x
ზღვარს გადასული

image
ზაფხული ნელ-ნელა იწურებოდა და გზას ულოცავდა შემოდგომას. მზე აგვისტოსებურად იკბინებოდა, რაც საშუალებას აძლევდა ზღვაზე დასვენების მსურველებს ნაგვიანევი შვებულება სასიამოვნოდ გაეტარებინათ. ისინი მთელი წლის დაღლილ-ნაჯაფარნი გამოექცნენ ცხოვრების ყოველდღიურობას, რომ ცოტათი მაინც აღიდგინონ ენერგია და შემდეგ, ახალი შემართებით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. ღამდებოდა... მზე ნელ-ნელა ჩადიოდა. სანაპიროზე დამსვენებლების ტევა არ იყო. ზოგი, თითქოს, ჯიქურ ეურჩებოდა ზღვის ტალღებს და არ ეშვებოდა. უცებ მოიღრუბლა, ქარი ამოვარდა... მალე, ზღვაც აღელდა. დამსვენებლებმა მაშინვე ჩაიცვეს, ზოგი პირსახოც მოფარებულიც კი გაიქცა ახლოს მდებარე შენობისკენ. შეყვარებული წყვილი არ ჩქარობდა ზღვიდან ამოსვლას. უცებ ცაზე მეხი გავარდა... მეხი კიდევ რამდენჯერმე განმეორდა... ზღვამ მათთან ერთად დაიწყო "ბობოქრობა", ისიც ვიღაცას ერჩოდა, სურდა ვიღაც დაესაკუთრებინა! კიდევ ერთხელ გაიელვა... მალე წვიმა წამოვიდა. წყვილი, მიხვდა, რომ ზღვაში გაჩერება უკვე საშიში იყო და როგორც იქნა, ამოვიდნენ. უცებ სველი პირსახოცები მოიხურეს და სიცილით იქვე, ახლოს მდებარე "კაფეს" შეაფარეს თავი. კაფე ხალხით იყო სავსე... ზოგი მაგიდებთან დამსხდაიყო, ზოგიც ფანჯარასთან იდგაა და აბობოქრებულ ზღვას შესცქეროდა. კუთხეში, მაგიდასთან ახალგაზრდა ქალი იჯდა, ერთი ბოთლი ვისკი დაედგა, ჭიქაში ყინულები ჩაეყარა, ცოტა ვისკიც ჩაესხა და სასიამოვნოდ ყლურწავდა - ისე, თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა: ვერ გრძნობდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ, ალბათ ქვეყნიერებაც რომ დაიქცეულიყო, მაინც ვერ მიხვდებოდა! როგორც იტყვიან, სადღაც იყო ფიქრებით წასული... შეყვარებულები სიცილით მიუახლოვდნენ ქალს და უკითხავად დასხდნენ მაგიდასთან. ერთმანეთს გადახედეს, გოგომ ბიჭს თვალით ანიშნა, ავდგეთო, მაგრამ ბიჭი არ დაემორჩილა. ქალი კარგად შებუჟბუჟებული ჩანდა - "ჭიქას" ისე უჭერდა ხელს, თითქოს მის გატეხვას ცდილობდა. შემდეგ ბიჭს შეხედა ისე, რომ თავიც არ აუწევია. - გიყვარს?! წყვილმა ერთმანეთს გადახედა. ბიჭს გაეცინა, გოგონამ მაშინვე უპასუხა. - რა თქმა, უნდა, მიყვარს! - საკუთარ თავზე მეტად არავინ შეიყვარო, არავინ, გესმის? - კარგი - გაეღიმა გოგონას და ისევ შეყვარებულს გახედა. - შეიძლება სწორედ მან გაგიმეტოს, ვინც შენს თავზე მეტად გიყვარს! - მე ჩემი ბიჭი ასე იოლად ვერ გამიმეტებს, ვერ მომექცევა ცუდად, ამის მჯერა. - ჰმ, მეც მასე მეგონა! ქალმა დაიწყო თავისი ცხოვრების მოყოლა, გეგონებოდა, ვინმეს აინტერესებდა... - იცით, როგორი გოგონა ვიყავი? - ახლაც ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით! დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობაში კიდევ უფრო კარგი იქნებოდით. ბიჭმა გოგონას ხელი მოჰკიდა - წამოდი, გავიდეთ აქედან, ამის ნერვები არ მაქვს, ვერ ხედავ, მთვრალიაო. - არა, მოიცა, იქნებ ჩვენთან საუბარი სურს და დამშვიდდეს... ცოდვაა, დავრჩეთ, ეტყობა, რომ კარგი ქალბატონია, გულში კი დიდ ტკივილს დაატარებს. - ჰოდა, მაგის ტკივილების მოსმენის თავი არ მაქვს, წავედით! - არა, მე ვრჩები, შენ თუ გინდა, წადი! - კარგი. ქალს შეყვარებული წყვილის კამათი არ ესმოდა. - მამაჩემი ცნობილი ექიმი იყო - განაგრძო ქალბატონმა. ჩვენს ოჯახს ყველა დიდ პატივს სცემდა... მე შეყვარებული მყავდა, ძალიან მიყვარდა - ისე ძალიან, რომ სიცოცხლეს დავთმობდი მისთვის. ჩემს პატარა უბანში ყველა მცნობდა, არ მინდოდა გაეგოთ ჩვენს სიყვარულზე, მაგრამ რა დაიმალებოდა... ვხვდებოდი ნოეს, ბედნიერებისგან ზეცაში დავფრინავდი, მისგანაც იგივეს ვგრძნობდი, მაგრამ, ერთ დღეს, ჩემდა მოულოდნენლად, ცოლი მოიყვანა... მე ამის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე, თითქოს თავზე დამექცა დედამიწა, სამყარო რომელშიც მე ვცხოვრობდი წამში დაინგრა და ფერფლად იქცა... ამბობდნენ, ძალით შერთეს ცოლიო, მე კიდევ მის ჯინაზე გავიპარე და სახლში მივაკითხე იმას, ვისაც ვიცოდი, რომ ვუყვარდი... მანაც სიხარულით მიმიღო და მისი ცოლი გავხდი... - რას ამბობთ, ასე როგორ მოხდა? ნუთუ არც გკითხათ მიზეზი? - ჰმ, მას იმდენად უნდოდა ჩემს ოჯახში შემოსვლა, არც აინტერესებდა, რატომ მივედი ჩემივე ფეხით... - სამწუხაროა. მერე რა მოხდა, ახლა რა გჭირთ? ქალმა ცოტა ვისკი მოსვა, თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და ისევ განაგრძო: - ერთ თვეში გამოავლინა რა კაციც იყო - მცემდა... მშობლებმა გაიგეს ეს ამბავი, სახლში წამიყვანეს. ამის შემდეგ გამიშვეს თბილისში სასწავლებლად... მამის პროფესიას გავყევი, სამედიცინოზე ჩავაბარე. იქ ერთი ბიჭი გავიცანი, ჩემი კურსელი იყო, მომიტაცა, ძალით წამიყვანა - ჭიქა დაარტყა მაგიდას და ისევ მოსვა. შემდეგ გავიგე, რომ ცოლშვილი მიტოვებული ჰყოლია, სმა უყვარდა... ვცდილობდი ამეტანა, რამდენჯერ შეიძლებოდა დამენგრია ოჯახი?! ისედაც მრცხვენოდა, მშობლებს ვუმალავდი ჩემს მდგომარეობას. ფეხმძიმედ დავრჩი... თურმე, ჩემს ზურგს უკან მის ყოფილ ცოლთან დაუწყია სიარული და ერთ დღესაც საერთოდ დამტოვა. ასე დავრჩი მარტო. რა გაეწყობოდა, მშობლებს გავანდე ჩემი გასაჭირი - მამას ნერვიულობაზე გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მამის გასვენების დღეს სამძიმარზე ნოე მოვიდა, თითქოს გულში რაღაც ნაპერწკალმა გაიელვა, თვალწინ გაირბინა ყველა მასთან გატარებულმა წუთებმა, მომეჩვენა, რომ უბედური იყო, გატეხილი, მოუწესრიგებელი, გაბურძგნული წვერით... რაღაცნაირად მაინც შემეცოდა. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა ტელეფონზე და შეხვედრა მთხოვა. მან არ იცოდა, რომ ქმარი არ მყავდა. ვატყუებდი, ვეუბნებოდი, რომ მყავდა ქმარი და ვერ ვნახავდი. ერთ დღეს მირეკავს და მეუბნება, რომ არის ძალინ ცუდად, უნდა ექიმთან მისვლა და სურს ჩემი დახმარება. მე ბავშვი მყავდა, ჩემი ნოე უკვე სამი წლის იყო. - როგორ, შვილს ნოე დაარქვით, ყოფილი შეყვარებულის სახელი? - კი ასეა, ნოე დავარქვი. - შემდეგ რა მოხდა? - რა მოხდა? ჩემში ისევ იმ გრძნობამ გაიღვიძა, რომელსაც ვებრძოდი, არ ვაძლევდი მოქმედების საშუალებას, ვიმარხავდი გულში და ჩემს თავს ვსაყვედურობდი - რატომ მიყვარს კაცი, რომელმაც სხვაში გამცვალა-მეთქი. მაგრამ, როგორც კი დავინახე, ყველაფერი შეიცვალა... საავადმყოფოში, სადაც მე ვმუშაობდი, იქ მივიყვანე, ვუმკურნალე, გამოვაჯანმრთელე. - მას ხომ ოჯახი ჰყავდა, ისინი სად იყვნენ ამ დროს? - ცოლს თურმე უღალატია მისთვის - იმ მამაკაცს ხვდებოდა თურმე, ვინც ადრე ჰყვარებია, ბავშვი გაუჩენია მისგან და მასთან წასულა! მე უკვე ფეხზე მყარად ვიდექი, ცხოვრება მოვიწყვე, სავადმყოფოში ყველა პატივს მცემდა, კარგი ექიმი ვიყავი, მაგრამ ქალი რას არ ჩაიდენს სიყვარულის გამო?! თავგზა ამერია, გვიან მივხვდი, რომ არასოდეს არ უნდა გადახვიდე ზღვარს, თორემ, როცა საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავ, ყველაფერი ცუდად იქნება! ეს უნდა იცოდეს ქალმა... დავიწყე ზრუნვა ნოეზე - არ ვაკლებდი არაფერს: მანქანაც ვუყიდე, სოფელში სახლი გავუკეთე. ისიც მადლობას არ იშურებდა, ვხვდებოდით ერთმანეთს, წლების შემდეგ დავქორწინდით კიდეც! თითქოს ცხოვრებამ იმ ტკივილებისთვის, რაც გამოვიარე, ბედნიერების უფლება მომცა და მეც ვტკბებოდი იმ ბედნიერებით... ისიც კარგი მეუღლე იყო. დაიწყო მუშაობა, ცხოვრება მიედინებოდა როგორც მშვიდი მდინარე და არ ლამობდა კალაპოტოდან ამოვარდნას, რომ არა ერთი ავბედითი დღე... სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. მეგობარს გავუარე, იქიდან წამოსულს სასტუმრო უნდა გამომევლო გზად და რას ვხედავ: ეს ჩემი ნოე ვიღაც ქალთან ერთად გამოდის სასტუმროდან! თვალებს არ ვუჯერებდი, ლამის მანქანას შევასკდი! მაშინვე გადავედი გზიდან და ვუყურებდი, თუ როგორ ჩაისვა ის ქალი მანქანაში და წავიდნენ. სახლში მივედი, ისიც მალე მოვიდა, ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი ხდებოდა მის თავს - ჩვეულებრივ, მოსიყვარულე მეუღლის როლს თამაშობდა. გაჩუმება ვამჯობინე, რადგან მე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ის ქალი საყვარელი იყო ნოესი. როგორც იქნა, გავარკვიე - ის ქალი მართლაც მისი საყვარელი ყოფილა... მივედი და ვთხოვე, თავი დაენებებინა ჩემი მეუღლისთვის! ის ადგა და ნოეს მოუყვა ყველაფერი. ნოე კი გაცეცხლებული სახლში მომივარდა და მცემა ისე, რომ არ აუხსნია არფერი... ამის შემდეგ წავიდა სახლიდან. გავიდა დრო. ერთხელ სოფლიდან მისმა მეზობელმა დამირეკა. მითხრა, რომ ნოე ძალიან ცუდადაა. ყველაფერი დამავიწყდა, დამავიწყდა ის გულის ტკივილი, ის დამცირებაც და მასთან გავიქეცი, სახლში წამოვიყვანე, ისევ ვუმკურნალე, ფეხზე დავაყენე... თუმცა, რად გინდა - ისევ ღალატი, ისევ ტყუილი, თურმე არასოდეს ვყვარებივარ, სიტყვები რომლებსაც ის მეუბნებოდა, ფარსი ყოფილა, მე კი სიცოცხლეს მერჩივნა! - ისევ დალია ვისკი და ღრმად ამოისუნთქა... - არასოდეს გაწირო