x
image
ელენე გუმა
"ჯერჯერობით არსად ვიმუშავებ" - ანა წერეთელმა "რუსთავი 2" დატოვა
image
"კურიერის" ჟურნალისტმა ანა წერეთელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" რამდენიმე დღის წინ დატოვა და როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა ის ჯერ-ჯერობით არსად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.


მისი თქმით, ჯერ პირადი გეგმების განხორციელებას აპირებს, შემდეგ კი აუცილებლად დაუბრინდება ცისფერ ეკრანს.


"15 წლის შემდეგ..მგონი, პირველად სამუშაო დღეს, საღამოს 6 საათზე შევხვდი მეგობარს კაფეში, აუჩქარებლად ვიდექი ყავის რიგში შუადღეს და ფეხით მივედი დღის შუქზე ისეთ ადგილებში, თუ არსებობდა, არც მეგონა... ასევე შევხვდი ჩვენი - უკვე ძველი 'კურიერის' და ჩემს არაერთ მაყურებელს, რომელთაგანაც მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა დავინახე, რის გამოც უზომოდ მადლიერი ვარ. მათიც მადლიერი ვარ, ვინც მაკრიტიკებდა.


საკითხზე ინტერესის გამო თავს ვალდებულად მივიჩნევ, საჯარო სივრცეში ვთქვა, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჯერჯერობით არსად ვიმუშავებ. პირადი გეგმების განხორციელების შემდეგ კი გარკვეულ პერიოდში დავბრუნდები.


ცისფერი ეკრანის მეშვეობით ერთმანეთს ისევ აუცილებლად შევხვდებით და ეს იქნება მხოლოდ უკეთესი ქვეყნის სამსახურში ყოფნა"- წერა ჟურნალისტი.



1
309
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
309
  
2019, 9 სექტემბერი, 19:49
დავქცეულვართ და ესაა, გეყოთ ბიძიკო რა ბოღმა და ზიზღიც ანთხიეთ რუსთავი2-იდან.
0 1 1