x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94785
  • ვიდეო:342561
  • სურათი:456811
უგემრიელესი სალათი ზამთრისთვის

imageაქ შემოგთავაზებთ უგემრიელესი სალათის რეცეპტს, რომლის მირთმევა შეგიძლიათ როგორც ამჯამად, ასევე ზამთარშიც, როცა თქვენს სუფრას მარტივად გაამრავალფეროვნებთ, უბრალოდ, გემრიელი სალათით სავსე ქილის გახსნით.

მისი მომზადების წესი მარტივია. მასალად დაგჭირდებათ:

კომბოსტო- 1 კგ

პომიდორი- 1 კგ

კიტრი- 1 კგ

სტაფილო- 1 კგ

ტკბილი წიწაკა - 1 კგ

თუ რომელიმე ბოსტნეული არ გაქვთ, შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით ჩაანაცვლოთ სხვა რომელიმე ბოსტნეულით.

ყველაფერი დაჭერით საშუალო ზომებად, მხოლოდ სტაფილო უნდა გახეხოთ.

ასევე დაგჭირდებათ სანელებლები:

ზეთი- 200 გრ

ძმარი(9 %-იანი)-200 მილიგრამი

შაქარი - 16 ჩაის კოვზი

მარილი-გემოვნებით

აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ მხოლოდ 2 წუთი! სწრაფად გადაიტანეთ გამზადებულ ქილებში და დაახურეთ მჭიდრდ.


0
112
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0