x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რუსეთის პატრიარქმა მსოფლიო უცხოპლანეტელების გამოჩენაზე გააფრთხილა (ვიდეო)
image
რუსეთის პატრიარქი კირილი მსოფლიოს მოუყვა ისეთი საშიში მოვლენის შესახებ, როგორიცაა უცხოპლანეტელები.


პატრიარქმა თქვა, რომ სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებთან და უცნობ მფრინავ ობიექტებთან კონტაქტი სულიერად საშიშია.


მაღალგანვითარებული არსებები, რომელთაც დიდი ცოდნა და შესაძლებლობები აქვთ, რომლებსაც შეუძლიათ საფრენი აპარატებით სივრცეში გადაადგილება, შემდგომში შეიძლება კონტაქტში შევიდნენ ადამიანებთან.


პატრიარქმა დაამატა, რომ სინამდვილეში ესენი არ არიან უცხოპლანეტელები, არამედ, ისინი შეიძლება იყოს ეშმაკის გამოვლინება.



კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ეშმაკი ხალხს წარმართული ღმერთების სახით ეჩვენებოდა, მას ასევე შეუძლია კოსმოსური უცხოპლანეტელების სახით წარუდგეს.


ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოთ ყველა იმ მცდელობასთან, რომ დაამყაროთ კონტაქტი ამ უცნობ ძალასთან, რათა უცხოპლანეტელები არ გახდნენ ახალი წარმართობა ხალხისთვის და ადამიანებმა ქვეცნობიერად თაყვანი არ სცენ ბნელ ძალას.


პატრიარქ კირილის მიერ ნათქვამიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან დაადასტურა უცხოპლანეტელთა თეფშის და უცხოპლანეტელების არსებობა, რომლებიც ადამიანები არიან.


თუ ინტელექტუალური არსებები მაღალგანვითარებული არიან, მაშინ რატომ უნდა ვიყოთ მათ მიმართ ნეგატიურები? მარტო იმის გამო, რომ ისინი ღიად არ ეჩვენებიან მთელ კაცობრიობას, უნდა მივიჩნიოთ ისინი ეშმაკის გამოვლინებად? შესაძლოა, მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოსახედიდან მართებული იყოს ასე ფიქრი.


1
381
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
381
  
2019, 8 სექტემბერი, 22:15
მაშინ გაგვარკვიეთ,რომელია არაბნელი ძალა უცხოპლანეტელებიდან,ან მორჩით ამ იდიოტურ ბოდვებს ვაიმღვდელთმთავრები.
0 1 1