x
image
George Chubini
ოსების დამოკიდებულება ბოლშევიკური რუსეთის მიმართ 1920 წელს

image


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელზე, 1920 წლის ივლისში, გაიგზავნა გორისა და ხაშურის რაიონების ოსთა განცხადება: „ჩვენ, გორის მაზრის, ხაშურის რაიონისა და ოქენის საზოგადოების მცხოვრებნი, ვაცხადებთ, რომ არავითარი დამოკიდებულება არა გვაქვს და არა გვქონია მთის ოსეთის აჯანყებასთან. პირიქით, გადაჭრით ვკიცხავდით მათ და ამ აჯანყებას დამღუპველად ვთვლიდით ოსი ხალხისათვის. ჩვენ ოსები იმდენად გავითქვიფეთ ქართველი ხალხის მასასთან, რომ ჩვენსა და ქართველებს შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არის. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მათი გამოსვლის დროს ჩვენ გამოგვიგზავნეს აგიტატორები, რომლებიც ასაჯანყებლად მოგვიწოდებდნენ. მაგრამ მაშინ ჩვენი რაიონის ოსები არ გაყვნენ ბნელ ელემენტებს. თუმცა ბანდებმა თავისი მოქმედება ჩვენ რაიონში გადმოიტანეს, მაგრამ მშვიდობიანმა ოსმა მოსახლეობამ არა თუ მიიღო მონაწილეობა, არამედ თვითონ დაზარალდა მათგან და ახლა სასურსათო კრიზისს განიცდის.“

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920 წ., 7 ივლისი

ფოტო: ოსების ოჯახი, ეროვნული ფოტომატიანე / ეროვნული ბიბლიოთეკა


0
316
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0