x
image
ეკა ლაცკა
საიდუმლო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გაუმხელელი რჩებოდა - რა წიგნები აღმოაჩინეს ლევ ტოლსტოის სიკვდილის შემდეგ მის სასთუმალთან
image

„მე არ მინდა ვიყო ქრისტიანი. ასევე არ ვურჩევ არავის და არ მინდა რომ იყვნენ ბრაჰმანისტები, ბუდისტები, კონფუციონისტები, მუჰამედის მიმდევრები და სხვა… თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იპოვოს საკუთარ რწმენაში ის, რაც ყველასთვის არის საერთო, ხელი ჩასჭიდოს მას და უარი თქვას საკუთარზე, ყველასგან განსხვავებულზე“…

...

ასე წერდა 1901 წელს ყველასათვის საყვარელი მწერალი, ლევ ტოსტოი.


ამ სიტყვების შეფასება რელიგიური კუთხით ალბათ რთულია, ისევე როგორც რთულია ზოგადად მწერლის გარკვეული ფრაზის თუ მოსაზრების გაგება.

ეკლესიას საკუთარი აზრი გააჩნდა ტოლსტოის განცხადებებთან დაკავშირებით.

1901 წლის 22 თებერვალს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ის განკვეთეს კიდეც ეკლესიისაგან… თუმცა აღინიშნა, რომ ეს იყო მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ლევ ტოლსტოი, საკუთარი სურვილით, ეკლესიის წევრი უკვე აღარ იყო. თუმცა იქვე აღინიშნა, რომ მას შეეძლია ეკლესიის წიაღში დაბრუნება ნებისმიერ დროს, თუ ის მოინანიებდა…

როცა ამ ყველაფერს იხსენებ, იქვე რატომღაც თვალწინ გიდება ლევის საოცარი ფრაზა :

„ღმერთი იქ არის, სადაც სიყვარულია“…

და ამასთან ერთად გეუცნაურება ფაქტი, რომელიც მწერლის სიკვდილის დროს აღმოაჩინეს.

image

როდესაც ლევ ტოლსტოი გარდაიცვალა, მის სასთუმალთან ორი წიგნი იპოვეს:


*პირველი,

ზემოთ მოყვანილი ფაქტის შემდეგ, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ეს წიგნი სახარება გახლდათ.


*და მეორე,

რომლის აღმოჩენამ თავად ოჯახის წევრებიც კი განაცვიფრა: დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები".

image

ეს ფაქტი დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ რჩებოდა.

თუმცა მოგვიანებით ის სტალინმა /რომელიც ორივე მწერალს ხშირად კითხულობდა და თავს მათ თაყვანისმცემელთა რიგში თვლიდა/ გამოიკვლია და გააჟღერა კიდეც.

image

ეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტოლსტოი არც თუ ისე ურწმუნო ადამიანი იყო და შესაძლოა ბევრ მორწმუნეზე მეტადაც სწამდა...

ალბათ, ამიტომაც დაატარებდა თან და მუდამ რაღაცას ეძებდა იმ ორ წიგნში, რომელშიც ყველაზე მეტად შეიძლება რაღაც შეუცნობლის ძიებაცა და...

პოვნაც...

0
933
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0