x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნორმანდიის მეფის უსაშინლესი სიკვდილი, ცხენის მოქმედებამ მეფეს სათესლე ჯირკვლები კვერცხივით "აუთქვიფა"

image როგორც იტყვიან ხოლმე ყველანი "სიკვდილის შვილები" ვართ, მაგრამ არსებობს ისეთი ფორმის სიკვდილი, როგორსაც მტრებსაც კი არ ვუსურვებდი.
სწორედ ასეთი სიკვდილი ერგო ნორმანდიის მეფეს, მოგეხსენებათ ომების გარდა რაინდული შეხვედრები ევროპაში მიღებული იყო, რომელშიც თავად მეფეებიც იღებდნენ მონაწილეობას. ასეთ ტურნირებში უამრავი რაინდი იღუპებოდა ან სახიჩრდებოდა, თუმცა ამაზე დიდად არავინ იწუხებდა თავს.
1087 წელს საფრანგეთის მანტის ალყისას ნორმანდიის მეფე ვილგემლ "დამპყრობლის" ცხენი ცეცხლმოკიდებულმა ისრებმა შეაშინა და ყალყზე შედგა, მეფე კარგი მხედარი და მოჯირითე იყო და ცხენის შეკავებაც და უნაგირზე თავის შემაგრებაც შესძლო.
თუმცა შეაბჯრული მეფისკენ ნასროლი ისარი ცხენს მოხვდა ჯავშნით დაფარულ შუბლზე, ამჯერად ცხენი ისევ ყალყზე შედგა, თან ზევით ქვევით ხტომა დაიწყო, მძიმე ჯავშნით შეაბჯრულმა მეფემ ისევ შეიმაგრა ცხენზე თავი, თუმცა კი სჯობდა ჩამოვარდნილიყო.
ცალკე მხედრის წონამ და ცალკე აბჯარის სიმძიმემ უნაგირის რბილი ნაწილი დაშალა და დაბლა ჩამოცვივდა, უნაგირის რკინის ფირფიტებმა მეფეს სათესლე ჯირკვლები კვერცხის გულივით "აუთქვიფა".
აუტანელი ტკივილისაგან გონდაკარგული მეფე ცხენიდან ჩამოვარდა, ის მსახურებმა ბრძოლის ველს გაარიდეს, მეფეს საშინელ ტანჯვაში ამოხდა სული, მისმა მსახურებმა კი მიცვალებული მეფე გაძარცვეს და ტიტველი მიცვალებული საბრძოლო კარავში დატოვეს.

0
282
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
282