x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ეს წყვილები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, შემდეგ კი ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ
imageბევრი ფილმია, სადაც პროტაგონისტებმა ერთმანეთს შორის ძალდაუტანებელი სიყვარული უნდა განასახიერონ, ზოგჯერ კი ეს ყველაფერი გადასაღები მოედნის გარეთაც გრძელდება. ფილმებში შესრულებული მთავარი როლების შემდეგ არაერთი ჰოლივუდური წყვილი გამოჩნდა. თუ გსურთ, გაიგოთ, ვინ არიან ისინი, კითხვა განაგრძეთ!


სტატიაში წარმოგიდგენთ ფიქციურ წყვილებს, რომელთა რომანი გადასაღებ მოედანს გარეთაც გაგრძელდა.








1. როუზ ლესლი და კიტ ჰარინგტონი (სამეფო კარის თამაშები)

"სამეფო კარის თამაშების" პერსონაჟებს ერთმანეთი რეალურ ცხოვრებაშიც შეუყვარდათ, როგორც სერიალში. წყვილი ერთმანეთს 2012 წელს შეხვდა გადასაღებ მოედანზე და ურთიერთობა ოფიციალური ქორწინებით 2018 წლის 23 ივნისს დააგვირგვინა.

image








2. ალექსის ბლედელი და ვინსენტ კარტჰეიზერი (შეშლილები)


მსახიობები ერთმანეთს "შეშლილების" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ 2012 წელს, სადაც შეყვარებულებს განასახიერებდნენ. მათი ურთიერთობა იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ 2014 წელს იქორწინეს, 2015 წელს კი პირველი შვილი ეყოლათ. წყვილი დღესაც ბედნიერ ქორწინებაშია.

image








3. კიანუ რივზი და შარლიზ ტერონი (ტკბილი ნოემბერი)

წყვილი პირველად ერთმანეთს "ეშმაკის ადვოკატის" გადასაღებ მოედანზე შეხვდა 1997 წელს, თუმცა, ურთიერთობა 2001 წელს დაიწყეს, "ტკბილი ნოემბერის" გადაღების დროს. სამწუხაროდ, მათი რომანი დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

image








4. ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი (სამოცდაათიანების შოუ)

ეშტონი და მილა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყვილია. ისინი პირველად ერთმანეთს 1998 წელს შეხვდნენ, "სამოცდაათიანების შოუს" გადაღებაზე. მათ 2015 წელს იქორწინეს და 2 შვილი ეყოლათ.

image








5. რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი (უბის წიგნაკი)

მართალია, თავიდან რაიანი და რეიჩელი ერთმანეთს ვერ იტანდნენ, მაგრამ ფილმის ბოლო სცენების გადაღების შემდეგ წყვილმა შეხვედრები დაიწყო. ფილმის რეჟისორმა ნიკ კასავეტსმა ერთხელ მედიას გაანდო, რომ გოსლინგმა სთხოვა, რეიჩელი სხვა მსახიობით შეეცვალათ, რადგან მასთან ერთად მუშაობა არ შეეძლო. მსახიობების ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო და 4 წელიწადს გაგრძელდა. წყვილის განცხადებით, ისინი მედიის ყურადღებას ვეღარ უძლებდნენ.

image








6. კეილი კუოკო და ჯონი გალეცკი (დიდი აფეთქების თეორია)

მსახიობებმა ურთიერთობა საიდუმლოდ დაიწყეს და მხოლოდ დაშორების შემდეგ გამოააშკარავეს. ისინი ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ, ფილმის გადაღებებისას და მალევე გააჩაღეს რომანი. წყვილი ერთად დაახლოებით 2 წელი იყო და საბოლოოდ ურთიერთშეთანხმებით დაშორდნენ, თუმცა, კარგ მეგობრებად დარჩნენ.

image








7. ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი (ნაბიჯი წინ)

9 წლიანი ქორწინებისა და საერთო შვილის შემდეგ, წყვილმა 2018 წელს დაშორება გამოაცხადა. ისინი ერთმანეთს 2006 წელს შეხვდნენ ფილმის გადაღებაზე და 2009 წელს დაქორწინდნენ. ბოლო დრომდე, ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ წყვილად მიიჩნეოდნენ.

image








8. პენელოპა კრუზი და ხავიერ ბარდემი (შაშხი, შაშხი)

