x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ექსტრავერსიის გავლენა კარგად ყოფნის მაჩვენებელზე

image

თავდაპირველად, იმისათვის, რომ მკითხველისთვის მოცემული კვლევის არსი ბუნდოვანი არ იყოს, განვმარტოთ ექსტრავერსიისა და ინტროვერსიის ტერმინები.


პიროვნება, რომელსაც შეგვიძლია ექსტრავერტი ვუწოდოთ, არის გახსნილი, ყურადღების მოყვარული, ძირითადად გარემო სამყაროზე ორიენტირებული და მუდმივად ჩართული, გათვიცნობიერებული გარემოში მომხდარ მოვლენებში. მას მოსწონს ხალხთან ურთიერთობა, აზრისა თუ ემოციების გაზიარება და ა.შ. ექსტრავერტი ადამიანისთის მტანჯველია მარტოობა, არამეგობრული გარემო და ერთფეროვნება. ექსტრავერტი ადამიანები გამოირჩევიან იმპულსურობითა და მოჭარბებული ენერგიით.


მათგან განსხვავებით, ინტროვერტი ადამიანები ორიენტირებულნი არიან საკუთარ შინაგან სამყაროზე. ისინი უმეტესწილად თავშეკავებულები, ჩაფიქრებულები და მშვიდები არიან, არ ახასიათებთ ემოციების ესკალაცია და ხშირად დისკომფორტს უქმნით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, პირადი სივრცის დარღვევა და ცვლილებები. თავს მეტად კომფორტულად გრძნობენ სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოსა და სიტუაციაში.



მკვლევართა აზრით, გახსნილი, ექსტრავერტი ადამიანები მეტად არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, ჰქონდეთ ე.წ. „კარგა ყოფნის“ შეგრძნება. მოცემული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ექსტრავერტულმა ქცევამ შეიძლება გააუმჯობესოს კარგად ყოფნის მაჩვენებელი.


გასულ წელს ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდები, რომლებიც ექსტრავერტებისთვის დამახასიათებელ ქცებებს ახორციელებნენ, მოჭარბებულად განიცდიდნენ პოზიტიურ ემოციებს. ხოლო ინტროვერტისათვის დამახასიათებელი ქცევების განხორციელება, ამცირებდა კარგად ყოფნის განცდას.


„ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჟურნალში“ გამოქეყნებულ უახლეს კვლევაში, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარდა, გამოკითხეს 131 მონაწილე. მათი ნაწილი ერთი კვირის განმავლობაში ინტროვერტულ ქცევას ახორციელებდა, ხოლო მეორე ნახევარი - ექსტრავერტულს. შემდეგ კი ცვლინენ როლებს, შესაბამისად, პირველი ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ ექსტრავერტულ ქცევას, ხოლო მეორე - ინტროვერტულს. „ექსტრავერტები“ იქცეოდნენ, როგორც მოლაპარაკე, სპონტანური და “მტკიცე ხასიათის“ ადამიანები, ხოლო „ინტროვერტები“, როგორც მშვიდი, თავშეკავებული და ჩაფიქრებული.


თავდაპირველად, მონაწილეებს მიაწოდეს კითხვარები, რომელთა მეშვეობითაც იკვლიეს მათი პიროვნულ ნიშნები და თრეიტები. ხოლო ორი კვირის განმავლობაში მიცემული დავალებების შესრულების შემდეგ მკვლევრებმა სთხოვეს მათ, შეეფასებინათ და აღეწერათ თავიანთი ემოციები პირველი და მეორე კვირის განმავლობაში. მონაცემების შედარების შედეგად დადგინდა, რომ მონაწილეები განიცდიდნენ მეტად პოზიტიურ ემოციებს პირველი, „ექსტრავერტული“ კვირის განმავლობაში, ხოლო „ინტროვერტული“ კვირა მათთვის დადებითი ემოციების შემცირებასთან ასოცირდებოდა. „კარგად ყოფნის“ კითხვარებში კი ნათლად გამოჩნდა, რომ „ექსტრავერტული ქცევის“ კვირის განმავლობაში მონაწილეები ხშირად განიცდინენ ფლოუს (კარგად ყოფნისა და სიამოვნების შეგრნება აქტივობის დროს).



და მაინც, ეს შედეგები ვერ იქნება მორგებული „კარგად ყოფნის „ ყველა საზომზე. გარდა იმისა, რომ ექსტრავერტული ქცევა ზრდის კარგად ყოფნის მაჩვენებელს, მკვრევრებს სურდათ გამოევლინათ ეფექტი, თუ როგორ მოქმედებს ინტროვერტული ქცევა და რა გავლენა აქვს მას ნეგატიური ემოციების წარმოშობაზე. მეცნიერების აზრით, სწორედ ამის კვლევა წარმოადგენს მთავარ გამოწვევას. მათი აზრით, ამერიკულ კულტურაში წახალისებული არ არის ინტროვერტული ქცევა და მეტიც, არასასურველია. მათი რწმენით, კვლევის მთავარი ღირებულება სწორედ იმაშია, რომ ინტროვერტული ქცევის შედეგად კარგად ყოფნის მაჩვენებლის კლება გამოჩნდა.


მკვლევართა აზრით, მალე კიდევ უფრო წახალისებული იქნება საზოგადოების მხრიდან ექსტრავერტული ქცევა.


საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებსაც მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ ინტროვერტული თრეიტებისა, ნაკლებად განიცდიდნენ კვლევის ფარგლებში განხორციელებული ექსტრავერტული ქცევების უპირატესობებს. ისინი ვერ ახერხებდნენ ნეგატიური ემოციების შემცირებას. მაშასადამე, ნათელი გახდა, რომ ადამიანის პიროვნული ნიშნები, დიდწილად მოქმედებს იმაზე, რა გავლენად მოახდენს მასზე ესა თუ ის ინტერვენცია.


საბოლოოდ, საინტერესოა იმის ცხადყოფაც, კონკრეტულად, რომელი ქცევები ზრდის ან ამცირებს „კარგად ყოფნის“ მაჩვენებელს. კვლევის ორგანოზატორების აზრით, ვერ მოხდა ზუსტი განსაზღვრა იმისა, რა თანაფარდობით ზემოქმედებს, მაგალითად ასერტულობა, სპონტანურობა თუ „მოლაპარაკე“ ადამიანივით ქცევა კარგად ყოფნის გაზრდილ მაჩვენებელზე. მეცნიერთა აზრით, სწორედ ეს წარმოადგენს სამომავლო კვლევების გამოწვევას - იკვლიონ ქცევით ინტერვენციები, როგორც კარგად ყოფნის მაჩვენებლის ზრდის, ისე პიროვნული ცვლილებების, ჭრილში.

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ქარელი
თინათინ ქარელი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0