x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94784
  • ვიდეო:342559
  • სურათი:456804
9-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

image


ვერძი სიყვარული - შეიძლება ისეთი ადამიანი მოგეწონოთ, რომელიც ვიზუალურად არ ჰგავს თქვენს იდეალს, მაგრამ გონებითა და გულით დაგიპყროთ. ნუ დაიშურებთ შექებას. ფინანსები და კარიერა - მოემზადეთ საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის. სახელმწიფო სტრუქტურებთან კონტაქტი კარგ შედეგს მოგიტანთ. მოერიდეთ ინტრიგებში მონაწილეობას. ჯანმრთელობა - ინფექციების თავიდან ასაცილებლად, ხშირად დაიბანეთ ხელი. მეტი იმოძრავეთ, რაც დადებითი ემოციით, ენერგიით აგავსებთ.



კურო
სიყვარული - განსაკუთრებით მიმზიდველი ხართ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. შანსი მოგეცემათ მოიწყოთ პირადი ცხოვრება.
ფინანსები და კარიერა - მარტივად მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. შეიძლება ახალი სპონსორი გამოგიჩნდეთ. ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოავლინეთ, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ.
ჯანმრთელობა - თუ ვარჯიშს არ დაიწყებთ, წონაში სწრაფად მოიმატებთ.



ტყუპი
სიყვარული - ხშირად გაუღიმეთ და მოეფერეთ საყვარელ ადამიანს. მარტოხელებმა დაკვირვებით შეათვალიერეთ გარშემო მყოფები. სასურველი პარტნიორი შეიძლება თქვენს მზერას ეძებს.
ფინანსები და კარიერა - მეტად გამოავლინეთ ინიციატივა სამსახურში. გააცანით უფროსობას თქვენი იდეები. ზოგიერთს დაწინაურება ელის. ერთადერთი სფერო, სადაც ყურადღება მოგეთხოვებათ, ესაა დოკუმენტების გაფორმება.
ჯანმრთელობა - დაისვენეთ, ივარჯიშეთ. უნდა გაუფრთხილდეთ თვალებს და ფილტვებს.



კირჩხიბი
სიყვარული - საყვარელი ადამიანი გულის მოსაგებად ზოგჯერ სიგიჟეებიც უნდა ჩაიდინოთ, მაგრამ თუ ადამიანი თქვენ მიმართ გულგრილია, ნუ გადაყვებით. ხშირად ჩახედეთ მეუღლეს თვალებში, ტყუილად არ ამბობენ, რომ "თვალები ადამიანის სულის სარკეა".
ფინანსები და კარიერა - მინიმუმამდე შეამცირეთ უსიამოვნებები სამსახურში. შეიძლება სხვისი საქმეების შესრულებამაც მოგიწიოთ, მაგრამ კომპანია არ უნდა დააზაროლოთ. ახალი იდეების განხორციელება უკეთესი პერიოდისთვის გადადეთ.
ჯანმრთელობა - ფეხით სიარული (ან სირბილი, თუ შეგიძლიათ) და ცურვა საუკეთესო დატვირთვაა ამ კვირაში.


იხილეთ ყველა ნიშანი > > >



0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0