x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროს რაიონში კონფლიქტის ნიადაგზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

image
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში 22 წლის ჟ. კ. და 26 წლის დ.დ. ცივი იარაღით დაჭრეს.


როგორც დაზარალებული დ.დ. აღნიშნავს:- " კონფლიქტი მათ კუთვნილ სახნავ მიწაზე დიდი ხანია მიმდინარეობს ოჯახებს შორის. ეს მიწა მათ კუთვნილებაშია, მაგრამ ჯ.-ები ედავებიან. ერთ საღამოს მე და ჟ. ნათლიაჩემის შვილი მაღაზიაში მივდიოდით და ჯერ მანქანით დაგვეჯახა მთელი ინერციით 32 წლის შ. ჯ. და ჩვენი ხევში ჩაგდება სცადა, მოკლედ, მანქანა დაგვიმტვრიეს და დანით დაგვჭრა მე და ჟ, რათქმაუნდა ხალხი ბევრი იყო გარეთ და არავინ არ მოსულა გასაშველებლად, 112-ს მივმართე დასახმარებლად და სასწრაფო მოვიდა, პოლიციაც მოვიდა და გადაგვიყვანეს დედოფლისწყაროში და გაგვიკეთეს ოპერაციები."


შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების ქირურქი, გოგი ნიკვაშვილი ამბობს:- "შემოვიდა ორი დაზარალებული ახალგაზრდა, ერთი მუცლის არეში დაჭრილი, მეორე თავის და მხარის არეში, აღმოვუჩინე პირველადი სამედიცინო დახმარება, ღამით დარჩნენ სტაციონარში, ხოლო, დილით გაეწერნენ."


დედოფლისწყაროს რაიონულ პოლიციაში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 117-ე მუხლით. დანაშაულში ეჭვმიტანილი იმყოფება ძებნაში.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0