x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი X (საქართველო და ქართველები)

3 ოქტომბერი

ბავშვობიდან იმას მეუბნებოდნენ, რომ შენი სამშობლო უნდა გიყვარდესო და ეს შეგონებები იმდენად გამიჯდა გონებაში, რომ მართლაც მიყვარს საქართველო, მაგრამ ხანდახან რომ დავფიქრდები, კი არ მიყვარს, უფრო მეტად მეცოდება. ასეთი პატარა, სულ გასაჭირში, სულ ომში, სულ თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ( ყოველ შემთხვევაში მე ამას მოვესწარი მხოლოდ). ჩემი თაობის ფრაზაც კმარა საქართველოს დასახასიათებლად - “ერთხელ დაიბადო და ისიც საქართველოში, უბედურებაა". ხო, ერთხელ დავიბადე და ისიც საქართველოში, მაგრამ არ ვნანობ.უკვე აღარც ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს ეს ქვეყანა.

image

შენც უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, კარგია ის, თუ ცუდი, შენი სამშობლოა.თუ შეძლებ მცირედით მაინც შეცვალო კარგისკენ, თავი არ დაზოგო, მაგრამ გული ნუ დაგწყდება, თუ მაგის გამო გაგკიცხეს. ქართველებს გვჩევია კარგის მკეთებელთა ჯვარზე გაკვრა. საერთოდ, ისტორიულად მოგვდევს, გასაჭირში ერთმანეთის მხარში ამოდგომა, მაგრამ თუ ცოტა შვებით ამოისუნთქა ვინმემ, დიდხანს არ აცლიან, უმალ ავის მქმნელ მარწუხებს შემოავლებენ და ისევ უბედურებისკენ ექაჩებიან, ასე რომ შენც ფრთხილად! აქ წარმატებას ჩუმად უნდა მიაღწიო, თვალში არავის გაეჩხირო, არავის ანახო რა შეგიძლია, თორემ გადაგივლიან. სულ მიკვირდა, რატომ გვიყვარს ქართველებს წუწუნითქო და ბოლოს მ მოვძებნე პასუხი - იმიტომ, რომ შენი შესაძლებლობები თუ გაიგო სხვამ, და განსაკუთრებით, თუ იმ “სხვას" შენამდე ბევრი უკლია, დიდი შანსია, რომ ყველაფერს იზამს, თავის დონეზე ან უფრო ქვემოთ ჩაგითრიოს. არ ვიცი, ალბათ, შურის ამბავია.

ბევრი გვაქვს ცუდი თვისება და მაინც აქამდე მოვედით. მტერს ყოველთვის ჰგონია, რომ ჩვენი ცუდის წყალობით გადაგვყლაპავს და აი, სწორედ მაშინ ვერთიანდებით ხოლმე სამშობლოსათვის. წარმოგიდგენია, სულ ასეთი სულისკვეთება რომ გვქონოდა ქართველებს, ახლა სად ვიქნებოდით?!

.... და მაინც, უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანაც და შენი ქართველებიც. ლხინის დროს თუ ტყვიას გესვრის, ჭირში მტრის ნასროლ ტყვიაზე გადაგეფარება. რას ვიზამთ, ასეთი უცნაური გენია ჩვენში ჩადებული.

წინა თავები:

ნაწილი 1

ნაწილი 2

ნაწილი 3

ნაწილი 4

ნაწილი 5

ნაწილი 6

ნაწილი 7

ნაწილი 8

ნაწილი 9

გაგრძელება ....

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0