x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მსახიობები მათ პირველ როლებში, რომლებსაც ვერ იცნობთ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.


როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



image



ვუყურებთ მოძველებულ ფილმს და ვფიქრობთ - "რა ნაცნობი სახეა"? ალბათ, ერთხელ მაინც დაგმართვნიათ მსგავსი და მოგვიანებით გაგირკვევიათ, რომ ეს გოგონა ან ბიჭი, თურმე წლებია მსახიობია და მისი ტრანსფორმაციის გამო ვეღარ იცანით, ან პირიქით, როდესაც ასაკთან ერთად ვინმეს ვიზუალი უფრო გაუარესდა.



მოკლედ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს მათი პირველი როლებიდან, რომელთა ცნობა ნამდვილად გაგიჭირდებათ თუ ის კონკრეტული ფილმი არ გაქვთ ნანახი.




1. მიშელ ტრახტენბერგი.image


ფილმი "ბაფი - ვამპირების მკვლელი"- 2000 წელი. მიშელი დონ სამერსის როლში.







2. დაკოტა ფენინგი.image


ფილმში "რისხვა" - 2004 წელი. დაკოტა ლუპიტა რამოსის როლში.







3. რასელ ქროუ.image


ფილმში "მტკიცებულება" - 1991 წელი. რასელი ენდის როლში.







4. ჯენიფერ გარნერი.image


ფილმში "ჩამშვები" - 2001 წელი. ჯენიფერი სიდნი ბრისტოუს როლში.







5. ევა გრინი.image


ფილმში "ცათა სასუფეველი" - 2005 წელი. ევა სიბილას როლში.







6. ვუდი ჰარელსონი.image


ფილმში "საგნები" - 1982 წელი. ვუდი ვუდი ბოიდის როლში.







7. ლუსი ლუ.image


ფილმში "მოკალი ბილი" - 2003 წელი. ლუსი ო რენ იშის როლში.







8. ჰიუ გრანტი.image


ფილმში "თეთრი ჭიის ბუნაგი" - 1988 წელი. ჰიუ ლორდ ჯეიმს დემპტონის როლში.







9. ელიზა დუშკუ.image


ფილმში "მცდარი მოსახვევი" - 2003 წელი. ელიზა ჯესის როლში.







10. ნიკოლ კიდმანი.image


ფილმში "მკვდარი სიმშვიდე" - 1989 წელი. ნიკოლი რეი ინგრამის როლში.







11. სკარლეტ იოჰანსონი.image


ფილმში "თუ ლუსი დაეცემა" - 1996 წელი. სკარლეტი ემილის როლში.







12. მილა კუნისი.image


ფილმში "ჯია" - 1998 წელი. მილა 11 წლის ჯიას როლში.







13. მილა იოვოვიჩი.image


ფილმში "დაბრუნება ცისფერ ლაგუნაზე" - 1991 წელი. მილა ლილი ჰარგრეივის როლში.







14. ედვარდ ნორტონი.image


ფილმში "პირველყოფილი შიში" - 1996 წელი. ედვარდი აარონ სტემპლერის როლში.







15. ჯენიფერ კონელი.image


ფილმში " ფენომენი" - 1984 წელი. ჯენიფერი ჯენიფერ კორვინოს როლში.







16. ადამ სენდლერი.image


ფილმში "ცარიელთავა" - 1994 წელი. ადამი პიპის როლში.






იხილეთ აგრეთვე:


image

1
223
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
223
  
2019, 11 სექტემბერი, 13:10
მაგარია
0 1 1