x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დეჟა ვუ - „ეს ხომ უკვე ვნახე?!“
Deja Vu - painting by Dorina Costras,  2011Deja Vu - painting by Dorina Costras, 2011
დეჟა ვუ სიტყვასიტყვით ნიშნავს „უკვე ნანახს“. ამ დროს ვფიქრობთ, რომ ახლანდელი მოვლენა წარსულში უკვე მომხდარა. დეჟა ვუ შეიძლება აღმოცენდეს მაშინ, როდესაც ამჟამინდელი სიტუაციის სპეციფიკური ასპექტები მსგავსია ადრე აღმოცენებული სიტუაციის გარკვეული დეტალებისა, იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება ბევრი დამთხვევა ამ ელენემნტებს შორის, შემდგომ ჩვენ გვაქვს დეჟა ვუს ძლიერი განცდა.

ერთ-ერთი მეცნიერის (Anne M. Cleary) მიხედვით, ჩვენ არ შეგვიძლია ცნობიერად დავიმახსოვროთ ადრინდელი მოვლენა, მაგრამ ჩვენი ტვინი იმახსოვრებს მსგავსებას. ეს ინფორმაცია ჩვენში აღძრავს დისკომპორტისა და გაურკვევლობის განცდას, თითქოს, ადრე უკვე ვყოფილვართ ამ სიტუაციაში, მაგრამ არ შეგვიძლია გავიხსენოთ როდის ან რატომ.

სანამ უშუალოდ დეჟა ვუს მიზეზებს განვიხილავდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ განასხვავებენ დეჟა ვუს ორ ტიპს: პათოლოგიური დეჟა ვუ, რომელიც ხშირ შემთხვვევაში ასოცირდება ეპილეფსიასა თუ ისეთი სახის სიმფტომებთან, როგორიცაა ჰალუციანციები, შესაძლოა, იყოს ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადების ნიშანი. მეორე ტიპი კი არის არაპათოლოგიური, რომელიც ახასიათებთ ჯანმრთელ ადამიანებს. ისინი, ვინც ბევრს მოგზაურობს ან უყურებენ ბევრ ფილმებს შესაძლოა უფრო მეტად განიცდიდნენ დეჟა ვუს, ვიდრე სხვები. გარდა ამისა, ადამიანები განიცდიან დეჟა ვუს როდესაც არიან უმწეო მდგომარეობაში ან ძლიერ სტრესულ სიტუაციაში. როგორც კვლევები აჩვენებს, დეჟა ვუ იკლებს ასაკთან ერთად.

ბოლო დროს მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ დეჟა ვუს ფენომენით. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფსიქოზის ან საფეთქლის წილის ეპილეფსიის არმქონე ადამიანებში, დეჟა ვუს გამომწვევი მიზეზები შეიძლება გაერთიანდეს ოთხ კატეგორიაში: ყურადღების, მეხსიერების, ორმაგი გადამუშავებისა და ნევროლოგიურის. განვიხილოთ თითოეული მათგანი:


ყურადღება. ყურადღების შესახებ ახსნები მოიაზრებს მოვლენის თავდაპირველ აღქმას შემცირებული ყურადღების პირობებში, რასაც შემდეგ მოყვება ამ მოვლენის ხელმეორე აღქმა ყურადრების სრული მობილიზაციისას. მაგალითად, სახლის კარების გაღებისას გარკვეულმა ხმურმა გადაგატანინათ ყურადღება, შემდეგ ისევ კარების გაღების სიტუაციასთან დაბრუნება შეიძელბა უფრო წარსულში მოგვეჩვენოს. ყურადღების გაფანტვა, რომელიც ჰყოფს ამ ორ აღქმას, შეისაძლოა იყოს თვალის დახამხამებასავით სწრაფი.

მეხსიერება. ახსნები, რომლებიც შეეხება მეხსიერებას, ვარაუდობს, რომ ახალი გამცოდილების რომელიმე დეტალი ადამიანისთვის ნაცნობია, ხოლო ამ ნაცნობობის განცდის წყარო დავიწყებულია. დღის განმავლობაში ადამიანები უამრავი მოვლენის შემსწრენი ხდებიან, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას ყოველ დეტალს. ინფორმაციის შემდგომმა გადამუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაცნობობის განცდა და დეჟა ვუ.

ორმაგი გადამუშავება. ეს ახსნა მოიაზრებს, რომ ორი ხშირად სინქრონული კოგნიტური პროცესი ხდება წამიერად ასინქრონული. მაგალითად, ცნობა და აღდგენა შეიძლება ამოვარდეს სინქრონიდან. ალტერნატიულად, აღქმა და მეხსიერება შეიძლება გახდეს ასინქრონული.

