x
image
ეკა ლაცკა
იპოვეთ რა ქვია თქვენს ფობიას - ფობიების ვრცელი ჩამონათვალი
image

ფობია არის რაღაცის, ვიღაცის ან რაიმე მოვლენის მიმართ პანიკური შიში ან თუნდაც ზიზღი.

ზოგჯერ ფობია ისეთი ტიპის ისტერიკას და პანიკას იწვევს, რომ კონტროლი შეუძლებელი ხდება.

გთავაზობთ ფობიების არც თუ ისე მოკლე ჩამონათვალს:


image

ტაქოფობია — სიჩქარის შიში.

ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ.

ტეტრაფობია — შიში რიცხვი 4–ისა.

ტოკოფობია, ლოკიოფობია — მშობიარობის შიში.

ტონიტროფობია — ჭექა–ქუხილის შიში.

ტრანსფობია — ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.

ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია — რიცხვ 13–ის შიში.

ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი.

ჰელიოფობია — მზის სხივის შიში.

ჰემოფობია, ჰაემოფობია — სისხლის შიში.

ჰერპეტოფობია — ქვეწარმავლების შიში.

ჰეტეროფობია — ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში.

ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია (ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია) — შიში რიცხვ 666ის მიმართ.

ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში.

ჰომოფობია — ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში.

ჰოპლოფობია — შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ.

ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში

აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.

ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.

image

აკაროფობია — ფხანის შიში

აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.

ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ .

ალეკტოროფობია — ქათმების შიში

ალლიუმფობია — ნივრის შიში

ამბულოფობია — სიარულის შიში

ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში

ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში

ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში

ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.

ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ .

ანთროპოფობია — ადამიანებთან ურთიერთობის შიში

ანთროფობია — ყვავილების შიში.

ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში

აპეიროფობია — სასრულობის შიში

აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში

არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში

არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ .

ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში .

ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში.

ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.

ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში.

აუროფობია — ოქროს შიში

აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში.

აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ.

ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია — შიში მიკრობებისა და ბაქტერიების.

image

ბაროფობია — გრავიტაციის შიში.

ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი.

ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი.

ბოტანოფობია — მცენარეების შიში.

გამოფობია — დაქორწინების შიში.

გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში.

გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი.

გინოფობია — შიში ქალების მიმართ.

გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.

დენდროფობია — ხეების სიში.

დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.

დომატოფობია — სახლების, შენობების შიში.

ელუროფობია — კატების შიში.

ემეტოფობია — პირღებინების შიში.

ენტომოფობია — მწერების შიში

ეროტოფობია — შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.

ესოფობია — სახლში ყოფნის შიში.

ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში.

ექუინოფობია, ჰიპოფობია — ცხენების შიში.

ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ.

ვიკაფობია — ჯადოქრების, კუდიანების შიში.

ზოოფობია — საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდება.

იატროფობია — ექიმების შიში.

კიბერფობია — კომპიუტერების შიში.

კინოფობია — ძაღლების შიში.

კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა.

კოინონიფობია — ოთახების შიში.

კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით).

კლიმაკოფობია — კიბეებზე ასვლის შიში

ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში.

ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში.

ლილაპსოფობია – ქარიშხალის შიში.

მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში.

მელანოფობია — შავი ფერის შიში.

მისოფობია — შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ.

მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში

ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.

ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია,

კაინოლოფობია, კაინოფობია

— სიახლის შიში.

ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში.

ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში.

ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში.

ობესოფობია — წონაში მომატების შიში.

ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში.

ომბროფობია — წვიმის შიში.

ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ.

ორნითოფობია — ჩიტების შიში.

ოფიდიოფობია — გველების შიში

image

0
246
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0