «Human Hour Glass»-ი მისი ფიგურის გამო, მისი პარამეტრებია: 32-20-32.
მისი დაავადება ექიმების აზრით გამოწვეულია "სწრაფი მეტაბოლიზმით".
imageimage3. კეტი იუნგი.
ის დაიბადა 1937 წელს, ის გახლავთ კორსეტების კოლექციონერი და ის აღიარებულია მსოფლიოში, როგორც ყველაზე ვიწრო წელის მქონე, რის გამოც შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიო რეკორდსმენი.
მისი სიმაღლე 5, 6 ფუტის სიმაღლისაა, მისი წელის დიამეტრი კი 38, 1 სანტიმეტრია.
მან საკუთარ თავს "კორსეტების დედოფალი უწოდა".
image
4. ლიზი ველასკესი.

ლიზი ველასკესი - მთელ სამყაროში ერთერთი ყველაზე სუსტი ადამიანია. ლიზი დაიბადა 1989 წლის 13 მარტს და ცხოვრობს ოსტინში ტეხასის შტატ
ში, მისი წონა 26 კილოგრამია.
ლიზი დღეში ყოველ 15 წუთში იკვებება, რათა იცოცხლოს. ამიტომაც დღეში 5000-8000 კალორიას იღებს დღეში.
მიუხედავად მისი მდგომარეობისა ის ცნობილი ორატორია და 17 წლის ასაკიდან, ის სიტყვით გამოვიდა 200 სემინარზე.
ლიზის მდგომარეობა გამოწვეულია უიშვიათესი დაავადებით, რომელსაც "ნეონატალური პროგეროიდის სინდრომს" უწოდებენ მედიკოსები. ლიზის დაავადების მქონე ადამიანი ლიზის გარდა სულ ორია მსოფლიოში.
აღნიშნული დაავადება იწვევს ადამიანის სწრაფ დაბერებას.
image

5. ვალერია ლევიტინა.
ვალერია ლევიტინა-მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მსუბუქი წონის ადამიანია მსოფლიოში. მისი წონა გახლავთ სულ 27 კილოგრამი, რაც ყველაზე მსუბუქი წონის ადამიანის წონის თითქმის ნახევარია.
მას აქვს მსოფლიოში ყველაზე სუსტი ქალის სტატუსი.
ვალერია დაავადებულია ანორექსიის მძიმე ფორმით. მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვია, წლების წინ მის მიერ უმკაცრესი დიეტის დაცვამ.
ვალერიას უამრავმა მცდელობამ დაებრუნებინა ადრინდელი წონა უშედეგოდ დამთავრდა.
ვალერია 2013 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა ანორექსიით.

image

0
299
3-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
299