x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი დოსტაქარი მგელიკა ლიქოკელი
image


მგელიკა ლიქოკელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქარია იმ ხევსურ ექიმთა შორის, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ხალხური ცოდნის საფუძველზე მცენარეებისა და ბუნებრივი კომპონენტებისგან სხვადასხვა სახის მალამოებსა და წამლებს ამზადებდნენ.


მგელიკას ცოდნასა და გამოცდილებას გაოცებაში მოჰყავდა თანამედროვე ექიმები. დასტაქარს შეეძლო ჭრილობებისა და გველის ნაკბენის მორჩენა, სხვადასხვანაირი სახის წამლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ჩატარებული თავის ქალის ურთულესი ოპერაციები, რომლის დროსაც პაციენტი ტკივილს არ გრძნობდა.


"..ვხედავდი მოხუცს, რომელსაც ჰქონდა ცოდნა ყოველგვარი ჭრილობისა და რომელიც იყო დახელოვნებული მკურნალობაში. საითგან?... ჩემი რწმენა, რომ ხევსურები დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა, აქ ნათლივ მტკიცდებოდა, სხვა ახსნა შეუძლებელი იყო/ თვალს ვერ ვაცილებდი ამ ჯადოსანს, რომელიც იდგა ჩემს წინ ვითარ ლანდი პრეისტორიული ხანიდან. მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც საუკუნეებს ვერ წაეშალა..." (გრ. რობაქიძე "ენგადი")



’’ექიმი მგელიკა ლიქოკელი მკურნალობითი მოქმედების დროს იჩენს ძლიერ დაკვირვებულ სიფრთხილეს, სიფხიზლეს და მკურნალის მტკიცე ეთიკას, ალბათ, ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მას მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა (იგი 97 წლისაა) მაინც მოსვენებას არ აძლევენ... ლიქოკელი იმდენად დარწმუნებულია თავის მკურნალობაში, რომ თავის ტრეპანაციას სხვის დაუხმარებლად აკეთებს, ამ ოპერაციის დროს ის სრულიად არ ღელავს, ისეთი სწრაფი სიმტკიცით აკეთბს, რომ ყველაფერი ნახევარ საათში მზად არის... მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელი არის, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს’’.





0
428
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0