x
რამოდენიმე უნიკალური ხერხი იმისათვის, რომ არ გადადოთ საქმე და გააკეთოთ მეტი ნაკლებ დროში
image
მინდა წარმოგიდგინოთ, ხერხები და საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ საქმის ხარისხიანად და სწრაფად გაკეთებაში.პირველად როდესაც გავიგე ამის შესახებ, რათქმაუნდა არ დავიჯერე, მაგრამ დროთა განმავლობაში ვცადე და ეს ხერხები ძალიან დამეხმარა.


1.ახლავე აიღეთ სიფთა ფურცელი და ჩამოწერეთ ათი მიზანი, რომელთა მიღწევასაც მომავალი წლისათვის ფიქრობთ.ჩამოწერეთ თქვენი მიზნები და წარმოიდგინეთ, რომ ეს წელიწადი დასწრულდა და ახლა მომავალი წელია.გამოიყენეთ აწმყო დრო, პირველი პირი და თქვენი ქვეცნობიერი მაშინვე მიიღებს ამ მიზნებს.


გადახედეთ თქვენ ათმიზნიან სიას და ამოირჩიეთ ერთი მათგანი.მისი მიღწევა უაღრესად დადებით შედეგს მოგიტანთ.არჩეული მიზანი დაწერეთ ცალკე, დააწესეთ ვადა, შეადგინეთ გეგმა, მიჰყევით მას და ყოველდღე შეასრულეთ კონკრეტული ამოცანა.


2.დაიწყეთ დღესვე.წინასწარ დაგეგმეთ ყოველი დღე, კვირა, თვე, აიღეთ ბლოკნოტი ან ქაღალდის ფურცელი და ჩამოწერეთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც აპირებთ მომავალი 24 საათის განმავლობაში.



დაალაგეთ თითოეული ამოცანა, პროექტი ან მიზანი მნიშვნელობისა და თანმიმდევრობის მიხედვით.რა უნდა გააკეთოთ პირველ ყოვლისა და რა მოგვიანებით.


3.დღესვე გადაწყვიტეთ, რომ უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენი სამუშაოს იმ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც შეუძლია უფრო მეტი წარმატება მოგიტაანოთ.ხოლო ნაკლები დრო დაუთმეთ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს.


4.კარგად დააკვირდით თქვენს სამუშაო მაგიდას, სამსახურშიც და სახლშიც, საკუთარ თავს ჰკითხეთ: "როგორი ადამიანი მუშაობს ამ ატმოსფეროში?" რაც უფრო სუფთა და მოწესრიგებულია თქვენი სამუშაო კუთხე, მით დადებითად განწყობილი იქნებით და მით მეტ სამუშაოს შეასრულებთ.


5.აირჩიეთ რაიმე მიზანი, ამოცანა ან პროექი, რომელიც ოდესღაც გადადეთ, წინასწარ შეადგინეთ შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი.გადადგით პირველი ნაბიჯი დაუყონებლივ.ზოგჯერ ამისათვის საჭიროა, უბრალოდ, დაჯდეთ და დაწეროთ სიის მხოლოდ ერთი პუნქტი, შემდეგ კიდევ ერთი და ა.შ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.




ასევე დაგაინტერესებთ:


8 მშვენიერი ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ უარყოფითი დადებითად ჩვენს ცხოვრებასა და სამსახურშიimage

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0