მათი პირველი საერთო ფილმი (შაშხი, შაშხი) 1992 წელს შედგა, თუმცა, რომანი წყვილმა მხოლოდ 2007 წელს გააჩაღა, "ვიკი, კრისტინა, ბარსელონას" გადაღებისას. ისინი საიდუმლოდ დაქორწინდნენ 2010 წელს ჯონი დეპის კერძო კუნძულზე ბაჰამაში. მათი ქორწინება დღესაც მყარია. ცოლ-ქმარი 2 შვილს ზრდის.

image








9. მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორზი (უკანასკნელი სიმღერა)

მომღერალსა და მსახიობს ერთმანეთი "უკანასკნელი სიმღერის" გადაღებებისას შეუყვარდათ. ისინი შეყვარებულები 2012 წელს გახდნენ, თუმცა, 2013 წლის სექტემბერში დაშორდნენ. 2016 წელს გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ ეცადათ ურთიერთობა და დაინიშნენ კიდეც. თუმცა, 2019 წლის აგვისტოში მათ ისევ დაშორება გამოაცხადეს.

image








10. რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარდი (ბინდი)

"ბინდის" მთავარი პერსონაჟები ერთად 2008 წლიდან 2013 წლამდე იყვნენ. ისინი ერთმანეთს სტიუარდის ორგულობის გამო დაშორდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ხელი ჰქონდათ მოწერილი კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც შეყვარებულები უნდა ყოფილიყვნენ წლების განმავლობაში. წიგნისა და ფილმის ფანებს მოსწონდათ, პერსონაჟებს რეალურადაც რომ უყვარდათ ერთმანეთი, ამიტომაც რეჟისორმა მათ ის მისცა, რისი დანახვაც უნდოდათ.

image








11. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი (მისტერ და მისის სმიტები)

წყვილმა რომანი 2005 წელს, "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებების შემდეგ დაიწყო და ჰოლივუდის ერთ-ერთი გამოჩენილი წყვილი გახდა. მათი ურთიერთობის დასაწყისი ცოტათი არასასიამოვნო იყო, რადგან იმ დროს ბრედ პიტს ჯენიფერ ენისტონთან 7წლიანი ურთიერთობა ჰქონდა. ანჯელინა და ბრედი 2014 წლის 23 აგვისტოს დაქორწინდნენ, მაგრამ 2016 წელს ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა. მისი თქმით, წყვილს 6 ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა.

image








12. ნატალია დაიერი და ჩარლი ჰიტონი (უცნაური ამბები)

მსახიობები ერთად საზოგადოების წინაშე 2017 წელს გამოჩნდნენ. ამის შემდეგ ჭორები დადიოდა მათ შეყვარებულობაზე, მაგრამ წყვილმა ოფიციალურად ეს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაადასტურა. ისინი დღესაც ერთად არიან, როგორც სერიალში, ასევე ცხოვრებაში და "უცნაური ამბების" შემდეგ სერიაზე მუშაობენ.

image








13. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი (მწვანე ლამპარი)

"მწვანე ლამპარის" გადაღებების შემდეგ ბლეიკისა და რაიანის მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა, რომელიც 2012 წელს ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილი დღესაც ბედნიერად ცხოვრობს ერთად და 2 შვილს ზრდის.

image








14. ბენ აფლეკი და ჯენიფერი გარნერი (თავქარიანი)

მსახიობებმა ურთიერთობა "თავქარიანის" გადაღებების შემდეგ დაიწყეს. აქამდე ისინი ფილმ "პერლ ჰარბორშიც" მონაწილეობდნენ ერთად. წყვილის ურთიერთობა 2005 წლიდან 2017 წლამდე გაგრძელდა, როცა ისინი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. პრესაში დაიწერა, რომ დაცილების მიზეზი აფლეკის ღალატი იყო ბავშვის ძიძასთან.

image








15. ზაკ ეფრონი და ვანესა ჰადჯენსი (მიუზიკლი საშუალო სკოლაში)

თინეიჯერების სიყვარულის ამბავი 2005 წელს დაიწყო და 5 წელიწადს გაგრძელდა. ურთიერთობისას ორივე ძალზედ ახალგაზრდა იყო, ამიტომ ვერაფერი გამოვიდა.

image


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 14 მსახიობი, რომელმაც უნაკლოდ შეასრულა საპირისპირო სქესის როლი

image


2. რეალური სიყვარულის ისტორიებზე გადაღებული 10 ფილმი

image


3. 10 ფილმი, რომელშიც წყვილებს მართლა უყვარდათ ერთმანეთი

image

2
1512
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1512
  
2019, 11 სექტემბერი, 22:28
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი საუკეთესო წყვილი ჰოლივუდის სამყაროში
2019, 11 სექტემბერი, 12:42
ბლეიკ ლაივლი
0 1 2