თავი არავის გამო, არავის შესწირო თავი მსხვერპლად, არავის დაანახო, რომ ძალიან გიყვარს, არავის აგრძნობინო, რომ მის გარეშე ვერ იარსებებ, ყოველთვის დაიტოვე რაღაც შენთვის, რომ ცხოვრების გაგრძელება შეძლო! გახსოვდეს, ამქვეყნად ერთხელ მოხვედი და ის სიცოცხლე მხოლოდ შენ გეკუთვნის! რა არის სიყვარული, თუ არა დიდი ტკივილი და ამ ტკივილს ის თუ არ გრძნობს, ვის მიმართაც განიცდი, სჯობს გაეცალო - წახვიდე მისგან შორს, რადგან, რაც არ უნდა გაუკეთო, რაც არ უნდა ძლიერ გიყვარდეს, ის ამას მაინც ვერ გაიგებს! მაგიდასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. ქალს ბეჭებზე ხელი დაადო და უთხრა: - დედა, რამდენი გეძებე, შენ კიდევ აქ ყოფილხარ - შენს საყვარელ ადგილას, როგორ ვერ მივხვდი, რომ აქ იქნებოდი, დამშვიდდი და წამოდი სახლში, მე მას არ მივცემ უფლებას, რომ შენ გამოგიყენოს... ის ვერასოდეს გნახავს დღეიდან, პირობას გაძლევ. ქალმა ბიჭს ახედა, გაუღიმა და უთხრა: - ისე გაიზარდე, ვერც კი შევამჩნიე, მაპატიე, ჩემი ბიჭო! ქალმა კიდევ დაილია ვისკი, შეყვარებულ წყვილს შეხედა და გაუღიმა. - გიყვარდეთ ერთმანეთი ისე, რომ ზღვარს არასდეს გადახვიდეთ! ადგა და შვილს გაჰყვა ბარბაცით. შეყვარებულები ჯერ კიდევ ისხდნენ მაგიდასთან. გონს ვერ მოსულიყვნენ, რა ხდებოდა, რა იყო ეს, ვინ იყო ის ქალი, რატომ ინდომა ყველაფრის მათთვის მოყოლა?! იქნებ ნიშანი იყო იმისა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და სჯობს თავიდანვე დავფიქრდეთ ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე - უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ ვის ვუძღვნი ჩვენს ცხოვრებას, გვიღირს კი ის ადამიანი იმად, მთელი შენი სული და გული მას აჩუქო, ანუ ბოლომდე დაგისაკუთროს? - მე შენ არასოდეს გატკენ გულს თეო, იცოდე, ძალიან მიყვარხარ! - მე მჯერა შენი. უკვე დაბნელდადა კიდეც. წვიმამაც გადაიღო, ამინდი დამშვიდდა, სულაც არ ეტყობოდა რამდენიმე წუთის წინ, რომ ცა ლამის ჩამოიქცა. გარეთ გავიდნენ, ზღვის სანაპიროზე დასხდნენ და ტალღების ხმას უსმენდნენ... ფიქრობდნენ ქალზე, რომელსაც სიყვარულმა თავი დაავიწყა და ცხოვრება სატანჯველად უქცია!

4
208
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
208
  
2019, 9 სექტემბერი, 23:09
გასაგებია მადლობა! მეცოდიბნება, არ ვიცოდი.
2019, 9 სექტემბერი, 18:48
სამადლობელ(ი)ო არაფერია.

უბრალოდ ტექსტს რომ დაასრულებ, უნდა ჩამოყვე და დაალაგო ისე როგორც გინდა.

აბზაცებსაც აკეთებს და ახალ ხაზზე გადმოტანასაც.

ესე ძალიან მასიური ტექსტი გამოდის და წასაკითხად რთული, ჩემი აზრით ამ ფორმით ბევრს დაეზარება წაკითხვა.
2019, 9 სექტემბერი, 15:19
აქ არ შვენა, ეგრე, ან მე ვერ ვაკეთებ დადების დროს სწორად. გმადლობთ რჩევისთვის.
2019, 9 სექტემბერი, 14:55
სოფო ერთი რჩევა მექნება...

დიალოგები და აბზაცები რომ გამოყო ერთმანეთისგან ბევრად ადვილი წასაკითხი იქნება, ვიზუალურადაც უფრო სასიამოვნო შესახედი გახდება ტექსტი.
0 1 4