x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცხოპლანეტელები უკვე სტუმრობდნენ დედამიწას-მეცნიერთა ჰიპოთეზა
image

ირმის ნახტომში შესაძლებელია მრავალი უცხოპლანეტელთა ცივილიზაცია არსებობდეს, ზოგიერთი მათგანი დიდი ალბათობით უკვე სტუმრობდა დედამიწას, კაცობრიობამ არ იცის ამის შესახებ, რადგან მას შემდეგ გავიდა 10 მილიონი წელიწადი.


ასეთი ჰიპოთეზა გამოქვეყნდა კვლევის შედეგად, Astronomical Journal-ში .ამასთანავე ასტორფიზიკოსებმა კიდევ ერთი ახსნა მოუძებნეს ფერმის პარადოქსს, რომელშიც არ ჩანს უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის ცხადი კვალი, არა და მილიარდი წლის განმავლობაში ისინი უნდა გაფანტულიყვნენ მთელს სამყაროში.


ამერიკელი და ბრიტანელი ასტროფიზიკოსების მტკიცებით, ფერმის პარადოქსის საკითხის გადაწყვეტის დროს არ არის გათვალისწინებული ვარსკვლავების მოძრაობის სიჩქარე, რომელიც მოძრაობენ გალაქტიკის ცენტრის გარშემო სხვადასხვაგვარად.


ხანდახან ვარსკვლავები ერთმანეთს უახლოვდებიან მინიმალურ მანძილზე, შესაძლოა სწორედ ამ მომენტს ელოდებიან უცხო ცივილიზაციები კოსმოსური გადაადგილებისათვის, ასე, რომ მათ ან ვერ მოასწრეს დედამიწასთან მოახლოება ან კიდევ მოუახლოვდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ადამიანის გაჩენამდე.


არა და ამ დროს ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს 2 შანსი 5-დან, რომ ჩვენ ერთადერთი ცივილიზაცია ვართ გალაქტიკაში, ხოლო დაახლოებით 1 შანსი 3-იდან-ერთადერთი მთელს კოსმოსში.

0
620
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0