x
image
ელენე გუმა
"ისრაელში 2 ქართველი ტურისტი დააკავეს მანქანების ძარცვის დროს. ახლა ატყდება დაწიოკება"
image
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ანა შიმშილაშვილი სოციალურ ქსელში შაბათს 2 ქართველი ტურისტის მანქანების ძარცვის ფაქტზე დაკავებაზე წერს.


მისი თქმით, შაბათს აშოდის "პლიაჟის" ავტოსადგომზე ორი ქართველი ტურისტი დააკავეს მანქანების ძარცვის დროს, ეს კი ძალიან ცუდად აისახება ისრაელში მცხოვრებ ქართველებზე.


"მეწყინა... ძალიან მეწყინა.

შაბათს აშოდის "პლიაჟის" ავტოსადგომზე ორი ქართველი ტურისტი დააკავეს მანქანების ძარცვის დროს . ნუ რა თქმა უნდა ნაქურდალი ნივთებიც თან ქონდათ...


იცით რა არის?
ქურდი არაც ერთ ქვეყანას არ აკლია და ბოდიშით სიტყვაზე და მამაძაღლი, მაგრამ ჩამოსული რომ ხარ, უამრავი ქართველი არალეგალი რომაა შენს ზურგს უკან, რომლებიც ისედაც ბეწვუს ხიდზე დგანან, მათ რაღას უფუჭებ? მით უმეტეს სამუშაოები თავსაყრელადაა ტურისტებისთვის...

ახლა ატყდება ისევ ქართველებს დაწიოკება და მერე ისევ უსრაელი იქნება დამნაშავე.

ხალხო, ერთი რამ გაიგეთ, ამათ, ანუ ისრაელს რომ აქ მყოფი ტურისტების გამოპანღურება უნდოდეთ, ერთ ღამეში, ერთ ქართველების კონცერტს გაუკეთებდნენ გაწმენდას სადაც ტურისტები თავისუფლად დადიან და გამოუშვებდნენ, მაგრამ თუ რამე "ჩაშვება" და პირდაპირი მინიშნება არაა, ხელს არავი არ კიდებთ.

თორემ ზოგი ემიგრანტი ტურებს ავსებს აქ ეილატისთვის.!
ზოგიც ჩრდილოეთისთვის და დადიან და სეირნობენ თავისუფლად.
დღეობებს იხდიან ისეთს, მე რომ არ გადამიხდია არასდროს..მაგრამ ვინ კიდებს ხელს?

აი, ახლა მოყვება ამ ამბავს კიდევ დაჭერები, იმიტომ რომ ისინი მოხვდნენ ციხეში და დაკითხვაზე დაფქვავენ ყველაფერს...
პოლიციაში და დაკითხვაზე დაფქვილზე თვალს ვეღარავინ ვრ დახუჭავს.

სულ ესააა" - წერს ანა.

0
403
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0