x
ფსიქოლოგიის ისტორიაში ცნობილი არაეთიკური ექსპერიმენტები

ზოგადად, მეცნიერების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ექსპერიმენტების ჩატარება, რომელიც საკმაოდ ღირებულ შედეგებს გვაძლევს უმეტეს შემთვევაში. ფსიქოლოგიის ისტორიაში არსებობს ექსპერიმენტები, რომელებიც ღირებულების მიუხედავად ითვლება არაეთიკურად იქიდან გამომდინარე, რომ მათ ზიანი მოუტანეს მონაწილეებს.განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

image


სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი - 1971 წელს სტენფორდელმა პროფესორმა ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი. ის იკვლევდა ადამიანის რეაქციას თავისუფლების შეზღუდვაზე, ციხის ცხოვრების პირობებში. მან აარჩია მოხალისეები, რომლებიც გაჰყო ორ ნაწილად და სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში მოათავსა. ერთი ნაწილი, - როგორც ციხის ზედამხედველები, მეორე ნაწილი, - როგორც პატიმრები. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები იმდენად შევიდნენ როლში, რომ „ციხის თანამშრომლებმა“ მალე დაიწყეს „პატიმრებზე“ ძალადობა. ექსპერიმენტისთვის განკუთვნილი სარდაფი მალე გადაიქცა მუდმივი წამებისა და ძალადობის სიცრცედ.36 საათის შემდეგ, კვლევის ორგანიზატორებს ერთი პატიმრის გათავისუფლება მოუწიათ, ხმამაღალი ყვირილის, ტირილისა და სიბრაზის გამო. მისი აზროვნება გარკვეულწილად ტრავმირებული იყო, იკვეთებოდა ღრმა დეპრესიის ნიშნები. შემდეგ დღეებში პატიმართა უმეტესობას აღენიშნებოდა ემოციური დარღვევები. (ამ ადამიანებს სტაბილური ემოციური მდგომარეობა დაუდგინდათ, ექსპერიმენტის დაწყებამდე.)ზიმბარდოს სურდა ექსპერიმენტი 2 კვირა გაგრძელებულიყო, მაგრამ იძულებული გახდა მეექვსე დღეს შეეწყვიტა მუშაობა. ექპერიმენტის გაგრძელების შემთხვევაში პატიმრების მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების დიდი საფრთხე ჩანდა.ექსპერიმენტის შემდეგ, გადაღებული კადრების ნახვისას „ზედამხედველები“ საკუთარ სისასტიკეს, „პატიმრები“ კი საკუთარ მორჩილებას ვერ იჯერებდნენ.ეს ექსპერიმენტი ყველაზე ცნობილი არაეთიკური ექსპერიმენტია.
პროექტი „ავერსია“ - საიდუმლო პროგრამა 1970-დან 1989 წლებში ტარდებოდა. პროგრამის მიზანი იყო არმიიდან არაჰეტერონორმატიული ჯარისკაცების გაწმენდა. ექსპერიმენტს პოლკოვნიკ- ობრი ლევინი ხელმძღვანელობდა.ექსპერიმენტი გულისხმობდა ჰომოსექსუალი ჯარისკაცებისთვის ორიენტაციის შეცვლას. ამისთვის იყენებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ელექტროშოკით მკურნალობას, ქიმიურ კასტრაციასა და სქესის ოპერაციის გზით შეცვლასაც კი. 1973 წლამდე ჰომოსექსუალობა ამერიკელი ფსიქიატრების ასოციაციის მიერ მიღებული იყო ფსიქოლოგიურ გადახრად. ითვლებოდა, რომ ეს იყო დაავადება, რომლის განკურნებაც შესაძლებელი იყო. ექსპერიმენტისას 1 000-ზე მეტი 16-დან 24 წლამდე ჯარისკაცი დაასახიჩრეს.
„სიკვდილის ანგელოზის“ ექსპერიმენტები - იოზეფ მენგელე იყო ნაცისტური გერმანიის სს-ის ოფიცერი და ექიმი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. სისასტიკის გამო ცნობილია მეტსახელით „სიკვდილის ანგელოზი“. ეს იყო ადამიანი, რომელიც ნაცისტების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში – ოსვენციმში მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს და ქსპერიმენტებს ატარებდა ებრაელ ტყვეებზე.მენგლეს განსაკუთრებულად აინტერესებდა ტყუპების ფენომენი. ის ბავშვებს ერთმანეთზე აკერებდა, ცდილობდა თავად შეექმნა სიამის ტყუპები, კვეთდა მათ ორგანოებს და ხელახლა ამაგრებდა. ატარებდა ცდებს ანესთეზიის გარეშე ორგანოების გადანერგვის, ექსპერიმენტებს მჟავებითა და ელექტროშოკით. ექსპერიმენტებს უამრავი ებრაელი ემსხვერპლა.ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, 1945 წლის 11 თებერვალს, მენგელე დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, შეცდომით. 1949 წელს მენგელე არგენტინაში გაიქცა. 1959 წელს დასავლეთ გერმანიამ მისი დაკავების ბრძანება გამოსცა. მენგელე პარაგვაიში გადავიდა. 1964 წელს ფრანკფურტისა და მიუნხენის უნივერსიტეტებმა მას აკადემიური ხარისხი გაუუქმეს.გადმოცემით, მენგელე ბრაზილიაში, ოკეანეში ცურვის დროს დაიღუპა. მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.


1993 წელს ოჰაიოში მეცნიერებმა რამდენიმე ქალს გრიმი გაუკეთეს – უზარმაზარი საშინელი ნაიარევები. მათ სარკეში ჩახედვის უფლება მისცეს და უთხრეს, რომ სწორედ ამ საშინელი გრიმით უნდა წარედგინათ ისინი უცნობი ადამიანებისთვის. შემდეგ თითქოს დამცავი კრემი გადაუსვეს, რეალურად კი შრამები დაფარეს. ექსპერიმენტში მონაწილეებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ ეგონათ რომ ისევ ისეთი უშნოები იყვნენ.შეხვედრის შემდგომ ქალები ამტკიცებდნენ, რომ თანამოსაუბრის მხრიდან დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. ისინი იხსენებდნენ კონკრეტულ სიტყვებსა და ქმედებებს, რომლებიც თითქოსდა მათ დასამცირებლად წარმოთქვეს.მათ თავი მსხვერპლად წარმოიდგინეს, ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღეს და რეალობა თავისი წარმოდგენებით დაამახინჯეს, რადგან ფიქრობდნენ რომ ცუდად გამოიყურებოდნენ.
საბოლოოდ, ეს იმ ექსპერიმენტთა არასრული ჩამონათვალია, რომელებიც გარკვეულ ღირბულებას ატარებენ, თუმცა ითვლებიან არაეთიკურად მათ მიერ მონაწილეებისთვის მიყენებული ზიანის გამო.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0