ნევროლოგია. ამ ახსნის მიხედვით, დეჟა ვუს დროს ხდება მცირე შეტევა საფეთქლის წილში იმ ადამიანებში ვისაც არ აქვთ ეპილეფსია, ან ხდება ნეირონული ტრანსმისიის შეფერხება თვალებს, ყურებსა ან სხვა პერცეპტულ ორგანოებს შორის და ტვინში უფრო მაღალი დონის გადამუშავების ცენტრებში.

ორმაგი გადამუშვების ახსნები უფრო მეტად ფილოსოფიური და თეორეტიკულია, და ნაკლებად მექანიკური, ეს ახსნები ვერ შემოწმდება ლაბორატორიაში. მსგავსად, ნევროლოგიური ახსნებიც ლოგიკური ჩანს, მაგრამ ნაკლებად მართებულია მკვლევართათვის. ამისგან განსხხვავებით, ყურადღებისა და მეხსიერების შესახებ ახსნებს მხარს უჭერს ის, რაც ვიცით კოგნიციის შესახებ და რაც შეიძლება შემოწმდეს ემპირიულად.

imageDeja Vu - painting by John Fasano, 2017
კიდევ ერთ ახსნას გვთავაზობს პროფესორი ემი რეიხელტი. მის მიხედვით, ტვინს აქვს მეხსიერების ორი სისტემა: ხანმოკლე მეხსიერება, რომელსაც აქვს ლიმიტირებული შესაძლებლობა და ამუშავებს გარემოდან შემომავალ სენსორულ ინფორმაციას. ხანმოკლე მეხსიერებაში ინფორმაციის დავიწყება ძალიან მალე ხდება, თუ ამ ინფორმაციის გადატანა არ მოხდება ხანგრძლივ მეხსერებაში. ჩვენი ახალი გამოცდილება გადამუშავდება ხანმოკლე მეხსიერებაში და გადაიტანება ხანგრძლივ მეხსიერებაში.

ჩვენს ხანგრძლივ მეხსიერებას უამრავი ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა აქვს. ხანგრძლივი მეხსიერება ინახავს იმ მოვლენების შესახებ ცოდნას, რომელიც განსაზვრავს ჩვენს ცხოვრებას და შეიძლება მათი გახსენება დეტალურად. ტვინის კრიტიკული რეგიონი ინახავს ჩვენს მოგონებებს ჰიპოკამპში - ამ რეგიონის დაზიანებას მივყავართ ამნეზიამდე, რადგან ვერ ხერხდება ახალი მოგონებების შენახვა.

რაიხელტს მიაჩნია, რომ ნაცნობობა, რომელსაც განვიცდით დეჟა ვუს დროს ნათელს ჰფენს იმას, რომ მეხსიერების განსხვავებული სისტემები მდებარეობს ჰიპოკამპში. ზოგადად, სენსორული ინფორმაცია შედის ხანმოკლე მეხსეირებაში, ხოლო შემდეგ აღწევს ხანგრძლივ მეხსიერებას, დეჟა ვუს დროს ინფორმაცია გვერდს უვლის ხანმოკლე მეხსიერებას და ნაცვლად ამისა, პირდაპირ ხანგრძივ მეხსიერებაში გადადის. ეს ხსნის იმას თუ რატომ შეიძლება გრძნობდეს ადამიანი ნაცნობობის განცდას, მაგრამ ეს არ არის ისეთივე რეალური და ხელშესახები, როგორც სრულად აღდგენილი მოგონება.

ერთ-ერთი ახალი კვლევა, რომელიც ჩატარდა კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგის ენი მ. ქლერის მიერ, აღწერს უახლეს აღმოჩენებს დეჟა ვუს შესახებ, რომელიც მოიცავს ბევრი მსგავსების არსებობას დეჟა ვუსა და იმას შორის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, ცნობის მეხსიერების. ცნობის მეხსიერება არის ისეთი ტიპის მეხსიერება, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, რომ რასაც ამჟამად განვიცდით, უკვე გვაქვს გამოცდილებაში და ადრე გვაქვს აღქმული, მაგალითად, როგორიცაა მეგობრის ცნობა, როდესაც ქუჩაში დავინახავთ მას ან ნაცნობი სიმღერის რადიოში მოსმენისას.

ზოგადად, განასხვავებენ გახსენების ორ სისტემას: მოგონებას და ცნობას. მოგონების დროს ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ ამჟამინდელი მოვლენა ადრე უკვე მომხდარა. მაგალითად, მაღაზიაში ვხედავთ ნაცნობ კაცს და ვაანალიზებთ, რომ ეს ის კაცია, რომელიც ადრეც გვინახავს. ხოლო ცნობა აღმოცენდება მაშინ, როდესაც ახლანდელი სიტუაცია ნაცნობად მიგვაჩნია, მაგრამ ვერ ვიხსენებთ როდის მოხდა. მაგალითად, ჩვენ ნაცნობ ადამიანს ვხედავთ მაღაზიაში, მაგრამ ვერ ვიხსენებთ, საიდან ვიცნობთ მას. დეჟა ვუ ცნობაზე დაფუძვნებული გახსენების მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ.

0
82
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0